” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” სიენასთან ” ჩატარებული მატჩის შემდეგ …
ბუფონი – შეფასების გარეშე – ვფიქრობ , ყველაზე სახიფათო ფორვარდი იყო სიენას რიგებიდან . მატჩის მიწურულს , მეტოქეს კინაღამ იდეალური შანსი აჩუქა ანგარიშის გასათანაბრებლად .
ლიხტშტაინერი – 6.0 – ისეთივე ზუსტია , როგორც შვეიცარიული საათი , თუმცა ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე ასპარეზობდა .
ბარძალი – 6.5 – ბრწყინვალე ფორმაშია როგორც ჩანს . ართმევს ბურთს კალაიოს , რომელიც ერთი ერთზე რჩებოდა ბუფონთან .
კიელინი – 6 – იბრძვის გაცისთან , გონსალესთან დაწყებული აყალმაყალის გამო მსაჯმა ის დაინდო . მოედანს კი ტრავმის გამო ტოვებს .
ბონუჩი ( 57 წუთიდან ) – 6 – საიმედოდ თამაშობდა .
გროსო – 6.5 – მორიგი შემთხვევაა , როდესაც ფაბიო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჩნდება მაშინ , როდესაც კლუბი მის მოშორებას ცდილობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . საიმედოა , კარგად კეტავდა ბრიენცას .
მარკიზიო – 6.5 – ისეთივე კარგი არ არის , როგორც პარმასთან შეხვედრაში , ძირითადათ დაცვითი ფუნქციებით მოქმედებდა .
პირლო – 6.5 – მეტოქე მის წინააღმდეგ , ამჯერად უფრო მჭიდროდ თამაშობდა , სწორედ ამიტომაც არ იყო ისეთივე ეფექტური როგორც პარმასთან . თუმცა , თამაში მაინც მის გარშემო მიმდინარეობს . სახიფათოდ ურტყავს მეტოქე კარის მიმართულებით და არიგებს სახიფათო გადაცემებს .
პეპე – 6.5 – მაქსიმუმს იღებს . აი ჩაწოდება რომ გამოსდიოდეს ნორმალურად , ალბათ შეუცვლელი ელემენტები იქნებოდა .
მატრი – 6 – გოლის გარდა , პრინციპში არაფერი საინტერესო არ გაუკეთებია .
დელ პიერო ( 76 წუთიდან ) – 6 – არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა ვიდალს .
ვუჩინიჩი – 6 – საგოლე ეპიზოდი შექმნა , მაგრამ მანამდე საკმაოდ მსუბუქად გამოიყურებოდა . გაცილებით აგრესიული და თამამი უნდა იყოს მოედანზე .
ვიდალი ( 54 წუთიდან ) – 6 – მისმა გამოჩენამ მოედანზე , გუნდს ენერგია , პრესინგი და შემტევი პოტენციალი შესძინა . სამწუხაროა , რომ ვერ მოახერხა 100 % მომენტის რეალიზება .
ჯიაკერინი – 6 – შედარებით უკეთესად ასპარეზობდა ვიდრე პარმასთან . აწოდებს რამდენიმეჯერ საჯარიმოში და მონაწილეობას იღებს საგოლე იერიშში .
წყარო : La Stampa
გადამრევს ეს ხალხი
ისევ სატრანსფერო პოლიტიკის გაკრიტიკება მიდის , ისევ ფარჩაკების ძახილი იუვეს ფეხბურთელების მიმართ
კონტემ იცის რასაც აკეთებს და უმჯობესი იქნება დავაცადოთ . ვიგებთ ვაკრტიკებთ , ვაგებთ და იგივეა
პირლოზე იძახიან მარტო ეგ გვაგებინებსო და იბრამ რო სკუდეტო მოაგებინა მილანს მაგაზე არაფერს იძახიან ))) პირლოს ნაირი ჩუვაკი გვყავს და გამოვიყენებთ იასნია , მაგრამ არც სხვები არიან ნაკლებნი ეს იცოდეთ ) შემადგენლობა სასტარტოც ძლიერია და სკამიც
exa jiemjizე გადის განმეორებით თამაში და კარგად დავაკვირდები
