“სიენა” – “იუვენტუსი” ( პირდაპირი ტრანსლიაცია )
სერია A, ტური 3
დრო : კვირა, 18 სექტემბერი, 17:00 სთ ( თბილისის დროით )
ადგილმდებარეობა : “არტემიო ფრანკი”, სიენა ( 15 373 )
“სიენა”
- სერია B – ს გასულ სეზონში, “არტემიო ფრანკიზე” “სიენამ” 45 გოლის გატანა შეძლო
- ბოლო მატჩი ტასკანიელთა და ტურინელთა შორის ფრედ, 3-3 დასრულდა, 2009/10 სეზონში.
- სერია A – ში დაბრუნება “სიენამ” ქულით აღნიშნა, 0-0 “კატანიასთან”
- ბოლო 6 შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “სიენამ” “იუვენტუსს” მხოლოდ 1 გოლი გაუტანა
“იუვენტუსი”
- “იუვენტუსმა” სერია A – ს პირველ ტურში “პარმა” საკუთარ მოედანზე 4-1 დაამარცხა.
- ბოლო 12 შეხვედრიდან “სიენას” წინააღმდეგ ტურინელებმა ათში იმარჯვეს
- გასულ სეზონში გასვლაზე ბიანკონერებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს
- სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა “პარმას” კარში სადებიუტო გოლები გაიტანეს.
სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან
“სიენა” – მასპინძლებს მცველი ანჯელა და ფორვარდი რეჯინალდო დააკლდებათ.
“იუვენტუსი” – “პარმას” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო პაოლო დე ჩელიე “სიენასთან” მატჩს გამოტოვებს.იაკინტა ტრავმირებულია.
წამყვანი ფიგურები
“სიენა” – წლების წინ გაეტანო დ’აგოსტინო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ფლეიმეიკერად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს.29 წლის ნახევარმცველი შეეცდება იმ გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენოს, რომელსაც ორი წლის წინ მისი შეძენა სურდა.
“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ “პარმას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.იტალიელმა ფანტაზისტამ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.”სიენასთან” მატჩში “ბიანკონერების” მთავარი “დირიჟორი” სწორედ “როსონერის” ყოფილი ნახევარმცველი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
“სიენა” ( 4-4-2 )
ბრკიჩი; ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო; მანინი, ბოლზონი, დ’აგოსტინო, ბრიენცა; კალაიო, გონსალესი
“იუვენტუსი” ( 4-4-2 )
ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, გროსო; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, ელია; ვუჩინიჩი, მატრი
პროგნოზი
ბუნებრივია, “იუვენტუსი” ამ წყვილის უპირობო ფავორიტია. “ბებერი ქალბატონი” მეტოქის დამარცხებას ეცდება, მაგრამ მასპინძლები ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.
სავარაუდო შედეგი
“სიენა” 1 – 2 “იუვენტუსი“
ტვ – ტრანსლაციები
NTV + Football 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
NTV + Football HD 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
GMG + სპორტ 2 17:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
აგუეროს მე7 გოლია მგონი ეს უკვე
მალადეც…
იტალიაში ფრე არ დამჯდარა დღეს ასე რომ მილანს მგონი ყველა Xს დაწერს, მაგრამ იმედია ფრე თუ არა ნაპოლი მოიგებს… 1X ვბალეშიკობ რა დღეს…
მირჩევნია მილანმა კარგოის ქულები, ნაპოლი ბოლომდე ვერ გამოგვყვება…
მილანია მთავარი კონკურენტი
სებას დუბლიიიიიიიიი მიყვარხარ სება
2 თამაშში 3 გოლი… ბოლო წუთზე ჩაახუტა მოგება, მაიკა გაიძრო ელბათ და მე2 ყვითელი მისცა…
კარგი ვქენი იუვე როარ დავაზღვიე… ეხლა თამამად დავდებ
ნაპოლი-მილანი კი.
რეალი 2ვე ტაიმში გოლი
პორტუ 2
მანჩე 1X
მოკლედ ჩემს მიმოხილვას გთავაზობთ… ეს იყო უბრალო, უსაზიზღრესი თამაში, მოვიგეთ სეინასთან შედარებით მაღალი კლასის ხარჯზე, თუ დავკონკრეტდები ,,გაგვივარდა” ის ერთი გოლიც… 1.ბუფონი – იმდენი საქმე არც ჰქონია, ვერაფერს ვიტყვი 6 იანი 2. ლიხშტაინერი – კარგი იყო 6 3. ბარძალი – 5.5 4. კიელინი – 6 5. გროსო – 4.5 6. მარკიზიო – 5 7. ჯაკერინი -4.5 8. პეპე – 5.5 9. პირლო – 6 10. ვუჩინიჩი – 6 11. მატრი – 6.5 ყველაზე მაღალი ისიც მისი გოლით, რომ მოვიგეთ… ეს იყო საშინელება, ეს იყო რაღაც შემთხვევით მოგება… არ ვიცი იმედს ვიტოვებ, რომ ბოლონიასთან და კატანიასთან მოვუმატებთ, ომ მილანს კარგ ფორმაში… Read more »
ესეც ასე 2 დან 2 მოგება კიდევ უფრო დახვეწავენ და გრანდებთან უფრო თამამად ითამაშებენ და აღარ შეიბოჭებიან მთავარია ტრავმებმა არ შეგვაწუხოს.
პეპე-ჯაკერინიით თუ ვაპირებთ თამაშს დარხეული გვქონია. საშინელი თამაში იყო, ესე შორს ვერ წავალთ
ჯოვინკომ დუბლი შეასრულა და გააგდეს


ლივერპულმა რა ქნა ეს