ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

კრასიჩს მეტი მოეთხოვებაო
კრასიჩი უაზროდ დარბისო

გავუშვათ მაშინ და ვათამაშოთ ეს ჭე კლასის მქონე ფეხბუთელები…

თუ არ ათამაშა კრასიჩი სათადარიგო სკამიდან ვერ გააკეთებს პასებს..
შარშან სეზონის სტარტზე ხომ უკრავდით ტაშს და იყავით მილოშის ქებაში :mad:
უაზრო რომ იყოს და დებილივით მორბენალი ფერგიუსონი არ მოითხოვდა მის ყიდვას!!!

Giorgi kasrashvili
12 years ago

pintu-ricchio ეს არის ცირკი, სპექტაკლი და მასხარაობა რაც ამ 2 ტურში მოხდა… 1. მილანმა კარგი ნამდვილ ფეხბურთში ვერ მოუგო ლაციოს ნორმალური და მისაღებია, ასევე წააგო ბრძოლაში ნაპოლში მერე რა??? რთული ტურები ჰქონდა, შუაში კამპ ნოუზე მატჩი… ასე რომ ნურავინ შეიქმნით იმის ილუზიას, ომ მილანი სუსტია, ან აღებული აქვს ხელი სკუდეტოზე… მილანია ერთადერთი კონკურენტი ნაპოლისთან ერთად… 2. 3 ტურში 1 ქულა, ნუთუ ეტო ამხელა ძალა იყო??? და ზარატე-ფორლანი ნუთუ იმ დონისები არ არიან რომ ნოვარას მოუგონ??? ინტერში მოტივაცია და სტიმულია დაკარგული… სნეიდერი ძალით თამაშOბს სეზარი-მაიკონი ისეთივე დამაჯერებელი აღარ არიან წინ კი რაღა დროს მილიტო-ფორლანია… 3. რომა-ლაციო-უდინეზე იწვალებენ, იფაფხურებენ, გაგვამწარებენ მაგრამ ბოლოში… Read more »

lexo doreuli
12 years ago

ბუფონი, ლიხშტაინერი, კიელინი, ბარძალი, დე ჩელიე, პირლო, მარკიზიო, კრასიჩი ელია, დელ პიერო, ვუჩინიჩი ეს შემადგენლობა მინდააააა :juvee:

lexo doreuli
12 years ago

გილოცავთ ყველას ინტერის გაფარჩაკებას! :forza: :forza: :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
12 years ago

1-2 თამაში მიეცა შანსი ჯაკერინი-პეპეს ძირითადში დაიწყო ამაში მარკიზიომ და მატრიმ… ენაცვლებოდნენ მირკო და ალექსი… 3-4 თამაშში კი მე ესეთ გადაწყვეილებას მივესალმები, რომ: ეხლა ფლანგებზე დადგეს ელია-კრასიჩი ძირითადში პირლოს შეუწყვილოს ვიდალი და ვნახოთ ერთი 1-2 თამაში უფრო კაი იქნება თუ ამათი ნაჩვენები თამაშები… და შესაბამისად მილანთან თამაშისას ზუსტად ეცოდინება ვინ უნდა დააყენოს ძირითადში… დღესაც რომ ჯაკერინი-პეპეს ფაფხურით მოგებული თამაში ვნახო აღარ მინდა რა… თავი დიდი ვინმეც ნუ ჰგონია კონტეს! ფერარამ 4დან 4ვე მოიგო სტარტზე და მერე ჯენოა მაშინ გუნდი იყო და გასვლაზე 2-2 და მაქედან დიწყო მერე ჩასვრა, შინ ბოლონიასთან 1-1 ასე რომ 4ვე მოიგოს ჯერ და მილანთან ოპტიმალური შემადგენლობა… Read more »

12 years ago

თუ გახსოვთ ერთ-ერთ კომენტარში მე ვთქვი ამასწინად, რომ გასპერინი დატოვებს პოსტს მალე თქო, მათ შორის ვთქვი რომას ლუის ენრიკეზე და მილანის ალეგრიც იგივე ბედს გაიზიარებს… კონტეს საქმე ჯერ კარგადაა, ფთუ-ფთუ ჯვარი წერია :-)))

RealJuventino
12 years ago

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

Giorgi kasrashvili
12 years ago

სალამიიიით

აბა რას ვშვებით დღეს ისევ ჯაკერინი-პეპეს ლანძღვით და ჯახირით ვიგებთ თუ კრასიჩი-ელიას ქებითა და ფრენით…

ალექს ფერგიუსონს უნდა კრასიჩი???

მალადეც კონტე!!! გაუშვი ხო და ჯაკერინი-პეპე აგერ არ გვყაავს.. :blin:
ერთი ეს ჯაკერინი მოიტეხდეს ფეხს და პეპე მიელეწებოდეს კიდევ სადმე რა… წათრეულიყო ზენიტში რავიცოდი ესე თუ გამაწამებდა მისი გუნდში ყოფნა!!! :mad:

PINTURICHIO10
12 years ago

პეპე ძალიან ძლიერი ვინგერია, მართლა ამწვავებს თამაშს, და ჯაკერინიც მაგარია უბრალოდ ცოტა უნდა გაიხსნას, არაა ესეთი ადვილი უცებ გრანდში რო აღმოჩნდები ჩეზზენადან.