turkisha რა ლაპარაკია ფეხბურთს ნუ მასწავლი ? სადმე რამე დავწერე ისეთი რომ შენთვის მე ფეხბურთი მესწავლებინა ? ვაფშე არ მაინტერესებს ეგ საკითხი , მე ჩემი საკმაოდ დასაბუთებული აზრი დავწერე და შენ იმას მეუბნები რომ თურმე ჯიოვინკო ლიდერი ყოფილა ემპოლიში და პარმაში ეგრე ჯიაკერინი აღმოჩენა არის გასული სეზონის და ჩეზენას ლიდერი იყო , რა მერე ? აიყვანა კონტემ ჯიაკერინი და თვლის რომ ის უკეთესად შეასრულებს მის დავალებას და ეხლა შენ კონტეზე , ფერარაზე თუ რანიერიზე მეტად ხარ ჩახედული იუვენტუსის შიდა სამზარეულოში ? პროცენტულად გეტყვი იმას , რომ ფერარას პერიოდში როდესაც ტრავმა მიიღო დიეგომ , ჯიოვინკოს ბევრი შანსი მისცეს სასტარტო შემადგენლობაში ტრეკუარტისტას… Read more »
ჯოვუნკოზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, მისი ბოლი 2 წლის თამაში არც მე არ მომწონს, მაგრამ მგონია რო კონტე ზამთარში დაიბრუნებს და ჩააყენებს ფორმაში, როგორც ბარძალი, პეპე, გროსო, იგივე მარკიზიოც, ჩააყენა ფორმაში
დარწმუნებული ვარ რო ჯოვინკოს იუვეში კიდევ ერთი შანსი მიეცემა
მეც ვიცი რომ ბევრი სჯობს სებას,ძალიან ბევრი,მაგრამ იმათგან ვერავის ვყიდულობთ,ვყიდულობთ მარტო ფარცაკებს,ან გაამართლებენ,ან არა და გაყიდიან იმის ნახევარ ფასში როგორც მარტინესი,რეტო ციგლერი,მელო,ტიაგო,ამაური,მალე გაყიდიან :დ)და ასე შემდეგ ! ,ამიტომ სჯობს ვინც გვყავს ცოტა ნორმალური,ისინი შევინარჩუნოთ…..
იუვეს გაკრიტიკება სრული უაზრობაა ჯერ ეხლა დაიწყო ჩემპიონატი
turkisha
ას პროცენტიანი ხარ ჩაწოდება არ იცის არცერთმა. ნუ ელიამ რა იცის ეგ გამოჩნება და ესტიგარიბიამაც. ამ ჯაკერინიმ კიდე ფეხების კანკალი ვერ გაიჩერა
ახალი გუნდია იუვენტუსი ჯერ ორი ტური გავიდა მხოლოდ და ორივე მოვიგეთ მართალია სიენასთან ძააან უაზროდ ითამაშეს მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი მატჩია წინ ნელ ნელა შეთამაშდებიან
ხო რა,ჯერ ჩვენს ჭირს მივხედოთ და მერე ვიკაიფოტ სხვაზე,რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო ადამიანმა ორი მოგებით,რომლებიც უფრო პირლოსა და კონტეს წყალობიტ მოვიპოვეთ და არა ფეხბურთელთა მაღალი კლასის,სულ განათხოვრება აღარ მობეზრდათ ნეტავ და ისე გამოცდა?ვერ ხვდებიან რომ მაგით მოტივაცია უკარგავენ ახალგაზრდებს?რომელი კლუბი იქცევა ეგრე?ბარსა?არსენალი?მანჩესტერი?მილანი თუ რომელი???დაიტოვე და გაზარდე,ბევრ იდიოტს აღარ აჯობებს???…ხო კიდევ,ველი იმ”კლასების’ დასახელებას,ბურთს რომ სასწაულად ფლობენ,ცაწოდება ვერ ისწავლეს ბლიად,ელემენტარული რაღაც !!! მომეშალა გუშინ ნერვები !
ზოგს გონია რო კრასიჩმა რახან არ ითამაშა ვსიო მორჩა ვინ ჯანდაბაა კრასიჩი და კონტეს არ ევასება და ეგეთები კაი რა სასაცილოა უბრალოდ.
კრასიჩი არის ერთ ერთი უმთავრესი ნაწილი იუვესი.
gio_juventino – ჯაკერინი ეხლა კი თამაშობს მაგრამ სულ მალე ღრმა სათადარიგო გახდება.. ასე რომ არ ღირს ამ ფეხბურთელზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა : ))) იგივე ემუქრება პეპეს. მიუხედავად იმისა რომ კრასიჩზე არ ვგიჟდები ობიექტურად ვამბობ რომ კრასიჩი ერთ პეპეს კი არა, სამ პეპეს ერთად დასვავს ზამენაზე!!!
