ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “კრასიჩი ტურინიდან წასვლას არ აპირებს”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მილოშ კრასიჩის აგენტი, სერბი ფეხბურთელის “ბიანკონერებიდან” წასვლას და კარიერის ინგლისში გაგრძელებას გამორიცხავს : “მილოში ტურინში ბედნიერია და კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, არ ვიცი საიდან ვრცელდება აბსურდული ინფორმაციები.კრასიჩი ფორმაში ახლა დგება და “სიენასთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია, “პარმასთან” მწვრთნელმა მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება მცირე ტრავმის გამო არ გარისკა.” – ციტირებს მარკო ნალეტილიჩის სიტყვებს Football Italia.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

76 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

პეპე ნორმალური ფეხბურელია, კლიენტი ფუტკარივით შრომობს, თან მაგრად უყვარს იუვე, მაგრამ მარტო მაგის იმედზე დარჩენაც არ ღირს, მითუმეტეს ყოველთვის არ გამოსდის თამაში :loool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

კრასიჩი მაგარი ფეხბურთელია. მისი გაშვება არასწორი ნაბიჯი იქნება, მითუმეტეს მაშინ როდესაც ისედაც ცოტა გვყავს ტექნარი ფეხბურთელები. კლიენტი მაგარი დრიბლინგითაც გამოირჩევა

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ხოდა ეგ არის ზუსტად , რომ სკამის იგროკია და არა სასტარტოსი

irina kurcxalidze
12 years ago

რა კრასიჩის წასვლა ჩემს ნედვედს მახსენებს ………………………………………………….

ako mamulashvili
12 years ago

aq exla ra pexburtelebic axsenet yvelaze susti jakerinia da magi iqneba zamenaze elias naxevaric araa tipi )))) :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ეს უბრალოდ ჩვენი სურვილია რო ივეს წარმატებაში პეპემაც შეიტანოს წვლილი, და თუ კონტე გადაწყვიტავს რო პეპე საკამის ღირსია მაშინ რაზეა ლაპარაკი 1 მე ვიტვი რო სწორი გადაწყვეტილებაათქვა, მარა როცა კონტემ პეპე დააყენა სასტავში და გოლიც გაიტანა ამის შემდეგ კიდე პეპეს მინუსების წებნა სწურად არ მიმაჩნია მე და ყველას თავის აზრი აქ

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

1juve

აქ საქმე ბარსას დროა იქით გადავიდეთ მაგაზე არ არის

ჩვენ გულშემატკივრები ვხედავთ რომ ეს არის პეპეს პრიდელი , ჩვენ ნანახი გვაქვს კრასიჩის თამაში და ამ დროს ვიღაცით რომ რატომღაც პეპე ჯობია … და მიდის კრასიჩის დაკნინება . ეს არის და ეს , მეტი არაფერი
თორე ყველა იუვენტინოს დიდ პატივს ვცემ , მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს , რომ მე ობიექტურობას ვკარგავ და ვამბობ რომ თუნდაც მოტა უფრო მაგარია ვიდრე ლიხშტაინერი

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ვიცით რო პეპე უკლასოა, კრასიჩი ჯობია, ჩაწოდება არ იცის, ის გოლიც გაუვარდა მარა, ჩემთვის როგორც ერთ დროს წყალწაღებულ იუვეზე ვიძახოდი რო დღესაც მსოპლიოს 1 გუნდიათქვა და სუსტად იგივენაირად მიყვარდა როგორც დღეს, ისევე ვიტყვი ყოველთვის პეპეზე რადგან როგორც იუვე ავირჩიე საქომაგო გუნდად ისევე ერთერთი არჩევანია პეპეც, ამიტო აქ ბევრია ჩემნაირი და ჩვენგან პეპეს ქება არ უნდა გაგიკირდეს, პეპემ 1 კაი და 10 ცუდი რო გააკეთოს მაინც 1 კაი გვახსოვს
შევც იგივენაირად არ ფიქრობ კლუბთან მიმართებაში? თუ ახლა ბარსას დროა და გადადი ბარსასკენ?