მე პირადა რამისთვის რო მიმიხწევია ბევრჯერ მიფიქრია რო ეს სიზმარი ხომ არაა თქო, და ყოველთვის ძაან რთულია მასეთი ფიქრის ქვეშ თამაში ამიტომ უნდა გავუგოთ.

აი კრასიჩს კიდევ მეტი მოეთხოვება.

Di Francesco # 1
12 years ago

ინტერმა არ ითამაშა გუშინ განსაკუთრებით სნაიდერს ეტყობოდა რო არ თამაშობდა, თვითონაც იცოდნენ რო წაგების შემთხვევაში ბოლო თამაში იქნებოდა ტრეინერისთვის და ძალით წააგეს.
ფიგუ დაინიშნება დღეს

Gela Labadze
12 years ago

ინტერი მართლა გასაგდებია სერია B_ში და არ გააგდეს და ასევე მილანიც გასაგდები იყო მარა დაინდეს ჩვენ ჩაგვძირეს მაშინ ხოდა ეხლა დადგა ის დრო რო ორივეს გადაუაროთ

RealJuventino
12 years ago
Reply to  Gela Labadze

გეთანხმები, ყველას დაუმტკიცოთ რომ არ ვიყავით გასაგდებები და თამაშით გადაუაროთ, მართლა გასაგდებები ვინც იყვნენ ისინი არ გააგდეს და ჩვენ რა გვიქნეს.. არაუშავს რევანში ჩვენს ხელთაა :)

snuff-juve
12 years ago

მოვიგებთ აუცილებლად თან სანახაობრივ ფეხბურთსაც ვაჩვენებთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

12 years ago

არამგონია ერთბაშად სამი კაცი შეცვალოს კონტემ ნახევარდაცვაში.. ისე კი დიდი სიამოვნებით ვნახავდი მაგ შემადგენლობას :forza:

mamuka iosava
12 years ago
Reply to 

ალე ძირითადში იქნბა ატვეჩაი ვარ:))))))))))

mamuka iosava
12 years ago
Reply to  mamuka iosava

მარკიზიოც :)))

12 years ago
Reply to  mamuka iosava

კონტეს რას გაუგებ : ))) ყველაზე ამოუცნობი მწვრთნელია რაც კი მინახავს

lasha naxucrishvili
12 years ago

იუვე თუ მოიგებს დაე მილანმაც მოიგოს უდინეზეს ჩამოვიშორებთ :chuvak:

NEDVEDA11..
12 years ago

მილანი ნამდვილად იბრძოლებს სკუდეტოსთვის ))
უბრალოდ სტარტი გამოუვიდათ ცუდი..

ხვალ მოიგებენ

jjj jjj
12 years ago

ინტერი…:D:D:D სერია ბ-ში მენახეთ მალე… :juvee: ამათ 10 კალჩოპოლი აღარ უშველით…!

12 years ago

მილანი სეზონის შუაში ისე გაქაჩავს რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს ამიტომ ჯობია ახლავე კარგოს ქულები

საბა შიოშვილი
Reply to 

მილანი ისეც იბრძოლებს სკუდეტოსთვის და ასეც :) მთავარია ჩვენ არ დავთმოთ ! :juvee: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

მგონი რომაც მოიგებს

NEDVEDA11..
12 years ago

მილანმა,იუვემ,ფიორემ და პალერმომ უნდა მოიგონ :chuvak:

lasha naxucrishvili
12 years ago

პალერმო კალიარი 1

საბა შიოშვილი

მილანმა უნდა მოიგოს !!! მილანმაც თუ ვერ მოიგო და დაიქცევა ეგრე იტალიური ფეხბურთი :) მილანს დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ მეორეზე გავიდეს ( პირველზე იასნად ჩვენ ), მესამე ნაპოლი და

იუვე,მილანი, ნაპოლი სახეს ავაძრობთ მერე გერმანულ გუნდებს მომავალ წელს !!! ახლაც აქვთ შანსი მილანს და ნაპოლის მაგრამ იავიცი :|

პრინტერეეეეეე :lool:

NEDVEDA11..
12 years ago

არა, მილანი მოიგებს მგონია..
და კიდე იუვეს და ფიორეს მოგებები..

შეილება ნაპოლი გატყდეს

NEDVEDA11..
12 years ago

loool inter :lool:
რა მაცინებს,ისეთი ბილეწი გამიფუჭა , მარა მაინც მიხარია :chuvak:

ახალ მწვრთნელს დანიშნავენ, მარა ვის :lool:
ნოვარა :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

კიევო ნაპოლი

12 years ago

უდინეზე თქვენი ფანი ვარ და ისა ნაპოლი ვისთანა???

lasha naxucrishvili
12 years ago

მილანი უდინეზე x2 :lool:

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x