ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ახალ არენაზე ანტონიო კონტე პირველი ოფიციალური მატჩისთვის “პარმას” წინააღმდეგ სერიოზულად ემზადება : “ეს მატჩი სხვა მატჩებს არ ჰგავს, ხუთშაბათს საღამოს ემოციებით დავიტვირთე და ვხვდები, რომ კვირასაც იგივე მელის.ჩემთვის ყველაფერი ნათელია.”“იუვენტუსმა” ზაფხულში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სტადიონის გახსნით მატჩში ბებერმა ქალბატონმა “ნოთს ქაუნთისთან” ფრე, 1-1 ითამაშა : “ახლა გუნდი სრულ მზადყოფნაშია.ჩემი ფეხბურთელების სამი მეოთხედი ეროვნულ ნაკრებებში იყო გამოძახებული და სერია A – ს პირველი ტურისთვის სრულმა გუნდმა ვერ ივარჯიშა.ჩემი გუნდი შენების პროცესშია, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იუვენტუსი მინდა ვნახო.სატურნირო ცხრილში იმ პოზიციას დავიკავებთ, როგორც ვითამაშებთ მწვანე მინდორზე.ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და ჩემთვის გამარჯვება აუცილებელია.”
“პარმასთან” შეხვედრა არატრადიციულ დროს, თბილისის დროით 14:30 სთ – ზე დაიწყება : “რთული მეტოქე შეგვხვდა, ბოლო სამი შეხვედრაა ისინი იუვენტუსს დამაჯერებლად ამარცხებენ.ჩვენი მიზანი რევანშის აღებაა.”
სავარაუდოდ, ალესანდრო დელ პიერო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, მირკო ვუჩინიჩი და მილოშ კრასიჩი კი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან : “მატჩი როგორც მინიმუმ 90 წუთი გრძელდება და ცვლილებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს გუნდში არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ, ისინი ხშირად შემოდიან მოედანზე და გუნდის თამაშს საგრძნობლად ცვლიან.მატჩამდე იმ 11 ფეხბურთელს ვირჩევ, რომლებსაც საუკეთესოდ შეუძლიათ ჩემი ტაქტიკისა და ფილოსოფიის გაგება-შესრულება.არ დაგავიწყდეთ, რომ ელჯერო ელიას, მარსელო ესტიგარიბიასა და არტურო ვიდალის თამაშები სულ ორჯერ ვიხილე.შემიძლია გითხრათ, რომ შეტევის ხაზის არჩევა გამოცანად რჩება.დღევანდელი ვარჯიში ბევრ რამეს გაუსვამს ხაზს.”
წელ მაგარი იქნება სერია ა… მაგრამ იმედი მაქვს იუვე N_1 გუნდი იქნება
კონტე მაგარი ხაააააარ!
აუ ამ ლივერპულის ტრუხა ………. ფუუუუუ
http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150362615417154&set=a.10150134640307154.329063.46239387153&type=1&theater
არავინ არ თქვას რო ეს კაცი ვინმეს ჩაგრავს ! ყველას ათამაშებს შეძლების და გვარად… აბსოლიტურად ყველას და დარწმუნებული ვარ მინიმუმ 10 მატჩს მოტასც ჩაატარებს ამ სეზონში !
კატეგორიებში წინასამატჩო სამწუხაროდ ვერ ვნახე