იუვენტუსი – პარმა (წინასამატჩო)
სერია ა, ტური მე -2
დრო: კვირა, 11 სექტემბერი, 14:30 სთ (თბილისის დროით)
ადგილმდებარეობა: “იუვენტუს არენა”
ტურინის ” იუვენტუსისთვის ” სერია ა-ს 2-ე ტურის მატჩი , ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს . ყოველი შემთხვევისთვის , იტალიის 29 გზის ჩემპიონები ამ კუთხით უყურებენ შექმნილ სიტუაციას . სხვათაშორის სწორედ პარმამ დაანგრია ერთ ერთი ეპოქა , რომლის შექმნასაც ბიანკონერი 2010/11 სეზონში ცდილობდა ლუიჯი დელ ნერის ხელმძღვანელობით . მაშინ ტურინელებს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ , მაგრამ 2011 წლის 6 იანვარს გამართული დაპირისპირება კატასტროფული გამოდგა მათთვის . მატჩის დაწყებისთანავე უმძიმესი ტრავმა მიიღო გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ – ფაბიო კუალიარელამ , ხოლო შემდეგ ტურინულ იმედებს ცივი წყალი ბიანკონერის ექს ფეხბურთელებმა სებასტიან ჯიოვინკომ და რაფაელე პალადინომ გადაასხეს .
დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია . გუნდში ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი მოვიდა , რომელმაც დელ ნერის 4-4-2 , გაცილებით აგრესიულ და შემტევ ტაქტიკად გარდაქმნა . თუ ადრე ტურინელებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ გარკვეულ პოზიციებზე , დღეისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას , რადგან მაროტამ საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა , რის შედეგადაც გუნდში მოვიდნენ : ანდრეა პირლო , სტეფან ლიხტშტაინერი , ელჯერო ელია , ემანუელე ჯიაკერინი , მიკელე პაციენცა , არტურო ვიდალი , მარსელო ესტიგარიბია და მირკო ვუჩინიჩი .
ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია რაიმე კონკრეტულ მიზნებზე საუბარი . გუნდი შენების პროცესშია და როგორც ანტონიო კონტე აცხადებს , მცირე დრო აუცილებლად დასჭირდება იმისთვის , რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაითავისონ მისი ტაქტიკური ჩანაფიქრები . მიუხედავად ამისა , გუნდს ამ რესურსით მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის თამამად შეუძლია ბრძოლა . ანდრეა ანიელი , გუნდის პრეზიდენტი , ასევე ფრთხილობს და არ აკეთებს ხმაურიან განცხადებებს , თუმცა აშკარაა , რომ ტურინში ძალზედ წარმატებულ სეზონს ელიან ბებერი ქალბატონისგან . დამატებითი სტიმული კი რა თქმა უნდა იქნება ახალი , სუპერ თანამედროვე არენა , რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხსნა .
შედარებით მოკრძალებულია პარმას წლევანდელი ამბიციები . გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო კოლომბა , მაქსიმალურად შეეცდება , რომ პარმას მთელი სეზონის განმავლობაში არ მოუხდეს ვნებათაღელვა და ცხრილის ფსკერზე ყოფნა . კლუბისგან გაცილებით მშვიდ სეზონს ელიან .
სატრანსფერო ბაზარზე , ყველაზე დიდი თავისტკივილი გუნდს წინა ხაზში ჰქონდა გადასაჭრელი . მას შემდეგ რაც არენდით აყვანილი ამაური , ტურინში დაბრუნდა , გუნდმა სერჟიო ფლოკარი დაიმატა , რადგან ბრაზილო/ იტალიელის სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება , მოკრძალებულ კლუბს ამ ეტაპზე არ შეეძლო .
საინტერესო სტატისტიკა სუფევს ურთიერთ შეხვედრებში . პარმამ ბოლო სამ დაპირისპირებაში , მოგებით დაასრულა უკლებლივ ყველა . აღსანიშნავია , რომ აქედან ორი გასვლაზე ტურინში სტადიო ოლიმპიკოზე . თუმცა , ამ ჯერად ამის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება , რადგან ბიანკონერი ახალ არენაზე ნამდვილად შეეცდება პირველი ოფიციალური შეხვედრის მოგებას .
რაც შეეხება დანაკარგებს . კონტეს განკარგულებაში არ იქნება ვინჩენცო იაკინტა , საეჭვოა ასევე მილოშ კრასიჩის , მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ასპარეზობა . პარმას რიგებში კი მასიმო გობი , რაფაელე პალადინო , ხაიმე ვალდესი და დანილო პერეირა არ იასპარეზებენ .
