ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “იუვენტუსში” არაერთი ჩემპიონი ირიცხება”

გასულ “უიკ ენდზე” მიღწეული გამარჯვების შემდეგ , ” იუვენტუსმა ” პირველი სამი ქულა მოიპოვა ახალ სეზონში , ხოლო კლაუდიო მარკიზიომ მორიგი  ულამაზესი გოლი გაიტანა : ” სიმართლე გითხრათ , კმაყოფილი ვიქნები თუ ჩვეულებრივ ბურთებსაც გავიტან ხოლმე “ –  ამბობს ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი Sky – სთან საუბარში . ” უმთავრესი  შედეგი იყო, რომელსაც მივაღწიეთ კიდევაც . ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ანდრეას , მისმა გენიალურმა გადაცემამ საშუალება მომცა მშვენიერი ბურთი გამეტანა . მეორე ნახევარში , მწვრთნელმა მეც და ვიდალსაც შეტევაში აქტიური ჩართვებისკენ მოგვიწოდა . შედეგად, სწორედ ამიტომაც აღვმოჩნდი ფორვარდის პოზიციაზე გოლის ეპიზოდში “ .

” წინასასეზონო მზადების პერიოდში , ჩვენზე იძახდნენ , რომ ჯერ არ ვიყავით ბოლომდე მზად ახალი სეზონისთვის . თუმცა , ბრანდონეკიაში , ამერიკიის შეერთებულ შტატებში და ვინოვოზე გამართულმა მუხლჩაუხრელმა მუშაობამ დადებითი შედეგი მოგვიტანა ” .

” იუვენტუსის ” ასპარეზობაზე , ყველაფერთან ერთად ანდრეა პირლოს გუნდში ჩარიცხვამაც იმოქმედა : ” ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით მიწევს ასპარეზობა . ჯერ კიდევ ნაკრებიდან ვიცნობდი ანდრეას , თუმცა, ტურინში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა . ვფიქრობ , არ ღირს ბევრი სიტყვების დახარჯვა მის მიმართ , ჩვენ ისედაც კარგად გვესმის თუ რა მასშტაბის ფეხბურთელია პირლო . ის ჩემპიონია და საბედნიეროდ , ჩვენს შემადგენლობაში კიდევ არაერთი ასეთი მოთამაშე ირიცხება ” .

ანტონიო კონტეს ახალ ტაქტიკურ სქემაში , მარკიზიოს ექნება საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები : ” არაერთხელ მითქვამს , რომ ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი ვარ , თუმცა ისიც დამიმატებია , რომ ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ასპარეზობა . თუმცა , მიხარია რომ მწვრთნელმა თავიდანვე იმ პოზიციაზე განმამწესა , სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ ” .

” კონტე ? არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს , რომლის გადმოცემასაც ჩვენთვის ცდილობს . კვირას გამართული მატჩის შემდეგ , ის საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა გასახდელში , რადგან ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით . საკმაოდ ხარისხიანი ტაქტიკური  სტილის პროპაგანდას ეწევა , ცდილობს გუნდში შეინარჩუნოს კონცენტრაცია და ერთიანობა . ამ ხნის პერიოდში , სწორედ ის ადამიანი გვესაჭიროებოდა ვინც ფსიქოლოგიურ მუხტს შეგვმატებდა , ეხლა კი უკვე თავად ფეხბურთელებმა უნდა ვაჩვენოთ მოედანზე რისი ძალა შეგვწევს . სწორედ “სიენას” დონის გუნდებთან უნდა ვითამაშოთ წარმატებულად , რომ შევინარჩუნოთ სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური ჩემპიონატის დასრულებამდე . უშუალოდ მატჩს რაც შეეხება , “სიენა” საკუთარ მოედანზე პირველივე წუთებიდან აგრესიულად დაიწყებს ასპარეზობას , პლიუს გულშემატკივრებიც მათთან ერთად იქნებიან , მაგრამ ჩვენის მხრივ , ისევე როგორც პარმასთან დაპირისპირებაში , პირველივე წუთებიდან უნდა ავიღოთ თამაშის სადავეები ხელში ” .

” გასულ ორ სეზონს უნდა გადავავლებთ თვალს , საკმაოდ ბევრი ადამიანი იფიქრებს , რომ პ”არმასთან” მიღწეული გამარჯვება , უბრალოდ დროებითი გამონათება იყო გუნდისთვის , რადგან არც შარშან დაგვიწყია ცუდად , თუმცა დასასრული კატასტროფული გამოდგა . მაგრამ ახლა კონკრეტულად ერთ ჩემპიონატზე ვფიქრობთ და მთელი კვირა გვექნება მატჩიდან მატჩამდე მოსამზამდებლად , ეს კი ფსიქოლოგიური კუთხით ძალზე ადვილია ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

gio_juventino

ჩემნაირი ბავშვი იყო და ჩემნაირად გესმოდეს ფეხბურთი ;)

Gio Darja
12 years ago

მეკარე ადლერი კაპიტანი გუნდის ლიდერი, ტრანკილო ბარნეტა, ბალაკი, კისლინგი რომელმაც 21 გოლი გაიტანა, ვიდალი რა თქმა უნდა – ეს კიდე ამბობს მარტო გაიყვანა მეორეზე ვიდალმაო, ჯერ ერთი რამდენად არ უნდა იცოდე ფეხბურთი რომ ამბობდე ერთმა ფეხბურთელმა გუნდი სადმე გაიყვანაო :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

ბალაკი და დერდიოკი იყვნენ საუკეთესოები ვიდალიც

Gio Darja
12 years ago

gio_juventino

1 წლის წინ გახდი შენ იუვენტუსის ფანი გეტყობა, მარკიზიოს ლიგაზე არ აქვს ნათამაშევი ? ცოტა ლოგიკურად იმსჯელე, უაზრობებს რომ აფრქვევ..მარტო ვიდალს არ გაუყვანია მეორეზე გუნდი, თან ვიდალი შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა ლევერკუზენში, იქ ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი იყო არ მახსოვს რა ქვია..

