განსაკუთრებულად მენატრები – დევიდ !
1977 წლის 15 ოქტომბერს დედამიწას კიდევ ერთი ჩვეულებრივი არსება, დევიდ ტრეზეგე მოევლინა.მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ეს პატარა ბიჭუნა იტალიურ მიწაზე ბურთს გააგორებდა და დიადი გუნდის, ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრების გულებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა…
ადამიანი, რომელიც ყველაზე უკეთ თუ არა, არაჩვეულებრივად ასახავს სიტყვებს: “ნამდვილი იუვენტინო”, რადგან ტრეზეგე – ეს “იუვენტუსის” განუყოფელი ნაწილია და “იუვენტუსი” თავად ტრეზეგოლთან ასოცირდება.2003 წლიდან ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ, დელ პიეროც, ნედვედიც და ბუფონიც ჩემი კუმირები არიან, მაგრამ ამ ფრანგი ფეხბურთელის მიმართ რაღაც საოცარ სიყვარულს ვგრძნობ, მის თვალებში ვკითხულობდი როგორ ტკიოდა შავ-თეთრების შავ-თეთრი მომავალი, როგორ წუხდა წარუმატებლობაზე და როგორ ბავშვური სიხარულით აღნიშნავდა “იუვეში” გატანილ თითოეულ გოლს.
2009 წლის 3 სექტემბერს ტრეზეგემ თავად განაცხადა, რომ მისი ბოლო, რიგით მეათე სეზონი საბოლოო აღმოჩნდებოდა “იუვენტუსში” : “სეზონის ბოლოს იუვენტუსს დავტოვებ, ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთდ მივიღე.მართალია, არ ვიცი სად წავალ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას ვისურვებდი, კარიერას ან საფრანგეთში ან არგენტინაში გავაგრძელებ.ხელმძღვანელობას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე”.იმ სეზონში პირველი გოლი ტრეზემ “ლაციოს” გასვლაზე გაუტანა, შემდეგ “ატალანტას” კარიც დალაშქრა და ლეგენდარული ომარ სივორის რეკორდი გაიმეორა, 167 გოლი ბიანკონერის რიგებში.
2009 წლის 8 დეკემბერს “ბავარიასთან” სამარცხვინოდ წაგებულ მატჩში ფრანგმა 168 – ე გოლის გატანა შეძლო და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელი გახდა.სეზონის ბოლოს, ტრეზეგეს 171 გოლი მოუგროვდა და ტურინის “იუვენტუსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა რიგებში მეოთხე პოზიცია გაიმყარა.
იგი წავიდა მაშინ, როცა დრო იყო და ამას თვითონვე მიხვდა, ახლა დრო იყო ყველაფერს წერტილი დასმოდა.ტრეზეგეს სურდა, ძალიან სურდა “იუვენტუსში” დარჩენა, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.2010 წლის 28 დეკემბერს დევიდმა ბებერ ქალბატონთან პროფესიონალური კონტრაქტი გაწყვიტა, დიახ, “იუვენტუსმა” მის სანაცვლოდ 0 თეთრი მიიღო, იგი არ გაუყიდიათ, მან ითამაშა და წავიდა ( ! ).
მიუხედავათ შესანიშნავი შემოთავაზებისა “ლივერპულიდან”, დიდმა ლეგენდამ კარიერა სეგუნდა დივიოზიონიდან გადმობარგებულ “ერკულესში” განაგრძო.რა გასაკვირი იყო, ტრეზემ რაც ითამაშა ყველაზე აქტიური იყო და 1 წლის მანძილზე 31 მატჩში 12 – ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ტრეზეგე იმ ფეხბურთელთა შორის იყო, რომელთაც შეეძლოთ 2006 წელს კარიერა მსოფლიოს წამყვან გრანდებში გაეგრძელებინათ, მაგრამ იუვენტინომ სერია B – ში თამაში არ ითაკილა, ალესთან ერთად იქაც ჩემპიონობა იზეიმა და როგორც ნამდვილი პროფესიონალი, უმაღლეს ჩემპიონატში ბებერ ქალბატონთან ერთად დაბრუნდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ – ფორვარდი, გოლის საოცარი ალღოთი დაჯილდოვებული ტრეზე – Gol და რაც მთავარია, ნამდვილი ბიანკონერო.რა ეპითეტებით შეიძლება შეამკო ადამიანი, რომელმაც 10 წელი გაატარა ტურინში, 245 მატჩი ჩაატარა და 138 გოლს მოუყარა თავი.
ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა ითამაშოს და ვინ რამდენიც არ უნდა გაიტანოს, მას ვერავინ შემიცვლის ! განსაკუთრებულად მენატრები, დევიდ !
ადამიანმა რომელმაც 2000 წელს გაგვამწარა მაგრამ 2006 წელს სიამოვნება მოგვანიჭა. დიდი თავდასხმელი იყო.
ყველა დროის ერთერთი უძლიერესი ცენტრფორვარდი…ის საჯარიმოში მეფე იყო…მადლობა იუვეში გატარებული წლებისთვის………
იუვეს ლეგენდა, უძლიერესი შემსრულებელი, თავით თამაშის დიდოსტატი. პოზიციის შერჩევის პროფესორი, ნახევრად მომენტების რეალიზატორი
მალადეც დარჯა
საგოლ ავტორ მაგარი ხარ

