ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის  ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” სიენასთან ” ჩატარებული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – შეფასების გარეშე – ვფიქრობ , ყველაზე სახიფათო ფორვარდი იყო სიენას რიგებიდან . მატჩის მიწურულს , მეტოქეს კინაღამ იდეალური შანსი აჩუქა ანგარიშის გასათანაბრებლად .

Буффон

ლიხტშტაინერი – 6.0 – ისეთივე ზუსტია , როგორც შვეიცარიული საათი , თუმცა ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე ასპარეზობდა .

Кьеллини

ბარძალი – 6.5 – ბრწყინვალე ფორმაშია როგორც ჩანს . ართმევს ბურთს კალაიოს , რომელიც ერთი ერთზე რჩებოდა ბუფონთან .

Барцальи

კიელინი – 6 – იბრძვის გაცისთან , გონსალესთან დაწყებული აყალმაყალის გამო მსაჯმა ის დაინდო . მოედანს კი ტრავმის გამო ტოვებს .

Кьеллини

ბონუჩი ( 57 წუთიდან ) – 6 – საიმედოდ თამაშობდა .

Бонуччи

გროსო – 6.5 – მორიგი შემთხვევაა , როდესაც ფაბიო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჩნდება მაშინ , როდესაც კლუბი მის მოშორებას ცდილობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . საიმედოა , კარგად კეტავდა ბრიენცას .

Гроссо

მარკიზიო – 6.5 – ისეთივე კარგი არ არის , როგორც პარმასთან შეხვედრაში , ძირითადათ დაცვითი ფუნქციებით მოქმედებდა .

Маркизио

პირლო – 6.5 – მეტოქე მის წინააღმდეგ , ამჯერად უფრო მჭიდროდ თამაშობდა , სწორედ ამიტომაც არ იყო ისეთივე ეფექტური როგორც პარმასთან . თუმცა , თამაში მაინც მის გარშემო მიმდინარეობს . სახიფათოდ ურტყავს მეტოქე კარის მიმართულებით და არიგებს სახიფათო გადაცემებს .

Пирло

პეპე – 6.5 – მაქსიმუმს იღებს . აი ჩაწოდება რომ გამოსდიოდეს ნორმალურად , ალბათ შეუცვლელი ელემენტები იქნებოდა .

Пепе

მატრი – 6 – გოლის გარდა , პრინციპში არაფერი საინტერესო არ გაუკეთებია .

Матри

დელ პიერო ( 76 წუთიდან ) – 6 – არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა ვიდალს .

Дель Пьеро

ვუჩინიჩი – 6 – საგოლე ეპიზოდი შექმნა , მაგრამ მანამდე საკმაოდ მსუბუქად გამოიყურებოდა . გაცილებით აგრესიული და თამამი უნდა იყოს მოედანზე .

Вучинич

ვიდალი ( 54 წუთიდან ) – 6 – მისმა გამოჩენამ მოედანზე , გუნდს ენერგია , პრესინგი და შემტევი პოტენციალი შესძინა . სამწუხაროა , რომ ვერ მოახერხა 100 % მომენტის რეალიზება .

Видаль

ჯიაკერინი – 6 – შედარებით უკეთესად ასპარეზობდა ვიდრე პარმასთან . აწოდებს რამდენიმეჯერ საჯარიმოში და მონაწილეობას იღებს საგოლე იერიშში .

Джаккерини

წყარო : La Stampa

70 thoughts on “” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. ბოლინია უკვე მეორე ტურიას აგებს და თავს არ დაზოგავენ ეგენი ჩვენთან… იმედია მოვუგებთ… ვფიქრობ არც ამ შეხვედრაში არ იქნება არც კრასიჩი არც ელია და ესტიგარიბია და კატანიასთან შეხვედრაში ათამაშებს მხოლოდ, რომ შეთამაშებული იყვნენ მილანთან თამაშის წინ…. :juvee:

  2. რა ჯოვინკო? ეგ ბიჭი პარმაში ქაცავს და ეგაა…
    სკამზე გვიზის კრასიჩი, ესტიგარიბია, ვიდალი, ელია…
    გვყავს პირლო, მარკიზიო და ჯოვინკოს სად ხედავთ ამ იუვეში? ტან მაგას არ უნდა ზამენაზე ჯდომა და მის ხუშტურებზე უნდა თმაში, ფლანგი არ მინდაო ადრე რომ ათამაშებდნენ და დელპიეროს და დიეგოს ადგილზე უნდოდა…

  3. ცენზურა დაიცავით . წერტილებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს . კომენტარის წერისას კორექტულობა შეინარჩუნეთ მაქსიმალურად

  4. ყოველთვის ჯოვინკოზე როგორ შეიძლება კამათი, დაიჯერეთ რო არ არის ჯუვეს კლასის ფეხბურთელი . ნაკრებშიც ვერაფერს შვება და ვერც იზამს. ჩემი ბიჭია De SILVESTROOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOO :love:

  5. რავი,მე რომ ვთქვი ჯოვინკო არ უნდა გაეშვათთქო ერთი-ორი კაცის გარდა ყველამ ირონიულად მიპასუხა,ახლა კი რაღამც ორი გოლი გაიტანა,ყველა იმას იზახის რომ არ იყო გასაშვები :D …. ამ თამაშში კი საუკეთესოები პირლო და ბარცალი იყვნენ უდაოდ,მერე მარკიზიო და ლიხტა…

  6. ბარცალი რა კარგ ფორმაშია :love: :love: :love: იმედია ჯორჯოს სერიოზული არაფერი ჭირს. ელიააააააააააა მინდა მე ელიიიიიიიიიიიია !!! :kenwvla: ბოლონიაც ჩვენია ფაიზაღი, უფრო შემტევი თამაში იქნება, დარწმუნებული ვარ ჰანდიკაპით მოვიგებთ :forza:

