ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

გასული ორი კვირა ბიანკონერებისთვის განსაკუთრებული იყო.8 სექტემბერს ახალი სტადიონის გახსნა, 11 სექტემბერს “პარმასთან” აღებული პირველი ქულები, წინ კი სამი უმნიშვნელივანესი მატჩია.ტურინელებს უახლოეს 10 დღეში “სიენას”, “ბოლონიასა” და “კატანიას” ბარიერების დაძლევა მოუწევთ.სიენაში გამგზავრებამდე ანტონიო კონტემ ვინოვოს პრესცენტრში წინასამატჩო პრესკომფერენცია გამართა.

“გასული დღეები ჩემთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, შემდეგ სტადიონის გახსნა, პირველი მოგებული მატჩი და ახლა, წინ სიენაში”. გასული სეზონი ანტონიო კონტესთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რამეთუ იტალიელმა სპეციალისტმა სწორედ “სიენაში” იმუშავა და გუნდი სერია A – ში დააბრუნა.”ამ კლუბში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული რამაა, რამოდენიმე თვის წინ გულშემატკივრებთან ერთად ქალაქში ჩემპიონობას ვზემობდი.ახლა კი ამ კლუბის წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა.მე და ჩემს ოჯახს ამ ქალაქთან დიდი მოგონებები გვაკავშირებს.იენაში დიდი გამოცდილება მივიღე, ჯერ დე კანიოს ასისტენტად ვმუშაობდი, შემდეგ კი მწვრთნელი გავხდი.გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთირთობა მქონდა, მინდა მათ, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, მათ მომცეს ნება იუვეში წავსულიყავი, მიუხედავათ იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ მაკავშირებდა.ბარიში მშვენიერი პერიოდი გავატარე, მაგრამ სიენაში როგორც მწვრთნელი, გავიზარდე.მართალია, მოწინააღმდეგის რანგში ვბრუნდები, მაგრამ გამარჯვება მსურს.ამ შემთხვევაში სიენას ტიფოზებს ვერაფერს შევპირდები, სხვა პერიოდში ისინი ჩემს გულში იმყოფებიან.

გასულ კვირას ტურინის “იუვენტუსმა” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და “პარმა” დამაჯერებლად, 4-1 დაამარცხა.შეხვედრა ბიანკონერების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ განსაკუთრებულად აღსანიშნავია გუნდის ახალწვეულების კარგი თამაში.ლიხშტაინერმა და ვიდალმა მეტოქის კარი დალაშქრეს, ანდრეა პირლომ კი თანაგუნდელები საოცარი საგოლე გადაცემებით მოამარაგა : “პარმასთან გამარჯვება იყო საწყისი იმ გუნდისა, რომლის შენებაც დავიწყეთ.ვარჯიშები მონდომებით და დაუღლელად გრძელდება.წარსულს უნდა ჩაბარდეს ის სეზონები, რომელშიც გუნდი მეშვიდე პოზიციაზე გადიოდა, იუვენტუსი ახალ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს და მიაღწიოს იმ მწვერვალებს, რომლებსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.გუნდის მატჩისადმი დამოკიდებულება არ იცვლება, მიუხედავათ იმისა სახლში ვთამაშობთ თუ სტუმრად.მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ და ნებისმიერ მეტოქესთან კარგ თამაშს ვაპირებთ.მოედანზე იმ შემადგენლობას გამოვიყვან, რომელსაც მეტად ვენდობი.დელ პიერომ მიკრო ტრავმა მიიღო, მაგრამ სერიოზული არაფერია.გროსო ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია კლუბს ბევრი რამ მისცეს.ფაბიო საოცარი გამოცდილების მქონე მოთამაშეა, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მზადაა, მოედანზე ნებისმიერ დროს გამოვიდეს.მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დიდი პოტენციალი აქვს.ითამაშებს თუ არა ? – კიელინის ფლანგზე გადაყვანა არ მსურს, იგი ცენტრში მეტად პროდუქტიულია.“ელია და ესტიგარიბია მთელი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.მათი ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია, თუმცა ეს უმნიშვნელოა და დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება.ორივე მათგანი თამაშის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, მაგრამ არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ისინი ხვალ.”

“პარმასთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ.ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგას ვადევნე თვალი, სამწუხაროდ, მხოლოდ ტელეტრანსლაციებით მომიწია დაკმაყოფილება.მილანმა და ნაპოლიმ უბრალოდ გამაოცეს, როსონერიმ ფრედ ითამაშა ბარსელონაში, ნეაპოლელებმა კი მანჩესტერიდან ქულა წამოიღეს.ინტერი ? – მიუხედავათ ჩავარდნისა, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.არ დაგვავიწყდეს გასული წლები, ორი წელია მეშვიდე პოზიციაზე ვამთავრებთ, ამას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, ახლა კი მჯერა, რადგან ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იუვენტუსს სერიოზული გამარჯვებები მოუტანონ.

წყარო : Juventus.com


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მიდი კონტე :love: ეხლა ის პერიოდია რო მაქსიმუმის აღება შეგიძლია.. მუდმივ პრესში ამყოფე ბიჭები. აუცილებელია ამ პერიოდის წარმატებით გავლა

shot10
12 years ago

დღეს სამი ქულა მაგრად გვინდა! (“გვინდა” რა, გვჭირდება!) იმიტომ რომ, ან მილანი დაკარგავს ქულებს ან ნაპოლი. “პახოდუ” ინტარი : რომას თამაშიც არის.

ცხრილის სათავეში უნდა გავმყარდეთ!

ako mamulashvili
12 years ago

წელს მატრი ან ფაბიო იქნება ბომბარდირი ))) :juvee: :juvee:

NEDVEDA11..
12 years ago

მართალია ეს კაცი.. ენის ბარიერი რო ახსენა..
მგონია,რომ მაინც სკამზე დატოვებს ამ თამაშში და ძირითადში ვიდალი და კრასიჩი იქნება :forza:

tsotne tsertsvadze
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ისე პეპეს მიმართ უსამართლობა იქნება კარგად იასპარეზა ჯობია პეპე დააყენოს : ))

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ხვალ ნაპოლი გააანადგურებს მილანს რამდენი ფეხბურთელი აკლია მილანს დაერხათ

NEDVEDA11..
12 years ago

Xval vfiqrob verc INTERi da Milani ver moigeben…

amito chveni mogeba seriozuli ganacxadi iqneba )) :juvee:

Giorgi kasrashvili
12 years ago

და კიდევ, სიენასთან მეგობრობა დაივიწყე კონტე და 3 ქულა აიღე… საბრძოლო შემადგენლობა დააყენე.
ვიდალი-ვუჩინიჩი-კრასიჩი ძირითადში

Giorgi kasrashvili
12 years ago

იანვრის ტანსფერები უნდა გამოვიყენოთ, მარცხენა მცველი გვჭირდება, ყოფილიყო ეხლა ციგლერი პრობლემა არ გვექნებოდა…
არაუშავს გავძლებთ იანვრამდე…

nika gergedava
12 years ago

მართალია ეს კაცი, დაამუღამონ ჯერ იტალიური და მერე შემოიყვანს :) იმენა მაგარი მწვრთნელია კოჭებშივე ეტყობა :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

ამან თუ გროსო ჩააყენა ფორმაში ჯადოქარი ყოფილა, შარშან საზიზღრად ითამაშა და მე დიდად მისი გამოსწორების არ მჯერა, მარა კონტეს იმედიც მაქ.
დღევანდელ იუვეში მართლა ბევრი ჩემპიონია მწვრთვნელიან ფეხბურთელებიანად, ამიტო მგონია რო სკუდეტოს მოვიგებთ, და ყველა კონტეზე ილაპარაკებს და არა მაურინიოზე :italy:

lasha naxucrishvili
12 years ago

საკაიფოდ თუ ამოიტენება სიენა შემოიყვანე რა
ელია ან ესტიგარიბია :forza:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x