Di Francesco # 1
12 years ago

darja
დელპიერ პადოვაში თამაშობდა, შენ იტყვი რო ახლა იუვეში თამაშობს და იუვეს ლეგენდაა, აბა პეპე სად თამაშობს ახლა პლზენში?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

კაცურად , პეპეში კონკრეტულად მოგწონთ ის რომ მუშაობს მოედანზე თუ თამაშობს ? თამაშს უყურეთ კიდევ ერთხელ და თავად დარწმუნდებით რომ გოლის გარდა , არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ . ფლანგებმა ითამაშეს ძალიან სუსტად . ჯიაკერინიზე გასაგებია , პირველი თამაში იყო , მაგრამ პეპე ასეთია . მუშაობს სტადიონზე , კი არ თამაშობს , მუშაობს მე სამუშაო მანქანა კი არ მინდა მოედანზე , მინდა გუნდი რომელიც თამაშობს ფეხბურთს , მინდა ფეხბურთელები რომლებიც თამაშობენ და არა მუშაობენ . მარკიზიო ავიღოთ – რაბატიაგა მასტია , მაგრამ რა კლასია ხო ხედავთ არა ? დონეა , ტექნიკა ყველაფერი 5- იანზე აქვს . აი პეპე , მუშაობს ,… Read more »

demetre kutalia
12 years ago

პეპე რატომ მიგაჩნიათ ხალხნო დაბალი დონის ფეხბურთელად? სადაც უთამაშნია ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. შეიძლება ტოპ კლასის და კამორანესი ან ნედვედი არაა, მაგრამ კარგი ფეხბურთელი როგორც მინიმუმ არის. დაბალი დონის ფეხბურთელებს კი არ ახასიათებთ როგორც წეი აქტიური თამაში ნებისმიერ მეტოქესთან. პეპე საშუალოზე მაღლა დგას. ალბათ არ არის ძალიან ტექნიკური, არც ისე სწრაფია, თავითაც ვერ თამაშობს, უძლიერესი დარტყმაც არ აქვს, მაგრამ მაინც მაგარია, იმიტომ რომ იტალიელია და იმიტომ რომ უყვარს თავისი გუნდი. შეიძლება პეპემ თამაშში მეტი სარგებელი მოიტანოს ვიდრე რონალდომ. ასე რომ იმის თქმა რომ პეპე პატარა კაცია, მემგონი მაინც არასწორია

Di Francesco # 1
12 years ago

:up:

Di Francesco # 1
12 years ago

ikajuve
მართალი ხარ აქ რო იძახოდნენ პეპემ ვერ გაამართლაო, რა უნდა გაამართლოს, კაცი აკეთებს იმას რაც იცი და შეუძლია და რას ელოდნენ მისგან ვერ ვხვდები
მე უბრალოდ ძალისმიერი ფეხბურთი მომწონს, ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე 100% იხარჯებიან, პირდაპირი გაგებით ბრძოლობენ მოედანზე,და არა ცირკაცობით მოგებული თუნდაც ლიგა
კონტეს 1 ინტერვიუ თუ გახსოვს?

12 years ago

კონტემ თავისი საქმე იცის რათქმაუნდა (ყოველშემტხვევაში იმედი მაქვს), მაგრამ ციგლერის გაშვება (ან თავის დროიზე მოყვანა) არ იყო სწორი… დე ჩელიეს მაგივრად ეხლა ფლანგზე უნდა ითამაშოს ან გროსომ, ან სხვა რგოლში უნდა მოვისაკლისოთ ფეხბურთელი და რატომ? თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სიენას მოვუგებთ სულ რომ არ იყოს მარცხნივ არავინ :-) მაგრამ იგივე გაუგებრობა შესაძლოა უფრო ძლიერ მეტოქესთან თამაშის წინა ტურში მოხდეს და რატომ ვუშვებთ გუნდში ძვლივს მოყვანილ ფეხბურთელებს…მითუმეტეს დღევანდელ იუვეში ის გარემოა, რომ ყველამ საქმით უნდა დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში… და თუ მაინცდამაინც აქცენტი იტალიელებზეა (რასაც მივესალმები) დე ჩელიესთვისაც კარგი იქნებოდა ციგლერთან კონკურენცია და გუნდისთვისაც… და მიდგომაც ხისტია ძაან, შენ არ მჭირდები დაახვიე, ფეხბურთელს… Read more »

mishka berianidze
12 years ago

ჩემი აზრით კონტემ ძირითადში უნდა ათამაშოს პირლო, მარკიზიო, კრასიჩი, ვიდალი და მარცხენა შემტევად ( რონალდინიო ვარიანტში ) ვუჩინიჩი ან მარკიზიო მარცხნივ და შეტევაში ალექსა ოდნავ უკან დახეული ანუ პირლოს წინ და თავდასხმაში მატრი, ვუჩინიჩი ყოველ შემთხვევაში სიენას ნაირ გუნდებთან ეს ტაქტიკა უნდა გამოიყენოს კონტემ.

