ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ანგარიშის გარდა ყველაფერი კარგი იყო დღეს

david alkhanishvili
12 years ago
Reply to  Dutch

ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო დათკა ამ ბოლო დროს,არ გაგვიმართლა უბრალოდ

zviadi zviadauri
12 years ago

vucinics ra…. ded.. :blin: :blin: :blin:

zviadi zviadauri
12 years ago

eee kutxuri biwoooo

Nodari gogaladze
12 years ago

აუ ამას ვეგარ ვუყურებ :blin:

shot10
12 years ago

რა ცირკია რა ხდება!

jjj jjj
12 years ago

ვფიქრობდი ელია არ ჭირდებოდა დებილ გუნდებთან და იმიტომ არ შემოყავსთქო და აი რომ დაჭირდა სადაა? აუ ეხლა მაცემინა კონტე და სახეში მაფურთხებინა მსაჯისთვის… უჯვე ძაან ვუსწრებდით მილანს და ეხლა ბერლუსკონი და გალიანი სხვას რას იზავდა

jjj jjj
12 years ago

აუ გთხოვთ მოვიგოტ და უკვე კარგად ჩამოვიტოვებთ მეტოქეებს

BESO BARAMIA
12 years ago

მტერი იყოს ამ მატრის იმედზე :blin:

jjj jjj
12 years ago

აუ მატრი რა…. კვალია სადააააა :achuu:

RealJuventino
12 years ago

მატრიიიიიიიიიიი კეტები სწორე ჩაიცვიიიიიიიიიიი

levan beglarishvili
12 years ago

ყველა თამაში ასე თუ დამტავრდა პირველზე გადავდივართ:)))

levan beglarishvili
12 years ago

მაინც სირია ჯაკერინი რა

jjj jjj
12 years ago

აუ სუდია შენი გამზრდელი

zviadi zviadauri
12 years ago

mog it yan dacva raaaaa

jjj jjj
12 years ago

აუ რატო ვერ გაგვაქ :loool:

shot10
12 years ago

საღოლ ვიდალლლლლლლლლ!

jjj jjj
12 years ago

შემოეყვანა რა ეს კვალიარელა

jjj jjj
12 years ago

:roll:

shot10
12 years ago

ალექს მომენატრეეეეეეეე!!!!!!!!

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუუუუ რა უზრო გათამაშება იყიო რა…

აი რომ ვიძახდი ტოტალიზატორი თუ არ ითამაშეს… :mad:

RealJuventino
12 years ago

ეეე დელპიერო რატო გაგყავს რა ხო იცი რო ჯარიმა დაიდება

zviadi zviadauri
12 years ago

auu ra

jjj jjj
12 years ago

უნდა ვტენოთ… კარგად ვთამაშობთ? მითხარით რა ვინმემ

RealJuventino
12 years ago

თითქოს დედას უტყნავთ ბურთი ჩვენ გვაქვს მაგრამ გააზრებულს ვერაფერს აკეთებენ :(

zviadi zviadauri
12 years ago

midi rA pirlo

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x