ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : “სტარტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფინიშია…”

მირკო ვუჩინიჩმა დღეს ისე ვერ იასპარეზა, როგორც სურდა, რადგან “სიენას” მცველები მის წინააღმდეგ საკმაოდ ყურადღებით თამაშობდნენ.მიუხედავათ ამისა, მეორე ტაიმის მეცხრე წუთზე მონტენეგროელმა საგოლე გადაცემის აქტივში ჩაწერა მაინც მოახერხა : “ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ღრუბლებში გაფრენა არ ღირს, ვარჯიშები უნდა განვაგრძოთ.სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, ერთმა მარცხმა შეიძლება ფსიქოლოგიურად გუნდს პრობლემები შეუქმნას, ამიტომ ნებისმიერ მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.”

გულშემატკივრებმა სკუდეტოზე საუბარი უკვე დაიწყეს, მიუხედავათ იმისა, რომ ადრე კონტეს გუნდს ფავორიტად არავინ თვლიდა : “სტარტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფინიშია.კარგია, რომ ჩვენი შესაძლებლობების შესახებ სეზონის დასაწყისშივე შევიტყვეთ.საკუთარი ძალის დამტკიცება ნებისმიერ მატჩში აუცილებელია.დიდმა გუნდებმა ნებისმიერ მომენტში უნდა იცოდნენ, როგორ იასპარეზონ, დღევანდელ მატჩში ეს დავადასტურეთ, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.”

წყარო : Juventus.com

65 thoughts on “ვუჩინიჩი : “სტარტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფინიშია…”

  1. სიენა წელს ძალიან ბევრ გუნდს გაამწარებს .. გუშინდელი პრესინგი რაც მაგათმა ითამაშეს ნებისმიერ გრანდს შეშურდებოდა გუნდი 90 წუთი იბრძოდა რო იუვეს ბურთი არ გაეგორებინა, რაც შეგვეხება ჩვენ ჩანს რო შეთამაშება ჭირდებათ და სწრაფი ფეხბურთი ჯერ არ ჩანს ზუსტად ვიცი რო კონტე მაგ საკითხზე მუშაობს და მალე შედეგი იქნება. ვიცი რო ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ კარგია რო ჯაკერინის და პეპეს ათამაშებს ეს არის განგაში ელიასთვის და კრასიჩისთვის ასევე ესტიგარიბიასთვის !!!

  2. ეე ჩვენ იუვეს ვაკრიტიკებთ ხოლმე ხანდახან და აგერ ინტერი მილანი და რომა თორე ბრდღვნიან რა :lool: კაია კაი ეგრე გააგრძელონ :lool:
    ბოლონიას 2 გოლზე ნაკლებს არ გაუტანთ

    1. ჯერ ინტერი გვაქვს გასვლა და მერე ნაპოლი… ზედიზედ… რთული იქნება… ტურინში პრობლემა არაა, ნებისმიერს მოვუგებთ

  3. მაუმ მაგარი გუნდი დააყენა

    ———————–პეპე———კარვალიო———————

    ——————–ალონსო————–ხედირა——————

    ——————————-კაკა——————————

    ამ პეხბურთელებზე რო ააწყობ თამაშს, მერე ლიგაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.