მთავარი გმირი : ყურადღებით დააკვირდით სებასტიან ჯიოვინკოს . მან უკვე ორ დაპირისპირებაში მოახერხა ბიანკონერისთან თავის გამოჩენა და მაქსიმალურად ეცდება ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს . ფაქტია , რომ ჯიოვინკო ეცდება დაუმტკიცოს ყველას რას წარმოადგენს და თან ახალ არენაზე , ამის ჩინებული შანსი მიეცემა .
ბუფონი
ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-დეჩელიე
კრასიჩი-პირლო-ვიდალი-ელია
მატრი-ვუჩინიჩი
მაგრამ კრასიჩს და მატრის კარგად თუ არ აქვთ მოშუშებული ტრამვა, მაშინ, ელია დადგება კრასიჩის ნაცვლად და იქეთ მარკიზიო, წინ კი დელპო-ვუჩინიჩი იქნება…
ერთი ჯაკერინი და ტონი არ დააყენოს რა!!!
ასე ძლიერ არ დავლოდებივარ იუვეს თამაშს…
კარგი სტარტი გვინდა ბიჭებო….
იუვე უეჩველი იგებს ………………….

იუვეს ფეხბურთელებმა რომ იცოდნენ როგორ ველოდებით და რამდენად აჩქარებული გვაქვს პულსი მინიმუმ ყველამ თითო გოლი მაინც უნდა გაიტანოს
უნდა მოიგოთ უეჭველი

ჩემთვის პარმა იუვეს დაპირისპირება საოცარი რამ არის…
აქეთ იუვე და ჩემი საყვარელი გუნდია, იქით სებასტიან ჯოვინკოოოო
imedia karg sastavs daaayenebs konte
GMG აჩვენებს ხო უეჭველი ? (არ მევასება რა კოპმში ყურება, მითუმეტეს არაბულ ან იტალიურ ენაზე)
au dzma xo ar ici marto gmg chartva tu sheidzleba da rogor? compshi martla dznelia yureba da tamashebis gamotovebac ar minda….
ტარელკა გაქ თუ კაბელური ? თუ ტარელკა მაშინ ვერ ჩართავ (ან ჩართავ მარა მაყუთის გადახდა მოგიწევს) და თუ კაბელური, მოსაძებნია პროსტა, თორე იქნება ისე (მე კაბელური მაქ).. და ახლა თუ ანტენა, მაშინ ვერაფერს იზამ ))
sakabelo rogor unda chavrto xom ar ici?
12 nomeri rato aravis ar aq ?
Eg maningers ar qonda???
დღეს ერთ რამეს არ ვაპატიებ კონტეს, ვიდალის სკამზე დასმას
მარკიზიოს?
აუ ესე მგონია ფინალი იწყებათქო…
როდის მოვა 3ის ნახევარი რა…
ჯიემჯიზე არის თუ იცით???
ki aris da imedia is matxovari bavSvi ar gaitans
calcion.eu/live9.htm
ნახეთ გახსნის გამეურებაა და მერე თამაშიც იქნება
ლინკები არ დადოთ არაა საჭირო ყურება :D
jiemji ar maqvs da rogor?
ბიჭებო საყურებელი ლინკები დაიდება ?
aucileblad. magram ise jiemjic achvenebs
—————————ჯიჯი——————————-
ლიხა————ბონუჩი————–კიელინი———დეჩEლიე—-
პეპე————-ვიდალი————–პირლო———-ელია——-
——————-მატრი———–მირკო———————–
mefe arturo aTamaSos raa.
po moemu
——–
——-ჯიჯი——-
ლიხტო —ბონუ—კიე-ჩელიე
——პირლო–ვიდალ(მარკიზიო)
კრასიჩი ————ელია—
—-ვუჩინიჩი—დელპო(მატრი)—
დღეს სახლში ვარ და თამაშსაც ვუყურებ ძალიან მიხარია რომ ამ დღეს ანუ იუვეს ოფიციალურ თამაშს სახლში ვხვდები ძალიან მაინტერესებს რა ტაქტიკით იასპარეზებს დღეს იუვე და ვინ ეყოლება ძირითადში ჩემი აზრით
მეკარე ბუფონი.
მცველები ლიხშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, დე ჩელიე.
ნახევარ მცველები ჯაკერინი, პირლო, მარკიზიო, ვიდალი.
თავდამსხმელები დელ პიერო, ვუჩინიჩი.
ჯიაკერინის სასტარტოში და ვიდალ-მარკიზიოს, ორივეს მოედანზე გამოვრიცხავ )