ტრეზეგე გავუშვით და ამაური-იაკინტა მოვიყვანეთ ეეეჰ
შარშან ერკულესის არცერთი თამაში გამომიტოვებია და წელს სად ვიპოვო ემირატების ჩემპიონატი . ძაან მენანება ტრეზეგე ემირატებისთვის , მაგრამ დარწმუნებული ვარ აიკლებს გოლებით იქაურობას და ხშირად აყვირებინებს არაბ კომენტატორებს გაბმულ “ალააააჰ”-ს :-D
უდაოდ ლამაზი სტატიაა, ძლიერი ემოციით დატვირთული-ტრეზეგოლი მართლაც რომ გამორჩეული ფიგურა იყო და იქნება იუვეს ისტორიაში; შესაძლოა სტატიის ავტორის მოსაზრებით ვერავინ შეუცვლის დევიდს-ჩემი მოსაზრებით დრო მიდის და ღირსეული შემცვლელები მოდიან-თავის დროზე სივორი და ბონიპერტი, ჩარლზი და ალტაფინი, ბეტეგა და ბაჯო, შირეა და ჯენტილე, ანასტაზი და ვიალი, პლატინი და დეშამი და ვინ მოთვლის რა დიდი ლეგენდები ჩააანაცვლა ღირსეულმა თაობამ, ამით ძველი კორიფეები დავიწყებას არ მიეცა, მხოლოდ მოხდა ის, რომ ახლებზე გადავერთვეთ, ვინაიდან ამ ეპოქის შვილები ვართ და ამიტომ ტრეზეს შემთხვევაშიც მოვლენ კიდევ უფრო დიადი ვარსკვლავები და თითოეული ჩვენთაგანის გულებს გაათბობენ ერთგულებით, ლაღი თამაშით და ბიანკონერის მომავალი დიდი ისტორიის შექმნით!! კიდევ ერთხელ ხაზგასმით… Read more »
bravo darja magari statiaaa…. aseti fexburtelebi gvchirdeba chven dgeistvis namdvili iuventinoebi da profesionalebi romlebsac xelpasze metad gundi ainteresebt
კარგი სტატიაა Darja… მაგარია ტრეზე…
ერთი ტექნიკური დეტალი, ერთგან წერია ჯამში 171 გოლი, მეორეგან 138 გოლი…
და მერე წაშალე ეს ჩემი კომენტარი ჩასწორებაზე…
არა რა, უბრალოდ არ ვიცი რა დავამატო?
გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს !
ამის გოლი მახსოვს რეალთან რო გაიტანა. მაგარი კაცია კაცი ლეგენდა
ვერავინ ვერ შეძლებს ტრეზეგოლის შეცვლას
იმედი მაქვს მატრი ნაწილობრივ შეძლებს ამის გაკეთებას

ტრეზეგეს გოლის გატანა ერჩივნა ფულის კეთებას.

ამაურის ფულის კეთება ურჩევნია გოლის გატანას
ე, რა ფეხბურთელები გვყავდა. დღეს ეგეთი ფეხბურთელები აღარ არიან, ფულის მონები,
p.s. ყველაზე არ ვსაუბრობ, უმეტესობაზე
ეჰჰჰ ძველი იუვეეეეე :(( ნედვედი მენატრებააა
რა კაცი. მეც მაგრად მენატრება. იუვეს ისტორიაში ყველაზე მაგარი ცენტრ-ფორვარდი. ჯიგარი ხარ ამ სტატიის დადებისთვის, ძველი იუვენტუსი გამახსენე
მართლაც გამორჩეულო ფეხბურთელია :)))
ყოჩაღ !!! ძალიან კარგი, ძალიან ემოციური სტატიაა, რომლის მთავარი გმირი არის დევიდი და ყველაფერი ნათქვამია
ტრეზეგოლ იუ არ ბესთ !
