ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

გასპერინი გინდ მოუხსნია გინდ არა, ინტერის წელს ვერაფერს ვერ მოიგებს,მაგათი პრობლემები მეორე წელია უკვე მრავლდება!

Di Francesco # 1
12 years ago

ფიგუ დაინიშნება ინტერში უეჭველი

bibobibo
12 years ago

egre interii kaia seria bshi menaxee male..ise gasperinii deb ilia atamashos zarate pacinii forlani magenis ukan kii sneidrii mara kaia egre gagrdzele ertic caage kideee

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

იმედია გასპერინის არ მოხსნიან :givi:

საბა შიოშვილი
Reply to  Dutch

надеюс

ფორზა გასპერინი :D

LEVANKA
12 years ago

ინტერი მაგარი მოშლილია

lasha naxucrishvili
12 years ago

მილანმაც რო ვერ მოიგოს :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ნახეთ იმ როჟამ რა ჩაუტარა :lool:

საბა შიოშვილი

2-1 უნდა დამწერე და უკვე 3-1 – ია :lool: :lool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

დამთავრდა ინტერის დრო. მაგას მემგონი იუვეზე უარესი დაემართება. მაგას მემგონი აწი მეორე კალჩიოპოლიც არ უშველის. :chuvak: სამართალმა პური ჭამა.

მორატი წადი და მოხარშული სიმინდი გაყიდე :lool:

ახლა ჩვენი დროა,დდხანს ველოდი….. :forza: :forza:

aka koberidze
12 years ago

მე გასპერინი მომწონს:) ძაან მაგარი კაცია, უეჭველი იუვეს ბალელშიკია :juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

ერთადერთი ვინც მემ მომწონს და მეცოდება ეს არის სნეიდერი

lasha naxucrishvili
12 years ago

აჰაჰაჰაჰაჰააააააააააააჰაჰაჰაააააააააააააააააააააა :lool: ლოოოოოოოოოოოოოლ

BIANCO
12 years ago

საღოლ ინტერი…. მასე გააგრძელე :lool: :lool: :lool: :lool:

12 years ago

სნეიდერი უეჭველი თვითონ გაიქცევა ზამთარში… პაცინი კიდევ სუფთა მძორია მატრისგან შედარებით ასე რომ იმედია ნაკრებში მატრის და მისტერ დრიმგოლს რაც შეიძლება მალე ვიხილავთ…. აეეე ინტერ გერხევაა… იმედია მორატი კიდევ ერთი ორი ტური დატოვებს გასპერინის რომ კიდევ კარგად ისიამოვნოს და ჩვენც გვასიამოვნოს :chuvak: :forza:

aka koberidze
12 years ago

ინტერის ყოველი წაგება თითო წლის სიცოსხლეს მიმატებს :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ სნეიდერი გაიყვანა იკაიფეთ :lool: ვაიმეეეე

12 years ago

მორატის ფეხბურთელები მარადმწვანე გონია,ჯერ ერთი ეტო არ უნდა გაეშვა და ალაგ ალაგ ხალხი უნდა ეყიდა პოზიციებზე.ფეხბურთი ანომალიაა როჟა

lasha naxucrishvili
12 years ago

უსუსური ინტერი :lool:
არ იტირო მორატი კანფენტებს გიყიდით :lool:

12 years ago

მარმელადი ჩემზე იყოს გადაეცი. ჩმოკი ჩმოკი მატრისგანნნნნ :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ეს არის სერია ა- რა )

ერთ ერთი ყველაზე სუსტი გუნდია ეხლა ნოვარა . მაგრამ ) როგორ ეთამაშება ინტერს ხო ხედავთ ? …

lasha naxucrishvili
12 years ago

კლასი არ ყოფნის ნოვარას თორე უფრო მეტს შეაგდებდნენ

საბა შიოშვილი

დათკა

ცოტა სტატია არ გავალამაზოთ ??? ძაან უბრალოდ წერია … მემგონი გიოს ეჩქარებოდა და ასე დადო … სავარაუდო შემადგენლობება, ურთიერთშეხვედრები, მოსალოდნელი ანგარიში, ლაზარეთში ვინ იმყოფება ლამაზად გავაკეთოთ რა ცოტა :)

პ.ს ახლა ინტერის თამაშით “ვტკბები” და რო მოვალ მივხედოთ :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ნამეტანი არ ააჭრელო ოღონდ : D

12 years ago

ისე პირველად ვხედავ მსაჯი ნორმალურად მსაჯობდეს ინტერის თამაშზე და მაგათ არ ემხრობოდეს….

12 years ago

ამ მოჯიმ ხო თავისი ცელქი ხუმრობებით გაუხურა ინტერს საქმე :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

LabaJuve

ზოგადად იუვენტუსის ფან კლუბ საიტზე ინტერი – ნოვარას თამაში რა შუაშია ? ისე ?

რადგანაც წინასამატჩოა და ახალი ტურის პრევიუა , მემგონი გარკვეული ” ოფ – ტოპიკისთვის ” შესაფერისი ადგილია და ცალკე სტატიას არცერთი სხვა იტალიური კლუბებისთვის არ არის საჭირო

ეს არის საიტი ) და არა ფორუმი , რომ თემები იხსნებოდეს )

Gela Labadze
12 years ago
Reply to  Dutch

მე არ ვიძახი რო ცალკე სტატია გავხსნათ ინტერზე ან მილანზე ან თუნდაც სხვაზე უბრალოდ კვირაში ერთხელ შეიძლება გაიხსნას თემა ეგეთი იტალის მე-4 ტური და ჩამონათვალი ვინ ვის ხვდება და იქ იქნება ყველა გარჩევა როცა თამაში იქნება.და ისიც კარგად ვიცი რო ეს ფორუმი არა….მე ჩემი აზრი გამოთქვი იმიტო რო არ არის ლამაზი როცა იუვეზე რამე სტატია დაწერილი და იქ მიდის გარჩევა ნოვარა ინტერზე ან თუნდაც მილანი უდინეზესი….

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  Gela Labadze

მომდევნო პრევიუ ხომ არის ? შესაბამისად თამაშობენ კონკურენტები . ადამიანები საუბრობენ ამ კონკრეტულ სტატიაში და მეც ვაძლევ საშუალებას . პრობლემა არ არის ოფ ტოპიკებს აწი წავშლი ხოლმე და განმეორებაზე იპ ბანსაც ჩამოვარიგებ . მთლიანი ტურის პრევიუს დადებას ნამდვილად არ ვგეგმავთ . მხოლოდ იუვენტუსი და არაფერი სხვა ! უბრალოდ ვიფიქრე იქნებოდა ერთი სტატია ხოლმე სადაც მეტ ნაკლებად წავიდოდა საუბარი სერია ა-ზე და ჩვენს კონკურენტებზე

12 years ago
Reply to  Dutch

აუ დათკა არაფერი შეცვალო რააა. ისედაც ბევრი შეზღუდვა გვაქ აქ მაინც გაგვახარე :lool:

საბა შიოშვილი

ჰანდიკაპით უნდა მოვიგოთ ! :forza:

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x