ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo turqadze
12 years ago

ხო,მართალია,აიაქსს სულ აფარჩაკებდნენ,პროსტა ფინალში უჭირდათ სულ,75-ში თუ 76-ში მოგვიგეს და ეგ ფინალიც გაჭირვებით მოვიგეთ,პერუციმ თუ გახსოვთ,რაღაც საოცარი ბურთი გამოაძრო 1-1-ზე…

Di Francesco # 1
12 years ago

პეპე კარგად თამაშობს და კიდე ითამაშებს
კვალის დააყენებს დღეს უეჭველი და ელიას დანარჩენს იგივეს დატოვებს

pavel dzma xar
12 years ago

კონტემ იცის რასაც აკეთებს, და ამ პეპეს კიდე დაანებეთ თავი ძალიან კარგად თამაშობს!!!

lasha naxucrishvili
12 years ago

turkisha იუვენტუს რაც აიაქსი ყავს ნაცემი ვაფშე ხმა არ აქვთ ამოსაღები

vaxo turqadze
12 years ago

აქ დაწერეს რომ რავანელი იყო იაკინტაზე სტილის,ოდნავ მასზე კლასიანი ფორვარდი,არარ შევეკამათე,რადგან მეთქი ალბათ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება გამომყვა და მაგიტო მეგონა რავანელი ძლიერითქო…ახლა ვნახე იუთუბიზე მისი თამაში იუვეში და მივხვდი რატომ მიყვარდა ეს ფორვარდი ასე ძალიან და რატომ ჩამრჩა გულში…ვისაც არ გეზარებათ,უფრო ახალგაზრდებს,ნახეთ 9 წუთიანი ვიდეოა და გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ მასზე…უძლიერესი ცაციის პატრონი იყო,პენალტებს აუღებლად ურტყამდა,სწრაფიც იყო ძალიან,არც კაცის მოტყუება ეშლებოდა და თავითაც ძლიერად თამაშობდა,მარტო აიაქსთან ურთულესი პოზიციიდან გატანილი გოლი რად ღირს,იმედია არავინ იტყვის შემთხვევით გაიტანაო :D…პლიუს ამას ყველაფერს,ბოლომდე მებრძოლი იყო…..

lasha naxucrishvili
12 years ago

დღეს მსაჯი პენალტს დაგვიდებს :lool:

vaxo turqadze
12 years ago

ჯენოა კატანია ნაკლები მგონია,რაც შეეხება ინტერს,მართლაც დროულად უნდა გამოვიყენოტ ჩავარდნა,თორე ან გასპერინი აათამაშებს ბოლო-ბოლო და ან ახალ,უკეთეს მწვრთნელს მოიყვანს მორატი…ისე რომ გავარდნენ სულ უკეთესი იქნება :D

lasha tkeshelashvili
12 years ago

კაროჩე რა კონტემ კარგად უნდა გაიაზროს და თავის წინა მორბედების შეცდომები,თორემ ისევ ის შედეგი გვექნება რა,რატომღაც ელია და კრასიჩზე მგონია რომ მილანთან დაიწყებენ სასტარტოს,რავი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ,კონტეს უნდა სუსტ გუნდებთან ძალის მინიმალური დახარჯვით მოიგოს,ეხლა ბოლონიასაც რომ 1-0 მოვუგოთ აქ წავა ლაპარაკი რომ კონტე იდიოტია და ასე შემდეგ,მაგრამ მაგრად მჯერა რომ ეს კაცი თავის საქმის უბადლო მცოდნეა რა და უნდა ვაცადოთ.

BESO BARAMIA
12 years ago

მართებული ხედვაა-აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ კონტე ამ ეტაპზე კარგად აკეთებს წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომების ანალიზს და იმედია შემდგომშიც ასე გააგრძელებს;
ის, რომ სუსტ გუნდებთან ძალებს ზოგავს-ესეც ჩემი აზრით სწორი გათვლაა, ვინაიდან შეიძლება ვმეორდები, მაგრამ ძალთა გადანაწილების სწორი დიდაქტიკა, თავის მომგებიან დივიდენდებს მოიტანს ასახულს შედეგობრიობაში!!
ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

12 years ago

ისე ეს ესტიგარიბია ტყუილად იყიდეს? რატო არ ათამაშებენ… :mda:

lasha tkeshelashvili
12 years ago
Reply to 

არ ვიცით ძმა ჩვენც მაგას ვკითხულობთ და ჯერ ტურინიდან პასუხი არ მოსულა :))))

12 years ago

OMAR SIVORI

მეც მაგას ვამბობ… სერიოზული ჩავარდნაა ინტერის, 3 თამაში 1 ქული ცოტაა… და უნდა გამოვიყენოთ… მილანიც ასე თუ ისე ჯერ ვერ თამაშობს და ეს ქულები ძაან დააკლდებათ ბოლოს მილანელებს…
სავსებით შესაძლებელია ფიქრი სკუდეტოზე ამ გადმოსახედიდან, თუმცა ჩვენც კალენდრის შუა წელი ძაან მძიმე გვაქვს… აი ეგ გარდამტეხი ეტაპი იქნება ჩვენთვის…