12 years ago

რომც გაუშვან მილოშა არ შევქმნი ვაი უშველებელს, თუ გაუშვებენ ზნაჩიე ეგრეა საჭირო, კონტეს ვენდობი ბოლომდე

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

მარტალი ხარ, აქამდე სად იყავი? კონტეს ყველა გადაწყვეტილება ჩვენთვის არის ერთადერთი და საუკეთესო.
უნდა იყოს ყოველშემთხვევაში

12 years ago

ხო არა მე ნამდვილად არ სევქმნი ტრაგედიას, შარშან ბევრი თამაში ჩააგდო. გასაგებია რო იუვენტუსი უყვარს. და ამის გამო პატივს ვცემ. მაგრამ შარშან ჩემი იმედები ვერ გაამართლა

12 years ago

პეპემ პარმას გაუტანა შემთხვევით გოლი, მცველს გაუძვრა, წესით და რიგით პასი უნდა დაებრუნებინა დელპიეროზე, ცარიელში იდგა… ისეთი დარტყმები არ გადის როგორც წესი, უბრალოდ გაუმართლა… მიუხედავად იმისა რომ ძლიერად დაარტყა და კარგი გოლი გამოვიდა, ეგეთ მომენტს პეპე ათში ერთს თუ გაიტანს… პეპეს რაც კარგი აქვს არის ის, რომ ბოლომდე იხარჯება, მაგრამ მეტი არ შეუძლია ნამდვილად… უბრალოდ დარბის და თავს არ ზოგავს და ეგაა…ჩაწოდებაც არ უვარგა, დარტყმასთან შედარებით… ამ ბოლოს არც კრასიჩი წყვეტს ვარსკვლავებს და სწორხაზოვნად გაიგდებს ბურთს წინ და მიყვება თუ სივრცე აქვს, თუ სივრცე დაუკეტე მარგი ქმედების კოეფიციენტი არ აქვს საერთოდ… საბოლოო ჯამში დიდად არცერთი ვარგა, ამ ეტაპზე კი პეპე… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

მეზარება თუ არა კიდე ერთხელ ვიტყოდი რისთვისაა პეპე გუნდში და მემგონი ჯობია დავამთავროთ პეპე ლაპარაკი და ვნახოთ რას გააკეთებს კონტე პეპესთან დაკავშირებით

12 years ago

პეპემ შეიძლება გოლი გაიტანა, მაგრამ პარმასთან ძალიან ბევრი ისეთი გადაცემა ვერ დააბრუნა ზუსტად საჯარიმოში რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის პირდაპირი მოვალეობაა… კამორანეზი გახსოვს?
მაგ ამპლუის ფეხბურთელმა მინიმუმ ჩაწოდება ისე უნდა იცოდეს, რომ სამი ჩაწოდებიდან ერთს მაინც საჯარიმოში ახვედრებდეს ბურთს…

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

გეთანხმები მარა დღევანდე იუვეში, პასის პრობლემა არ იქნება, თუნდაც პეპემ 3 ჩაწოდებიდან ვერცერთი ვერ მოახვედროს საჯარიმოში, მე პეპე სულ სხვა მიზნით მგონია რო არის მოედანზე

12 years ago

პეპემ თავის სტილში დაბალ დონეზე ჩაატარა თამაში, კი ბატონი გოლი გაიტანა, მაგრამ ზოგადად ვერ ითამაშა. სე კი რა თქმა უნდა მარჯვნივ უფრო პროდუქტიულია ვიდრე მარცხნივ

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

“თავის სტილში დაბალ დონეზე” კაი იყო :givi:

