ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი კრიტიკოსებს პასუხობს

“პარმას” წინააღმდეგ არც ისე წარმატებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, კრიტიკოსებმა ვუჩინიჩის სათამაშო უნარების დაკნინება განაგრძეს და ამჯერად განაცხადეს, ვუჩინიჩის, როგორც ცენტრალური ფორვარდის რესურსები ამოწურულიაო. კრიტიკოსებს თავად ფეხბურთელი პასუხობს: ” ბევრი მეუბნება, მხოლოდ რთული ბურთების გატანა შეგიძლიაო, თუმცა ამას არ ვეთანხმები. არ ვიცი ამას რატომ ამბობენ, არც იმის მესმის, როცა წერენ, თითქოს მოედანზე კონცენტრირებული არ ვიყო. მოედანზეც იგივე ვარ, რაც აქ. რაც შეეხება რთულ გოლებს, მე პირიქით, მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლების გატანა მიყვარს, არა ისეთის, როგორიც “ბერლუსკონის თასზე” “მილანს” გავუტანე, ის მხოლოდ პრესტიჟისა იყო. კონტე? მისი გავლენა გუნდზე კარგად ისახება. ის ახალგაზრდა მწვრთნელთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც იციან, რა უნდათ და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვენ. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიენასთან” შეხვედრაში კონტე ძირითად შემადგენლობაში სწორედ ვუჩინიჩის დაყენებას აპირებს.

წყარო: football italia

15 thoughts on “ვუჩინიჩი კრიტიკოსებს პასუხობს

  1. კი კაი ხარ მირკო მაგრამ წინა წელს რაც რომაში მაზე :lool: მართალია კრიტიკოსები მე მირკო მოდუნებული მეჩვეწნება. პარმასთან ისე გოიმივით აახიეს ბურთი რო ნერვები მომეშალა არადა გოლის გატანა შეიზლებოდა.
    იმედია ჩადგება ფორმაში

    ეჰ აგუერო :no

  2. ეხლა მაგათ უნდათ როგორც შარშან კრასიჩი დაგვითრგუნეს ისე უნდათ მირკოსაც რომ უყონ, მაგრამ ვერ მივართვი

  3. აუ კარგით რაა, რა უნარების დაწუნება დაუწყეს.. მირკოს ადგილზე ვიყო ყველა გატანილ გოლს და ყველა ფინტს მაგ კრიტიკოსებს მივუძღვნიდი :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.