ანიელი: ” ჯერ არაფერი გაგვიკეთებია “
ანდრეა ანიელი ფეხბურთელებს კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად შთამბეჭდავი სტარტისა, გუნდს წინ ურთულესი სეზონი ელოდება და მთავარი ოცნების კოშკების შენება კი არა, მომავალ შეხვედრებზე ფიქრია: ” ვიცით, წინ რა გველოდება. ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩავატარეთ, წინ კი გრძელი გზაა. ეს ორი გამარჯვება უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ 36 მატჩია დარჩენილი. ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ” -აცხადებს ანიელი. შეგახსენებთ, მომავალ შეხვედრას “იუვენტუსი” ხვალ, თბილისის დროით 22:45 -წუთზე საკუთარ მოედანზე “ბოლონიას” წინააღმდეგ გამართავს.
სწორია !
ეს დასაწყისია!
წინ იუვე!
ხოოო, ნოვლენები ყოველთვის სწორად უდა შეაფასო, თორე ბოლოს ……. (არა ეგ არ მოხვდება!)ანიელი კი (ჯერჯერობით) სწორად მსჯელობს.
მომწონს, რა ჭკუაზეც არის ყველა… ესე გავაგრძელოთ, ზედმეტი ყოყლოჩინობის გარეშე თავჩახრილებმა და მუხლმოუდრეკლად უნდა იმუშაონ, ისე თითქოს სატურნირო ცხრილი საერთოდაც არ არსებობს.