ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” ნოთს ქაუნთი ” ტურინშია …

ტურინის ” იუვენტუსისთვის ” და მისი გულშემატკივრებისთვის , 8 სექტემბერი გახდება ისტორიული თარიღი . ეს საღამო ” ნოთს ქაუნთისთვისაც ” დაუვიწყარი უნდა გახდეს … კლუბისთვის , რომელსაც არაჩვეულებრივი მოგონებები აკავშირებს ტურინთან … ბრიტანულმა კლუბმა , უკვე დღეს მოინახულა არენა , რომელზედაც ხვალ იასპარეზებს . შემდეგ გუნდმა ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე გადაინაცვლა . ვარჯიშს ხელმძღვანელობდა მარტინ ალენი , რომელსაც თვალყურს ადევნებდა კლუბის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი რეი თრიუ . ვინოვოზე ასევე ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც იმყოფებდა , რომელმაც სიმბოლური საჩუქარი გადასცა სტუმრებს . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი : 108 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ” იუვენტუსმა ” და ” ნოთს ქაუნთიმ ” , მაისურები გაუცვალეს ერთმანეთს  .

წყარო : იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

12 thoughts on “” ნოთს ქაუნთი ” ტურინშია …

  1. მესმის რომ დიდი მოგონებები აკავშირებთ ამ კლუბთან,მაგრამ რომელმე გრანდის მოწვევა არ ჯობდა? მაგალითად რეალის, მაგათ სულ ვაბახებთ მაინც :lool:

  2. ხვალ რომელზეა გახსნის თამაში?? ან თვითონ ცერემონიალი რომელზე იწყება??? მადლობა ღმერთს ხვალ თავისუფალი ვარ და დიდი სიამოვნებით ვუყურებ :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.