BESO BARAMIA
12 years ago
Reply to 

აბსოლუტურად გეთანხმები, სორედ ეს არის ამომავალი წერტილი, რომ მანამ სანამ კალენდრის მიხედვით ყველაზე რთული პერიოდი დაგვიდეგბოდეს, საჭიროა სერიოზული ფორის შექმნა, ამით იმასაც ვუსვამ ხაზს, რომ კალენდრის სირთულიდან გამომდინარე ქულებს ბუნებრივია ჩვენც დავკარგავთ, მაგრამ სწორედ აქ უნდა იჩინოს კონტეს განსწავლულობამ ძალების სწორად გადანაწილებისა, რომ ეს პროცესი მსუბუქად გადავიტანოთ და მაქსიმალური კონცენტრირებით შევძლოთ ქულათა დაკარგვის ოდიოზი მინიმუმამდე დავიყვანოთ;
ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზამთრის ფანჯრისას სერიოზული შევსება უნდა მივიღოთ დაცვის ხაზის, რაც ძალთა ფარდობრიობის ლავირების საშუალებას გაგვიორმაგებს, რათა ამ სეზონში ყველაზე მთავარ მიზანს მივაღწიოთ!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

ჯენოა კატანიაზე რას ფიქრობთ ????
მე 1 მგონია

BESO BARAMIA
12 years ago

ინტერის კრიზისი და თანაც სერიოზული კრიზისი ძალიან მიხარია, ვინაიდან სერია “ა”-ს სირცხვილია ეს კლუბი; მილანი თავისთავად თავის სიტყვას იტყვის; ნაპოლი ამ ეტაპზე ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ უფრო ნოემბრის შუა რიცხვებისაკენ პრობლემები იქაც იჩენს თავს, ერთი ტემპით დიდი ხანი ვერ გაძლებენ-ეს პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ-ძალები სწორად გადავანაწილოთ, ვინაიდან ამის რესურსობრივი პოტენციალი არსებობს და ამ დროს სკუდეტოზე სერიოზულად დაფიქრება უკვე რეალურ ნიშნებს იძენს!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
:juvee: :juvee:

Vaxooo
12 years ago
Reply to  BESO BARAMIA

პერ სემპრე :juvee:

lasha tkeshelashvili
12 years ago

ისე ლიგაზე კი უნდა ვუბალეშიკოთ მაგ კვერცხებს,იქნება სარეიტინგო ქულები ავიღოთ ბევრი.

12 years ago

ეგენი უნდა იყვნენ ევროპის ლიგაზე და იქ აიღებენ სარეიტინგო ქულებს… :-)))

lasha tkeshelashvili
12 years ago

აეეეეეეეეეეე ინტერს რა კრიზისი აქვთ ნახეთ,ნოვარასთან 3-1 უკვე კატასტროფააააა :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

12 years ago

ისე მაგრად გაასწორებს, ოფიციალურადაც ასე რომ იყოს ტურები სულ… ანუ კვირა ოთხშაბათი… ლიგაზე როცა ვიქნებითი, ის ოთხშაბათი გამოტოვება…
თუ არც გადაიღლებიან :-)))
ისე ფეხბურთი ღადაობაა, ფაქტიურად 22 მილიონერი გვართობს, და ზოგს 1 ლარი უდევს (მე საერთოდ აღარ ვთამაშობ ტოტალიზატორს წლებია) და ნერვიულობს მის ლარზე…

12 years ago

ინტერი მოიქნევს კუდს კიდევ და თან ძაან მძიმედ… ყავს ფეხბურთელები… სხვათაშორის მილანზე არანაკლები…
შემადგენლობით წელს ჩვენ ვჯობივართ ყველას, ჩემი აზრით… ნაპოლი კარგია, მაგრამ დაიღლებიან, თან ლიგაზეც არიან… თუმცა აქცენტს გააკეტებენ მაინც სერია ა-ზე… ისე ჩვენ თუ არა გახდეს ნაპოლი მინდა…

tazojuve
12 years ago

მილანის და ინტერის ცჰამოცერა ნამეტანი ადრეა.12 და მეტი ქულიანი სხვაობები ბევრჯერ ამოუქაჩიათ. არა მარტო მაგათ.

