ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” “იუვეს” მწვრთნელობა დავიმსახურე “

ანტონიო კონტე “ბიანკონერების” რიგებში დაბრუნებით ბედნიერია. საფეხბურთო კარიერაში იტალიელი არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის  შთაგონების საგანი იყო, თუმცა გულშემატკივრებისგან არც მწვრთნელობის დროს გრძნობს ნაკლებ სიყვარულს. კონტეს ინტერვიუს sky sport italia ავრცელებს…

“იუვენტუსის” მწვრთნელობა ამაყ ადამიანად მხდის და დიდი იმედი მაქვს, ახალი თავგადასავლის ახალ სტადიონზე დაწყება ჩვენთვის კარგი ნიშანი გამოდგება. პასუხისმგებლობის არ მეშინია, ფეხბურთელობის დროსაც საკუთარი თავისგან მხოლოდ მაქსიმუმს ვითხოვდი. “ბებერი ქალბატონის” დამრიგებლობა რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მშვენივრად ვაანალიზებ. ”

მიხარია, რომ წარსულში ამ საქმისთვის საჭირო გამოცდილება დავაგროვე და ამით, სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, დავიმსახურე “იუვეს” მწვრთნელობა. აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა, თუმცა უფრო რაღაცის დასაწყისი, ვიდრე ფინიში. ”

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემს მიერ დაანონსებულმა 4-2-4 ტაქტიკამ, სინამდვილეში კი ის მცირედ მოდიფიცირებული 4-4-2 -ია იმ განსხვავებით, რომ მთლიან მოედანს ფარავს. რამდენიმე ინგლისური კლუბი უკვე იყენებს მას.

უკან ზედიზედ ორი მეშვიდე ადგილზე დასრულებული სეზონი მოგვყვება, მაგრამ გვინდა რაიმე სერიოზულს მივაღწიოთ. პრეზიდენტ ანიელისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, ის ჯერ კიდევ ჩემი ფეხბურთელობის დროს მოდიოდა ხოლმე ჩვენს სანახავად, იმავეს ვიტყოდი ბეპე მაროტაზეც. ჯიჯი ბუფონთან და დელ პიეროსთან მუშაობა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. ალექსი და მისი კაპიტნის სამკლაური საკვანძო შტრიხია ჩვენთვის.

ვიცით, რომ წელს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შევქმნათ. მიზნის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა თუ მას ბოლომდე გავიაზრებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

წყარო: football italia

14 thoughts on “კონტე: ” “იუვეს” მწვრთნელობა დავიმსახურე “

  1. უდაოდ დიდი გამოცდილების პატრონია და ამაგი მიუძღვის ბინკონერის წინაშე, მაგრამ “იუვეს მწვრთნელობა დავიმსახურე”-ცოტა არ იყოს ხმამაღალი განცხადებაა, ჯერ საქმე და მერე აღიარება ანტონიო!! :juvee:

  2. ძმებო ვინმემ თუ იცით აჩვენებს გახსნის ცერემონიას ჯიემჯი სპორტი ან ჯიემჯი ფეხბურთი?
    ორი წლისწინანდელ თამაშებს არ ჯობია ეს აჩვენონ ისტორიული მაინცაა იტალიურ ფეხბურთში

  3. მე-7 ადგილზე ორჯერ წარსულში გასვლა არ გაამართლებს კონტეს მე-3 მე-4 ზე რომ გავიდეს… ის რაც იყო იყო… ეხლა უმაღლესი მიზნებია საჭირო…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.