ერთი გადახედე ჩემი ძმა ჯოვინკოს იუვეში თამაშის პროცენტულ მაჩვენებელს და მერე ილაპარაკე,სადაც იყო,იქ იყო გუნდის ლიდერი,ემპოლი აიღე,გინდ ახლა პარმა და გინდ ახალგაზრდული ნაკრები,ჯოვინკოს ზრდა იუვენტუსმა შეაჩერა,თორე ბევრს მიაღწევდა,მაგრამ არც ახლა არის გვიან,მე პირადად მისი დიდი იმედი მაქვს,სხვათა შორის პრანდელისაც,რომელიც მართალია არ ათამაშებს,მაგრამ სულ იძახებს,უბრალოდ ჯერ არ რისკავს,რადგან ნაკრები აწყობილია და კაცურად შენ ფეხბურთს ნუ მასწავლი რა…
მე ვეთანხმები იმ აზრს რომ ჯოვინკო გაგვეზარდა ჯობდა და პასკუატო დაგვეტოვებინა ვიდრე გვეყიდა ჯაკერინი. ესტიგარიბიაზე არაფერს ვამბობ ჯერ ახალგაზრდაა 23 წლის ვფიქრობ მაგისგან შეიძლება რამის დაყენება. ელიაც კარგია მაგრამ კონტემ ალბათ იმისთვის მოიყვანა რომ უტოპკლასესი ჯაკერინის ზამენა იყოს. არ შეგვჭამეს ამ იდიოტით რაააა. 26 წლამდე ჩეზენაში იყო და ჯენოა რომ ჯენოაა იმასაც კია არ გაჩენია მის მიმართ ინტერესი. როჟა ცარიელ კარში აცილებს თან. პასკუატო არ იყო იმ დონის ბანძი რომ ეს ქინძი მოეყვანათ და ამისთვის ან პეპესთვის კონკურენცია ვერ გაეწია. იძახიტ ჯოვინკო რო მაგარი იყოს მილანი ან ინტერი იყიდდაო და ჯაკერინი რომ კარგი ყოფილიყო ვერ იყიდდა??? ეს ჯაკერინი ინტერს რო… Read more »
ბარცალის არ ეკუთვნოდა ამხელა ქულა, ორჯერ სასტიკად შეცდა. ლიხშტაინერი მაგრად მომეწონა, ისევე როგორც გროსო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია როდესაც სემადგენლობას გადავხედავ და იქ მოტას ვერ აღმოვაჩენ : )))
turkisha როჟა სახეს იხევს მეორე ფორვარდი ვარო , დელ პიეროს პოზიციაზე უნდოდა იუვეში თამაში ! რამდენჯერად დააყენა ფერარამ ტრეაკუარტისტას პოზიციაზე იმდენჯერ გაცურა ! ნურავინ მასწავლის აქ ჯიოვინკოს სათამაშო პოტენციალს რა ! მატრი მერე ამომავალი ვარსკვლავის წოდებით დავიმატეთ ? გაუჭირდა გუნდს და არენდით დაიმატა და გაამართლა და ჯიოვინკოს სხვა სტატუსი ჰქონდა ! იტალიური ფეხბურთის მესია , იტალიური ფეხბურთის ახალი ბაჯო , დელ პიერო და ასე შემდეგ , მაგრამ რას მიაღწია ? კაცის მოტყუება თანამედროვე ფეხბურთში დიდი საქმე ნამდვილად არ არის , სწორი გაგრძელება უნდა მაგას და სწორი სვლების განხორციელება . კუარეზმაც მიდიოდა ხოლმე სოლო რეიდებზე რა მერე ? პირადად მე 16… Read more »
ბოლონიასთან სულ სხვა თამაში იქნება ჩემი აზრით
ბიდიშით,მაგრამ აქ ზოგი რამდენისაც ხართ,იმდენი ხანი მე უკვე იუვეს ვგულშემატკივრობ და მგონი თქვენი დასაცინი არაფერი მჭირს,საგად ვილაპარაკოთ,ჩემს გუნდზე გული რომ შემტკივა,მაგიტომ ვამბობ,თორე სულ ფეხებზე მკიდია ჯოვინკოებიც და მესებიც….