12 years ago
Reply to  Gio Darja

კი იტამაშა ლიგაზე მარკიზიომ და გაგვიდეს კიდეც 1-4 . მაგ წელს დაგვეწყო კრიზისი. მერე მეორე მე ერთი წლის წინ არ გავხდი იუვეს ფანი 6 წლის წინ გავხდი და ერტხელ ვტქვი და კიდევ გავიმეორებ რომ შენ ჩემზე უფროსი ხარ 1 წლით და არ გინდა ეს ბავშვობაზე ლაპარაკი როცა თვთონაც ბავშვი ხარ.

12 years ago

სხვათა შორის მარკიზიო რაც მოვიდა ლიგა არ გვღირსებია. იძახით მარტო გოლებიტ ნუ არჩევო და დაცვაში მაგარია მარკიზიო??? :lool:
მარკიზიო არ მყავდეს მხეცი ჩამშლელი რაა.
მარკიზიო რო ვიდალს ჯობდეს იუვენტუსს მინიმუმ მეორე ადგილზე გაიყვანდა რაც ვიდალმა გააკეთა.
26 წლის ხვადაგი ჯერ კიდევ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და რომას გარდა არავის მოუთხოვია. მარკიზიოს პოზიციის არავინ მოსულა წესიერი და ვინ ამოაგდებდა??

Gio Darja
12 years ago

რა თქმა უნდა ვიდალი არ მოგწონდეს რა ვიცი თამაშს ყურებით უნდა უყურებდე, იგივე მარკიზიოზე, რა ვიცი უდიდეს როლს ასრულებს იუვეს თამაშში კლაუდიო უკვე ბოლო რამდენი წელია..ამის სკამზე დამჯენი ფეხბურთელი არც აკვილანი გამოდგა არც არავინ, თან მწვრთნელებიც 100 % – ით ენდობიან, კონტე არ დააჯენს სკამზე, ისეთ სქემას ითამაშებს, რომელშიც კლაუდიოც და არტურიც სასტავში იქნებიან..

Di Francesco # 1
12 years ago

არა ვიდალი მეც მაგრად მომწონს მარა თუ ასე დადგა საკითხი ან მარკიზიო ან მაგარ ფორმაში მყოფი ვიდალი, მე მაინც მარკიზიოს ვარჩევ იმიტორო იუვემ თავის გაზრდილი უნდა დააფასოს მითუმეტეს როცა მარკიზიოც ხელს გიწყობს, მარკიზიო უეჭველი სასტავში იქნება ცენტრში და დარწმუნებული ვარ კონტე ვიდალსაც მოუძებნის ადგილს სასტავში

Gio Darja
12 years ago

1juve

არა ეგრე არაა, უბრალოდ მარკიზიო არ ევასება აზრზე არაო საერთოდ სკამს უნდა ათბობდესო :lool: ნულიაო ტიპი ხო აზრზე ხარ ტაქტიკური ფეხბურთის აზრზე რო არ არიან და მარტო გოლებს რომ აქცევენ ყურადღებას :blin:

ეს ვიდალიც გუშინ მოვიდა იუვეში კი უჯიგრესია, ძალიან მაგარი მომავალი აქვს მაგრამ ჯერ იმდენი არ გაუკეთებია იუვესთვის რამდენიც მარკიზიომ გააკეთა, სულ მალე მარკიზიო – ვიდალი მსოფლიოში გამორჩეული წყვილი იქნება..კლაუდიო მხეცია, ვიდალიც მხეცია, ვერცერთს ვერ ამჯობინებ

Gio Darja
12 years ago

gio_juventino

რამდენად აზრზე არ ხარ ტეხავს :lool: :loool: ზამეკანიაა აქ ხალხს თვალში 12 წლის ბავშვები :blin:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Gio Darja

არა თვითონაც იცის რო მარკიზიო მაგარია, უბრალოდ ვიდალი იმდენად მოწონს, მარკიზიოს ლანძღვასაც “კადრ
gio-juventini
კაი რო ვიდალი ასე მოგწონს, მარა ეს არ ნიშნავს რო მარკიზიო უვარგისია, მითუმეტეს როცა კონტესაც მარკიზიო ურჩევნია

12 years ago

mainc qlibi xar. nu vidali gjobia raa

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

:kenwvla: :achuu:

d a v i d
12 years ago

:davliot:

Di Francesco # 1
12 years ago

ერთერთი ჩემპიონი შენ ხარ :italy:

Gio Darja
12 years ago

ყველაზე მაგარი ბიანკონერო :love: მაგრაად მიყვაარს კლაუდიო :up:

lasha naxucrishvili
12 years ago

ყველაზე უცნაური ფეხბურთელი იუვეში ეს არის :)
იშვიათად გაიტანს მაგრამ ძააან მაგარს :forza:
წინა წელს არცისეთი კაი იყო წელს მგონი ფორმაშია :forza:

G M
G M
12 years ago

:juvee: უმაგრესი კაცია ეს მიყვარს ძაან :love:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x