ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tkeshelashvili
12 years ago

მართლა საღოლ ჯაკის,რომ შემოიყვანა გულში გამიტყდა კიდეც მაგრამ ისეთი ითამაშა რომ ენა ჩამივარდა,ყველას 5იანი ჩემგან რა მთელ იუვეს მირკოსაც და დე ჩელიესაც დაჟე.

BIANCO
12 years ago

აუ თამაში ვერ ვნახე…. ვუჩინიჩი რატო გააგდეს? ელიამ ან ვიდალმა ითამაშა?

khurtso
12 years ago

:)))))))))))))) 1 თამაშდან მოყოლებული ვიძახი რო ჯაკერინი პეპეს ნებისმიერი სხვა წყვილი ჯობია და კიდე ვიტყვი და კი ნამდვილად ჯობია ელია ჯაკერინის ;) თუ გინდა შემომედავე :))))

lasha naxucrishvili
12 years ago

ისე ჯაკერინი დღეს ცუდი არ იყო მგონი მოუმატა.
არავინ არ თქვას რო იუვე მოგებას არ იმსახურებდაო !

gio markoza
12 years ago

ხო ნუ ცხელ გულზე ჯაკერინის ვეცი ეგრევე :D ციგტლერი არ უნდა გაეშვა რა.ან ყიდსვა რა იყო ან გასხვივება…არ ვიცი რა…ეს ფლანგი პრობლემატური რჩება

vako-10
12 years ago

აუ იმედია ამის მერე მაინც ათამაშებს ელიას მე პეპე წარმომედგინდა საკამზე და ამან ელია დასვა

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

kod999

ცხოვრებაში არავინ დამიკიდია და იუვეს გულშემატკივარს ხო საერთოდ არ დავიკიდებ ) მეორე ლინკი რომელიც იდო , გადაჰყავდით იქ სადაც 10 საყურებელი ლინკი მაინც არის

სოპ კასტის მუშა ლინკი იყო რომელსაც თავად მე ვუყურებდი და ეხლა მეტი რა ვქნა მითხარი ?

BESO BARAMIA
12 years ago
Reply to  Dutch

კი ნამდვილად კარგიიყო სოპკასტი-თავიდან მეც დავიტანჯე და მერე რომ მიკარნახეს-ნაღდად გაასწორა-არანაირი ბუფერი და ხარვეზები!!

Giorgi kasrashvili
12 years ago

დათკა

falcao

მაგრად მაცინეთ რა…
იმით ხართ კმაყოფილი რომ ბოლონიას ჩვენს სტადიონზე ვუტიეთ და ვერ მოვუგეეთ??? :lool:
ლეჩემ მოუგო 2-0 გასვლაზე და ჩვენ სახლში ვერ მოვუგეთ…
რა სკუდეტოზეა საუბარი ბოლონიის დონის გუნდებთან რომ ქულებს დაკარგავ!!!
:mad: :mad: :mad: :down: :down: :down:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ინტერმა 3-1 წააგო ნოვარასთან , მერე რა ?

vako-10
12 years ago

ერთი ფრე ვითმაშეთ და ვსო ჩამოიწერრა იუვე, 2 ქულააქ საერთოდ მილანს და გავარდნილა მაშინ სერია ბ-ში ეს არაფელს არ ნიშნავს

Di Francesco # 1
12 years ago

მეორე ტაიმში კვალი უნდა შემოეყვანა და უკნიდან უფრო კარგად წაიღებდა ბურთს ვიდრე მატრი
ის თამაში იყო რომელსაც ველოდით უბრალოდ 1 გოლი დაგვაკლდა
მარა მაინც დროული ნიჩია იყო

12 years ago

კაცურად ბეთქლიქის კუშებზე სტატია აღარ დადოთ რაა, იმ სტატიაშიც ავღნიშნე, რამდენჯერაც ეგეთი სტატია ვნახე იმდენი ვერ მოვიგეთ. და 2:0-ებიდან დაგვიტრიალეს თამაშები

lasha tkeshelashvili
12 years ago

აუ კაროჩე რა მართლა რა კომენტარებს წერთ,თქვენ იცით და კონტე კვერცხი ყოფილა და ვერ ხედავს ხო ელია რომ უფრო მაგარია ვიდრე ჯაკი ან პეპე,დაანებეთ რა თავი რახან ეგრე აყენებს ესეიგი საჭიროა და მორჩა,თუ არ მოგწონთ ნუ უბალეშიკებთ რა ძმაო,ეგრეა რა კაცმა 2 თამაშში შედეგი დადო და მესამეც რომ ვერ მიაყოლა ატყდა წივილ კივილ.

RealJuventino
12 years ago

ამდენი აჟიოტაჟი არ იყო ცჰემია ზრით საცირო პირველ მოგებებზე… შარშან პირველი 4 მაჩი მოვიგეთ და მე7_ზე გავედით ასე რომ კონტესია რ იყოს ჯერ თავმდაბლობა გვმართებს.. წინ ძალიან დიდი გზააა. და როგორც ჩან იოლი არაა :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

მატჩის ანტი გმირი ვუჩინიჩია

Doc Doc
12 years ago

ყოჩაღ ბიჭებს,მართლა ბოლომდე დაიხარჯნენ და რაც მთავარია არ გატყდნენ

gio markoza
12 years ago

პირლო და ვიდალი საღოლ იმენა,ბოლო წუთამდე მოიკლეს თავი.მსაჯის დედაც თორე უნდა მოგვეგო ეს თამაში…არაუშავს კატანიას გადაუვლიან და მერე მილანს უეჭველი…

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  gio markoza

რაზე? ცუდად იმსაჯა?
არ იყო გასაგდები?

დააღალატა გუნდი მირკომ

Gurami Tkebuchava
12 years ago

ვუჩინიჩის გაგდებამ გააგვიფუჭა თამაში! დე ჩელიეს ვაჟკაცობამაც აგვაშენა :

saba tsertsvadze
12 years ago

ჯენოა მოგვევლინება პირველზეეე

NEDVEDA11..
12 years ago

მაგარი დაგრუზული იგრა იყო და ვიცოდი რო გატყდებოდა :euf:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

არ ვიცი რა ))) ბრავო დღეს იუვენტუსს !!! ვინც იტყვის რომ მოგებას არ ვიმსახურებდით , უბრალოდ რაღაცა ბოღმაა აქვს ამ გუნდზე არ ვიცი რა ) ჯიაკერინი !!! სად იყო წინა თამაშებში , რა კარგად ითამაშა ტიპმა , ბრავოოოოოო !!!!

ოდნავ გაგვმართლებოდა რა იქნებოდა …

NEDVEDA11..
12 years ago

ჯიაკერინიმ პეპეზე და კრასიჩზე კარგად იტამაშა )

ვუჩინიჩმა და ყდე ჩელიემ დაგვღუპეს

საბა შიოშვილი

უაზრო კრიტიკა :| :blin:


ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ !

lasha naxucrishvili
12 years ago

ცუდად არ გვითამაშია აშკარად მაგარი მომენტები გვქონდა !

khurtso
12 years ago

ბრძოლით და მონდომებით ფონს ვერ გავლენ ვერც პეპე ვერ ჯაკერინი ჩაწოდება არ იციან და ნუ მოკლედ რა არ უნდა ეხლა აქ ქება დიდები ჯაკერინის და პეპესი ფაქტია კონტე მაგარი უაზრობებს აკეთებს

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x