ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
12 years ago

მილანმა შეაგდო ნეტა ნიჩია დაჯდეს იქ

zviadi zviadauri
12 years ago

au miwedavs ra

lasha naxucrishvili
12 years ago

იღბალიიიიიიიიიიიიიიიიი არაა არა :(((((((

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუუუუუუუუუუუ ა დღეშია მეკარე, რა 2 ბურთი გამოაძრო ბლიიინ :blin:

levan beglarishvili
12 years ago

მეზიზღება ეს ბოლონია ტფუუუუუუუ

lasha naxucrishvili
12 years ago

10 კაცით ვართ მარა შეგვეძლო გოლის გატანა :((((((((
ვიდალი შენი :mad:

Giorgi kasrashvili
12 years ago

მიდი მატრი შენი იმედი მაქვს ხომ იცი :kiss:

levan beglarishvili
12 years ago

აუ ის თესლი ბიძა შემოიყვანა:(((

zviadi zviadauri
12 years ago

vaimee ras gadarchnen eeeeee

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუუუ ეხლა დავითარსებით რა :blin:

levan beglarishvili
12 years ago

ბოლო წუთებზე უნდა შევაგდოთ რააა

khurtso
12 years ago

პიდარასტია და ტრაკს აძლევს ეს ჯაკე თუ რა ხდება კონტეს და მას შორის

zviadi zviadauri
12 years ago
Reply to  khurtso

:D:D :forza:

12 years ago

ჯაკერინის იუვეში მომყვანისსსსსსსსსსსსსსსსსსსს ………………. :evil::evil::evil::evil::evil::evil::evil:

Giorgi kasrashvili
12 years ago

გთხოვ, მიდი ანდრეა :love:

david alkhanishvili
12 years ago

ლიჟბი საჯარიმოში დავწვეთ და დადებს პენალტს,იცის რომ მიქარული აქვს

jjj jjj
12 years ago

vidali skamzea ეს ვის უშვებს

khurtso
12 years ago

კონტე არი რასისიტი რეებს აკეთებს ესე შორს ვერ წავალთ ჯაკერინიო ჩემი ჯაკერინიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ააააააააააა ვიდალი და ელია დატოვა და ჯაკერინი შემოიყვანაააააააააა ;)))))))))

Giorgi kasrashvili
12 years ago

გოლი-გოლი-გოლიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

მიდი მატრი შენი იმედი მაქვს ხომ იცი :kiss:
ეხლა ჩემს თილისმას გამოვიყენებ, ტელეფონის ეკანზე მატრის ფოტოს დავდებ და გაიტანს :kenwvla: :chuvak:

levan beglarishvili
12 years ago

ასეთ თამაშებს კვალია იგებს:((((( მარა არ შემოიყვანს, ჯაკერინი გვჭირდებოდა აი ჯაკერინი

zviadi zviadauri
12 years ago

magaria tqo pirlo tooo

zviadi zviadauri
12 years ago

au dainaxet dartyma?

lasha naxucrishvili
12 years ago

ღმერთო ელიამ და ვიდალმა რა დააშავეს

levan beglarishvili
12 years ago

აუ ეს თამაში უნდა მოვიგოოოოოოოოოოოთ, ვუჩინიჩ დეჩელიე თქვენი დედა მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

zviadi zviadauri
12 years ago

eeeeeee penali toooo

bibobibo
12 years ago

:forza: :forza: კონტეე დებილიიი ხარ რაა : რიე პეპე კრასიცჰი კი არაა : :: : და ელია სჰემოიყვანე

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x