Gurami Tkebuchava
12 years ago
Reply to  tazojuve

ინტერი ლიგაზე ვერ გავიდეს ძალიან მინდა :) მილანის ჩამოწერა კი ძააან ადრა :) იუვე და ნაპოლა ფავორიტებიო… ჯერ ძაან ადრეა, მაგრამ ნაპოლი მაეჭვებს უკვე :) კავანი მინდა იუვეში :)

Gurami Tkebuchava
12 years ago

pintu-ricchio

პეპე არის ფაფხურა :)

Gurami Tkebuchava
12 years ago

კონტე იტალიელებს სხვაზე წინ აყენებს… ასეთი შთაბეჭდილება მრჩება :) და ეს სულაც არ მომწონს :( პეპე არ ვარგა რა :) არც ჯაკერინი არ მომწონს და ორივეს სასტარტოში აყენებს… :( როცა ვიდალი გამოსვლაზე შესანიშნავია! კრასიჩი, ელიაც დროა უკვე დააყენოს :0

12 years ago

კი, ჯერ ჯერობით მასე ჩანს… თუმცა აუცილებლად გამოიყენებს დანარცენებსაც… ისე იუვე ყველაზე უფრო იტალიური გუნდი იყო ყოველთვის…

12 years ago

კრასიჩი არაა უმთავრესი… კრასიჩი ვეღარაა ის კრასიჩი რაც იყო… პლიუს ამას ეგ იმიტომ რომ დაუმუღამეს თამაშის სტილი და სივრცეს არ აძლევს არცერთი მოწინააღმდეგე მწვრთნელი, რომ გაიგდოს და გაყვეს ბურთს… აქ საუბარი სხვა რამეზეა, შანსის მიცემაზე, ანუ კონტემ უნდა ათამაშოს კრასიჩიც და უნდა გამოვიყენოთ… ჯერ ჯერობით შედეგი პეპეთიც მოდის, და თუ გახსოვთ შარშან კრასიჩი გადაღლილი იყო და ეხლავე რომ ათამაშოს მერე კიდე გადაიღლება, რაც მეტად დასვენებული კრასიჩი გვეყოლება სეზონის ბოლოს, მით უკეთესი გუნდისთვის. მე მგონია კონტეს ჩანაფიქრია ეგ… ჯერ ფონს გადის ადვილად… პლიუს ამას, კონტეს არ მორიდებია არცერთ ფეხბურთელზე იმის თქმა რომ არ მჭირდები გუნდშიო… ეტყოდა მაგას კრასიჩსაც, ესტიგარიბისაც და ელიასაც,… Read more »

lasha naxucrishvili
12 years ago

კუალიარელაც მიაგდო სკამზე ამის :mad:

Gurami Tkebuchava
12 years ago

კვალი ვერაა ფორმაში… თან სუსტასაა, ჯობია ნელ ნელა ათამაშოს გამოსვლაზე :)

lasha naxucrishvili
12 years ago

George
ხო რა კრასიჩი რო უმთავრესი ნაწილია იუვესი რათ უნდა მაგას კამათი.
კრასიჩისნაირ ფეხბურთელს ყველა წესიერი მწვრთნელი გამოიყენებს !

Gurami Tkebuchava
12 years ago

პეპე და ჯაკერინი დასვას სკამზე და კრასიჩი ან ელია ათამაშოს! კიდე ელიაც… შემოიყვანოს ან სულაც სასტარტოში დააიწყოს! უკვე დროა შანსი მისცეს კონტემ ელიას! :juventus:

Gurami Tkebuchava
12 years ago

კრასიჩი, ვიდალი, ელია… ძნელი ასარჩევია, მაგრამ პეპეს სასტარტოში დაყენება სისულელე მგონია… კი დარბის, მაგრამ ვერა რა… ჯობია კრასიჩს, ელიას და ვიდალს მისცეს შანსი!

12 years ago

George
არა, თამაშებს არ გაყიდიან, ეგ სისულელე მგონია… უბრალოდ კონტემ ცოტა ხუშტურები უნდა დაივიწყოს, თორე წაიტეხს ცხვირს და წყალში ჩაყრის ყველაფერს, ესეთი შანსები უნდა გამოვიყენოთ… გინდ რთულიუ ტურები ეძახე და რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ეს დაკარგული თითოეული ქულა მილანელებს ძვირი დაუჯდება…შედეგითაც და ფსიქოლოგიურად…
მილანს რაც შეეხება, მე ვთვლი რომ ჩვენზე სუსტია, და შარშან სკუდეტო მოიგო იმიტომ რომ სხვა გუნდები არ იყვნენ ძლიერები, თუმცა ეგეც პლიუსია, იმ ძალით მოიგო რა ძალაც საჭირო იყო… ინტერი ინერციით არის ჯერ კიდევ, მაგრამ შემადგენლობა ყავს… თუმცა მათი ერა დამთავრდა…

12 years ago

მორატის სტადიონზე დაცინეს ნოვარასთან… :-)))
აუ მაგათ ჯერ სად ხართ, რა ცოდვები დახვდებათ წინ აი ნახავთ…
შეუძლია თუ არა გასპერინის გუნდის მართვა, მასიმო მორატიმ უპასუხა: „დღევანდელი თამაშის მიხედვით – არა. გადაწყვეტილების მისაღებად ერთი ღამე დამჭირდება. განაცხადა მორატიმ :-))))

სამი მცველით რომ თამაშობს, არიქა მაგრები ვართო :-))))

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x