დაგოსტინო გამახსენა მეოთხე სურათმა, ცალი ფეხით იუვეში იყო ერთ დროს
ისე ბარცალიმ ორჯერ ჩააბარა ბურთი სიენას და ორჯერვე გადავრჩით, ერთხელ თვითონ გამოასწორა, ზოგადად ყოჩაღ მარა მოედანზე საუკეთესო ლიხტშტაინერი იყო. სიენა ფრეზე თამაშობდა და დაცვაში მჭიდროდ იდგა, ეს ის შემთხვევა არაა ფანტაზია მოთხოვო, უკან არაფერი შეშლია ტიპს
:mrgreen::mrgreen::mrgreen: ….. რამდენი წლის იყო მატრი,რომ დავიმატეთ?რამდენი წლის არის ახლა ჯაკერინი,ელია,ესტიგარიბია???,კრასიჩი რამდენის იყო შარშან რომ გადმოვიდა თუ იცით????პეპე რამდენის იყო????მე არ მითქვამს,რომ ჯოვინკო ტოპ-კლასია,უბრალოდ ვამბობ რომ ამათ ყველას სჯობს და მილიონების ხარჯვას სჯობდა გუნდში გვყოლოდა,ისევე როგორც პასკუატო….თან აქ გოლები რა შუაშია?ტიპი არ არის ფორვარდი,უკნიდან თამაშობს,ნახეთ კარგად სტატისტიკური მონაცემები,საგოლე პასები ყველა იუვენტუსელზე მეტი აქვს,თან გოლებიც გააქვს,ერთი-ერთზე კაცს მაინც მოატყუებს ამ ხეებისგან განსხვავებით,დელ პიეროსა და პირლოს გარდა რა თქმა უნდა…
ჯიოვინკო , მეორე ფორვარდი , პარმას მესია
შარშანდელ სეზონში 37 წლის დელ პიეროზე მეტი მატჩი ჩაატარა და დელ პიეროზე ნაკლები გოლი გაიტანა
და ტიპს უხაროდა 24 წლის ასაკში რომ 6-7 გოლი გაიტანა სეზონში !
გუშინ , ორი გოლი გაიტანა და პლიუს წითელიც გაიშვანშალა … სგ სგ მაგარი შედეგია
რა თვალების გახელაზე მელაპარაკებით , აქეთ ჯობია თვალები გაახილოთ და აღიაროთ რომ ეგ ბიჭი არცერთი ტოპ კლუბის დონე არ არის ! არც კი უცდია ვინმეს დაემატებინა და ისევ აუტსაიდერ პარმაშია და თან რა ასაკში !
turkisha
პარმაში რომ ქაჩავს, არ ნიშნავს რომ იუვეშიც გაქაჩავს… იყო ეგ ბიჭი იუვეში… ეგრე ამაურიც გადავიდა პარმაში წინა სეზონის ბოლოს და მაკრატელებს იტანდა, მაგრამ ჩვვენთან ორი წელია მემგონი გოლი არ გაუტანია… პარმას დონეზე კიბატონო ძაან ძლიერია ჯოვინკო, მაგრამ არც ის დონეა რომ დელპიეროს ან თუნდაც დიეგოს შემადგენლობიდან ამოგდება მოეთხოვა, თუნდაც იმ იუვეში…
ჯოვინკო რომ კეგეთი კარგი იყოს, ვერც ინტერს და ვერც მილანს ვერ დაასწრებდი მის ყიდვას…
ჩეზენაში “გაქაჩული” ჯაკერინი სჯობს თუ ლე მანის მიერ განათხოვრებული ესტიგარიბია??????
კარგით რა,თვალი გაახილეთ და დაინახავთ რომ ბურთთან თქვენობით მარტო პირლო და დელ პიერო არიან,დანარჩენები ძალიან მოიკოჭლებენ მაგ მხრივ,ახლა გადავხედოთ ფლანგებს,არც პეპე და არც ჯაკერინი არ არიან ტექნიკურები და არც ჩაწოდება უვარგათ,ესტიგარიბიაზე ჯერ ნურაფერს ვიტყვით,აი ელიას კი არა უშავს მაგ მხრივ….ჯოვინკო კიდევ ტექნიკურიც არის,კარებსიც ურტყამს და ჩაწოდებაზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი,ზალიან ეფექტურად აწვდის ყოველთვის,ზუსტად კონტეს სქემაში ჩაჯდებოდა,მე ვთქვი და კიდევ არაერთხელ ვიტყვი,სეზონის ბოლოს,თეთრიც გამოჩნდება და შავიც,ტექნიკური ფეხბურთელების არყოფნა გუნდში,კარგს არაფერს მოგვიტანს,ერთადერთი კონტეს იმედი მაქვს,მართლაც ძლიერი მწვრთნელი გვყავს და მაგის მეშვეობით სამეულში უეჭველი შევალთ და იქნებ ჩემპიონობასაც გამოვკრათ ხელი….
სახლში თუ ქულებს არ დავკარგავთ კარგი იქნება ! კონტემ ესენი ისეთ დღეში ჩააგდო რო ყველანი ბრძოლობენ ძირითადში მოსახვედრად ალბათ ჯაკერინი მაგიტომაც ათამაშა
მგონი დაახლოებით ვხვდები კონტე რასაც ჩალიჩობს 