ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა გუშინ ეროვნული ნაკრებების მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.აღსანიშნავია, რომ ყველა ბიანკონეროს ასპარეზობა წარმატებული გამოდგა.

ჯიჯი ბუფონმა, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა პირლომ სლოვენიის წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, კლაუდიო მარკიზიო კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.სკუადრა აძურამ შეხვედრის ერთადერთი გოლი 85 – ე წუთზე გაიტანა, კლაუდიო მარკიზიოს შესანიშნავი პასით ჯამპაოლო პაცინიმ იხეირა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2012 ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაუნაღდა.ლეონარდო ბონუჩი ჩეზარე პრანდელის მოედანზე არ გამოუშვია.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ელჯერო ელიას ჰოლანდიის ნაკრებმა.ნიდერლანდელები სტუმრად ფინეთს ესტუმრნენ და მეტოქე 0-2 დაამარცხეს.”იუვენტუსის” ახალწვეული გარემარბი მწვანე მინდორზე 68 – ე წუთზე შემოვიდა და აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გამარჯვება მოიპოვა შტეფან ლიხშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმა.წითელმაისურიანმა მოთამაშეებმა ბულგარელები აშკარად დაჯაბნეს და 3-1 დაამარცხეს.ბიანკონერების მარჯვენა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მარსელო ესტიგარაბიას პარაგვაის ნაკრები კი გამთენიისას ჰონდურასს ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა.23 წლის იუვენტინო მოედანზე 60 – ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის მიწურულ ორ გატანილ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

7 thoughts on “ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

  1. ბალძარეტიმ კარგად ითამაშა მთელ პლანგზე მცველიც იყო და თავდამსხმელიც, არ უნდა დაგვეკარგა დეჩელიეს და გროსოს ორივეს ერთად ჯობია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.