ლიპი: ” ნოსტალგიას ყოველდღე განვიცდი “
ყურადღების მიღმა არავის დარჩენია, რომ თუ ვინმე “იუვენტუსის” ახალი სტადიონის ინაუგურაციაზე ემოციების მოზღვავებას გრძნობდა, ეს მარჩელო ლიპი იყო. “ბებერი ქალბატონის” ყოფილი დამრიგებელი დღესაც უწინდელი მოგონებებით ცხოვრობს, შავ-თეთრი ფერების ნოსტალგია არ გამქრალა: ” ამ ემოციებს ყოველდღე განვიცდი, ნოსტალგია და მოგონებები არასოდეს მტოვებს. სტადიონი შიგნიდან ვნახე, მაგრამ მისი გარედან ყურება დელე ალპის მახსენებს. როცა საკუთარი თვალით ხედავ მას, ხვდები, რომ ჩვეულებრივ სტადიონს არ უყურებ. “სკუდეტო”? ჩვენ რვა წელიწადში ხუთჯერ მოვიგეთ ის, სტატისტიკა საკმაოდ კარგია, თუმცა შეცდომა არ უნდა დავუშვათ და გამარჯვების საფუძვლად სტადიონი არ უნდა მივიჩნიოთ. მას ურთულესი ოპონენტების მიღება მოუწევს. ” -აცხადებს ლიპი.
მწერლების საყურადღებოდ – ტიპიური მაგალითი რო ჯუვენტუს.რუ -ს არ უნდა ენდოთ. ტიპებს მოგონილი აქვთ ეს სტატია, რასაც ქვია მოგონილი ვიღაც იჯდა და ფიქრობდა რა დავწეროო. ჯერ ხო გოალ.ქომ -ს აქ არასწორად ნათარგმნი, მარა ამათმა ვაფშე ამოატრიალეს და ქართველები იქ ამჯობინებენ ყოფნას ასე რომ ორიგინალი წყარო უნდა ნახოთ ხოლმე ჯუვენტუს.რუ -დან ყოველ შემთხვევაში