კოლომბა: ” პირლო “იუვეში” ბრწყინავს “
“პარმას” მთავარი მწვრთნელი ფრანკო კოლომბა ანდრეა პირლოს “ბარსელონაში” თამაშის ღირს ერთადერთ იტალიელ ფეხბურთელად მიიჩნევს. როგორც ჩანს, გასულ ტურში ნახევარმცველის თამაშმა კოლომბაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა: ” პირლოს თამაშის ხარისხი სეზონიდან სეზონამდე უმჯობესდება. ვფიქრობ, ანდრეა ერთადერთი იტალიელია, ვინც “ბარსაში” იმსახურებს თამაშს, ერთადერთია, ვინც მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთ არაზუსტ გადაცემას თუ გააკეთებს. ტურინში პირლო უბრალოდ ბრწყინავს. ” -შეგახსენებთ, ლეგენდარული იტალიელი “იუვენტუსის” რიგებში გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
წყარო: football italia
მილანმა და ნაპოლიმ იტალიურ ფეხბურთს უდიდესი სამსახური გაუწიეს ლიგის პირველ ტურში.. იგივე ბარსასთან გასვლაზე ფრე და სიტისთან ნაპოლის არ წაგება იმაზე მეტყველებს რო სერია A მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია.. სხვა ნებისმიერი ჩემპიონატის ნებისმიერი გუნდები დამარცხდებოდნენ ამ ეტაპზე სიტისთან და ბარსელონასთან.
პირლო რომ ყოფილიყო ხავის ნაცვლად, მაშინ გენახათ ბარსა… ხავის კარში დამიზნებული არ მახსოვს მე….
თუ გინდა დელ პიერო აიღე მაშინ რეალს ისეთი ბურთი აჭამა ერთი ოქროს ბურთი მარტო იმაში ეკუთვნის
მაგ განცხადებით ალბათ კოლომბამ მილანს წაკბინა… ბარსაც და პირლოც ერთი სიტყვით შეახსენა… ;)
ნუ ბარსა დღეს ის გუნდია, ვისაც თამაშის ხარისხიც გააჩნია და შედეგიც… კნუ გვინდა თუ არ გვინდა – ფაქტი ასეთია… თუმცა კოლომბას განცხადება პირლოზე და ბარსაზე უადგილოა ნამდვილად… მილანს რაც შეეხება შედეგზე ითამაშა ალბათ და გამოუვიდა, თუმცა ბარსა ნებისმიერ დროს მოუმატებდა მაგ თამაშზე… ინტერს რაც შეეხება ეგ გუნდად არასოდეს მიმაჩნდა და უბრალოდ სარგებლობდა იტალიაში შექმნილი არეულობით… თუმცა მაურინიოს დროინდელი გუნდი ძლიერი იყო… PS. გარდა იმისა, რომ იტალიური გუნდები არიან, მილანი, ინტერი და ნაპოლი, რაც უფრო შორს გავლენ ლიგაზე,მით უკეთესი იუვესთვის… წელს ჩვენ მარტო სერია ა-ს ვთამაშობთ და სკუდეტოზე მთავარი კონკურენტები რაც მეტად დაიღლებიან, მით უკეთესი ჩვენთვის სეზონის ბოლოსკენ… ლაციომ და უდინეზემაც… Read more »
რანაირი კუში მესცეს მილანს ტო პროსტა მაგაზე გავცოფდი ისეთი კუში მისცეს გეგონება ბარსა ხეტაფეს ეთამაშებაო ფუუუუ
ნაპოლიმაც ხო გაუჩალიჩა სიტის!!!! უდინეზემ და ლაციომაც რო მოინდომონ და ფეხებზე არ დაიკიდონ უეფას თასზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ!!! არც მე მეხატება გულზე ინტერი მაგრამ იტალიას ისე აქ დავარდნილი რეიტინგი და ისე არიან წაბლატავებულები სხვა ქვეყნის გუნდები რო გვევასება არ გვევასება იტალიურ გუნდებს უნდა ვუბალეშიკოთ!!!!!!!! იტალიის ჩემპიონატზე და ინგლისზე მაგარი ჩემპიონატის დედაც !
ინგლისის ჩემპიონატში ხალხს რა მოსწონს ვერ ვხვდები 20 წელია რაც ინგლისელი მწვრთნელი ჩემპიონი არ გამხდარა ბომბარდირებიც სხვა ქვეყნიდან არიან მეკარეები ხომ საერთოდ არ ყავთ ლეგიონერები ქაჩავენ უბრალოდ სახელი ინგლისის პრემიერ ლიგა ჰქვია.
არ გახადეს ეს ბარსა ამომავალი წერტილი, მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა ინტერმაც გაუკეთა და ახლა მილანმაც და იმედია სანსიროზე მაგრად მოუგებს
ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ ისეთი გულშემატკივარი როგორიც იუვეს ყავს არავის ეყოლება
იუვე ფანები სამრავლით ყოველთვის გამოირჩეოდნენ და არა მარტო იტალიაში, ერთერთი ყველაზე დიდი ფანკლუბი ყავდა, ყავს ახლაც, ამ ცუდ დროებაში და ყოველთვის ეყოლება.