  7. ჯაკერინი არ მომწონს :) და პეპე კიდე ფაფხურობს, როგორც ყოველთვის… ჯაკერინის მაგივრად ელიას რატომ არ ათამაშებს ნეტა, კონტე? :) ვუჩინიჩიც არ არის გადასარევ ფორმაში! ბუფონმა კი დაუშვა შეცდომა, მაგრამ ასეთ შეფასებას არ იმსახურებს :@ 36 წლის ალე შესანიშნავ ფორმაშია… და ვუჩინიჩის მაგივრად ალე რო ეთამაშებინა კარგი იქნებოდა :) ბარძალიმ ერთი ორი შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ ბოლოს თავადვე გამოასწორა :) კიელინიც კარგად თამაშობდა… ბონუჩი – ალბათ კაი იქნება ერთი თამაში სასტარტოში დაიწყოს :) ლიხა – საღოლ მაგრად თამაშობს :) პირლო – კარგად ითამაშა… მარკიზიო ვერ იყო ისე როგორც პარმასთან :) გროსოს არაუშავდა… მატრი – გოლის მომენტში იდეალური იყო, დანარჩენ მომენტებში ვერ ბრწყინავდა :)

    კონტე – ყოფილი გუნდი დაინდო :)

    ისე ნაპოლიმ რა უქნა მილანს :S ძააალიან რთული სეზონი გველის, მაგრამ ნაპოლისთან წაგებას ვერ ავიტან!!!! :mad:

  8. კაი რა არ დაბერებულა გროსო ფლანგის მცველობა კარგ დაცვასთან ერთად ძალიან აქტიურ შეტევას ნიშნავს, ლიხშტაინერის მაგარი მცველობა გუშინ დაცვაში და პარმასთან აქტიურ შეტევაში დამტკიცდა, გროსო მაგარი მცველი მაშინ იყო გიჟივით რომ ერთვებოდა შეტევებში 2006 წელს, გუშინ რა ფაქტიურად მისი ფლანგიდან არ უტევდნენ ისე ითამაშა ნორმალურადციგლერი არ იყო გასაშვები..სწრაფი გარემარბი ან ფლანგის ფორვარდი გადაურბენს გროსოს, მაგალითად პატო ან კასანო..

  9. გროსო მაგარი მცველია არასდროს არ მინდოდა მაგის გაშვება რომასტან შარშან მაგის აქტიურობით გაიტანა მატრიმ და მოვიგეთეგ თAმაში კაცი რაც საჭიროა იმას აკეთებს მეტი რა გვნდა???

  10. გროსო აღარ არის ის რაც იყო მსოფლიოზე.ერთი კარგი მცველი გვინდა მაარცხნივ.ციგლერიც არ უნდა გაეშვათ.ანდრეას ბეკი მარჯვენა მცველია თუ მარცხნივაც თამაშობს ?

  11. კონტეს შეფასება არ არის?.აი გახსოვთ ჯოვინკო მაგარიათქო არ გაუშვან მეთქი ამტკიცებს კიდევ.სისულელე გააკეთა იუვემ ეგ რო გაუშვა.

  12. კარგით რა გროსო რა
    იმედი მაქვს გაცილებით სწრაფ გუნდთან მაგის დაყენება არ მოგვიწევს , თორე მაგრად ვინანებთ

  13. ბარძალი ძალიან კარგ ფორმაშია, გადაცემებში შეცდა უბრალოდ ერთი ორჯერ :loool: პეპე და ჯაკერინი გავიგეთ რა ფორმაშიც არიან, ეხლა სხვას უნდა მიეცეს შანსი :blin:

    1. არადა დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე კაპიკებში დავითრიეთ ანდრეა ბარძალი… ჯერ ჯერობით კარგი შენაძენია…

  14. ბარძალი – 6.5 – ბრწყინვალე ფორმაშია როგორც ჩანს . ართმევს ბურთს კალაიოს , რომელიც ერთი ერთზე რჩებოდა ბუფონთან .

    ართმევს ბურთს, მაგრამ ის დაგავიწყდათ მისი არაზუსტი პასის წყალობით რომ დარჩა კალაიო ერთი ერთზე ბუფონთან.. ანუ უბრალოდ თავისი შეცდომა გამოასწორა და მეტი არაფერი.. კარგი მცველია ბარძალი, მარა ზოგჯერ ისეთ უხეშ შეცდომებს უშვებს პასის მიცემის დროს რო რავი რა.. პირველი არ იყო ეგ შემთხვევა, თვითდაჯერებულობა აკლია.. საინტერესო იქნებოდა კიელინი-ბონუჩის ტანდემის ხილვა დაცვის ცენტრში..

    1. ჩემი აზრით საუკეთესო მცველია ამ მომენტში იტალიაში და ბონუჩის კიარა შესადზლოა ჯორჯოსაც კი სჯობდეს იმის მიუხედავად რო კიელინი იმენა ყველაზე მაგრად მევასება.

  15. დაცვას უწერია მაღალი და დაცვის ხაზმა ნაღდად დაიმსახურა . სხვა მხრივ კიდე … იყო თამაში სადაც გამოვიყენეთ ჩვენი შანსი და მეტოქეს კიდე , საერთოდ არაფრის საშუალება არ მივეცით . მინიმალური ძალების დანახარჯით ავიღეთ 3 ქულა . ეს მთავარია . უნდა მოვაგროვოთ ქულები რაც შეიძლება მეტი ეხლა ამ ეტაპზე , სანამ ყველა შევა ფორმაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.