12 years ago

ჰოო ეგრეა : )) პეპე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება რომელსაც არ შეიძლება რაიმე სასწაული მოთხოვო.. ის თამაშობს საშვალო დონის ფეხბურთს და მეტი უბრალოდ არ შეუძლია

Di Francesco # 1
12 years ago

darja
და რო შევაჯამოთ, ყველა ვაღიარებთ რო პეპემ აშკარად მოუმატა, ეს კრასიჩზეც იმოქმედებს და უფრო გაძლიერდება, მერე პეპე მოუმატებს მთავარია ფეხბურთელები მიხწეულით არ დაკმაყოფილდნენ და ყოველდღიურად იმუშავონ საკუთარ თავებზე საერთო ჯამში ეს იუვესთვის კაია და თუ კრასიჩმა პეპეს აჯობა, მაშინ სულელი უნდა იყო რო თქვა პეპე რატო არ ათამაშაო და პირიQით

Giorgi kasrashvili
12 years ago

სანახაობა ვიცი მე ცირკში :lool:
სიენას დედაც ვატირე მე და კონტეს დაბრუნებისიც, 3 ქულა დადოს. ეგღა მაკლია შარშანდელივით სიენას დონის გუნდებთან ვკარგოთ ქულები…

Di Francesco # 1
12 years ago

ცირკი კაია :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

george
არ გამიკვირდება რო შედეგიანი ფრე გავაგოროთ, კონტეს გამო, კონტემ დაბრუნება არამგონია სიენას განადგურებით აღნიშნოს მემგონი კარგ სანახაობას ანახებენ, იმედია ვცდები

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Gio Darja

:forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

კარგი გვეყო კამათი და ეხლა მომდევნო 3 ტურზე ვიფიქროთ :kiss:
1. სიენა არაა ის გუნდი რომ გასვლაზე მასთან ქულა დავკარგოთ
2. ბოლონია შინ უნდა დავამარცხოთ და
3. შემდეგ კატანიაში ვიბრძოლოთ და უსიკვდილოდ უნდა მოვიგოთ
გამოდის რომ 4დან 4 გამარჯვებით დავუხვდებით მილანს, რომელიც ეხლა ნაპოლში გადის და ბარსასთან დაღლილია…

Di Francesco # 1
12 years ago

darja
4-3-3 რას ნიშნავს თავს ვიტყუებთ? 4-3-3 არს 4 მცველი 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი კვალი მატრი მირკო, რასც კონტე არ გააკეთებს და დარწმუნებულ ვარ აქცენტს ნახევარდაცვაზე გააკეთებს და ბურთის კონტროლზე

Di Francesco # 1
12 years ago

darja
მე დარწმუნებული ვარ რო პეპე უფრო ბევრჯერ იქნება სასტავში ვიდრე კრასიჩი, ამას იმიტო კი არ ვიძახი რო კრასიჩი არ მომწონს და პეპე კი, უბრალოდ მარტივი დაკვირვებით კონტეზე, ყველაფერი ჩემთვი გასაგებია, პეპე სანამ 1 სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს მანამდე მოუწევს კრასიჩს მისი დუბლიორობა, მარკიზიო კიდე 100% სასტავშია და ვიდალის თამაში იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ კონტე პოზიცია შეუცვლის ან უეFამ მეთორმეთე თ დაამატა

Giorgi kasrashvili
12 years ago

ერთიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონტე აქცენტს იტალიელებზე აკეთებს, ბასტოსი დაბრაკა და ჯაკეინი მოიყვანა, ელია კი ბოლოს დავიმატეთ…

აი კრასიჩზე მეტს რომ ვერ ითამაშებს პეპე მაგაში დარწმუნებული ვარ, აგერ ვართ 2ვე და ვნახავთ…
პეპეს ჯაკერინისთანაც მოუწევს ჯახი…
ასევე მარკიზიოსთან, რადგან პირლო-ვიდალი ცენტრში და მარკიზიო მაცხენა ფლანგზე დადგება ესეც შესაძლებელია…
მოკლედ კონტემ იცის თავისი საქმე და ასე უქნია პაციენცა დაუყენებია ძირითადში მთავარია შედეგი იყოს…

Di Francesco # 1
12 years ago

რათქმაუნდა :forza:

| Newsphere by AF themes.
76
0
Would love your thoughts, please comment.x