ბარსას ფანების სიმრავლე კი მისი ბოლე წლებში აყვავებით მატულობს და თუ მოუკლო ისევე მალე შემცირდება როგორც გაიზარდა, ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს
ეს ჩემი პირადია აზრი, 2003 წლის იუვე დღევანდელ ბარსას წირვას გამოუყვანდა, აიღეთ ცალკეული პოზიციები და შეადარეთმ,
გასაგებია მესის დონის არ გვყოლია არავინ, მაგრამ მარტო მესიც ვერაფერს გააკეთებს და ამის ნათელი მაგალითი მისი არგენტინის ნაკრებში ასპარეზობაა
რატომ არ გვყავდა მესის დონის ალექსას დონემდე რომ მივიდეს კიდევ 10 წელი უნდა ითამაშოს ჩემი აზრით ნედვედის დონემდეც არ არის ჯერ მისული.
მე არ გავრისკე მაგის თქმა,
ვიფიქრე მიკერძოებაში არ დამდონ ბრალიო
ჩემთვის დელპო, ნედვედის, ტრეზეგეს, ბოფუნის მჯობნი არავინ არის
მიკერძოებაში არანაირად არ ჩაგეთვლებოდა თან თუ კარგად გაიხსენებ ნედვედს მაშინ კონკურენციას ვინები უწევდნენ ოქროს ბურთის მოპოვებაში დარწმუნდები რომ კლასით უფრო მაღლა დგას მესის კონკურენტები ხავი, ინიესტა, რონალდუ, კაკა.
ნედვედის კონკურენტები კი ფიგუ, ზიდანი, შევჩენკო, ანრი, ტოტი, ბუფონი, რონალდო, რაული.
ეხლა კი თავად განსაზღვრე რითი ჯობია ნედვედს მესი.
ადრეც ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ ბარსას გაჩერება მხოლოდ მილანს შეუძლია და ეს გააკეთა კიდეც ეხლა არავინ თქვას რომ ტიაგოს გაუვარდა, ბურთის ფლობა 65-35 იყოო და ასე შემდეგ მილანს ყავს გუნდი რომელიც შეუძლია ნებისმიერი თამაშის მოგება ასეთი გუნდები იყო და არის სულ 3 იუვე, მილანი, ბაიერნი არ იცი თუ რას დაგიპირისპირებს ყველანაირად შეეცდებიან რო თამაში მოკლან და კარში არ დაგარტყმევინონ
მე მჯერა რომ იუვეს შესწევს ძალა რომ ბარსას ტოლსწორად ეპაექროს ძლიერ გუნდებთან ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და იმიტომაც არის რომ ყველა გრანდთან დადებითი ბალანსი აქვს.
დამღალა ბარსელონამ მინდა რო ყველა ხელი წააგოს

აუ გუშინ ინტერმა შეარცხვინა იტალია ფუუუ ვისთან ტო პაცინიმ კიდე რა ბურთი ვერ შეაგდო
რაზე?
თვითონ ინტერია იტალიის სირცხვილი და ამ ქვეყანასთან საერთო არ აქვთ))
ნაღდად რომ იტალიის სირცხვილია
ყველა იტალიურ გუნდს ვქომაგობ ინტერის გარდა,
ერთადერთხელ მონდოდა რომ მოეგო და ეს ბაიერნთან ფინალი იყო, ესეც იმიტომ რომ იტალიას ადგილები არ დაკლებოდა
ესპანეთში ბარსა ის გუნდია, ვისი თამაშიც აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ბარსას ჰეგემონია ნე-ნელა დასასრულს უახლოვდება, ამ გუნდის ფილოსოფია იფერფლება “შაგრენის ტყავივით” და მალე დამთავრდება; პირლო თამაშობს იმ დიად გუნდში ვინც სწორად დააფასა მისი ნიჭი და გაბრწყინების რეალური ფონი შეუქმნა; ვფიქრობ ესეთი კომენტარი ღრმადპატივცემული კოლომბას მხრიდან ფრიად უადგილოა -პარმას მიხედოს ის აჯობებს!!
არცერთი ვიქტორ ვალდესი და დანი ალვეში არ არის იმის ღირსი , რო თამაშობდეს “ნამდვილი იტალიელი ფეხბურთელის” გვერდით
რატო ატოკებთ ესე ამ ბარსაზე ?
რა შუაშია ბარსაში იმსახურებს თამაშსო.. ამასაც ბევრი პატარა ახლადგამოჩეკილ ბარსას ფანივით აკანკალებს მაგ გუნდზე.
მე კი ასე ვიტყვი – პირლო ნამდვილად ის ფეხბურთელია ვინც თავისი გენიალური თამაშით იუვენტუსში იმსახურებს ადგილს!!!