ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

1 G. Buffon
15 A. Barzagli
26 S. Lichtsteiner
3 G. Chiellini
11 P. De Ceglie
21 A. Pirlo
7 S. Pepe
27 M. Krasić
8 C. Marchisio
14 M. Vučinić
10 A. Del Piero

Gio Darja
12 years ago

მე ვერ ვდებ ლინკებს არ მცალია და ადმინი რომელიმე დადებს იმედია.. :juvee: წარმატებები ბიჭებო..

Di Francesco # 1
12 years ago

http://www.livefootball.ws
აქ იქნება სობქასთი

lasha naxucrishvili
12 years ago

livetv.ru
atdhe.net ლინკების ცვენა იქნება :forza:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

რუსულ არხებზე და საიტებზე ყოველთვის მიჭედავს ინტერნეტში

Nodari gogaladze
12 years ago

მემგონი აქ იქნება ნორმალურ ხარისხში http://goal-online.ru/

Tornike Iosava
12 years ago

ლინკებს დადებთ ხო ??? მე თქვენი იმედი მაქვს :D

lasha naxucrishvili
12 years ago

სოპკასტი თუ იქნება კაია :forza: :forza: :forza:

Juventini
12 years ago

ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება უყურო ამ თამაშს? კაი ხარიხსით სასურველია

Gio Darja
12 years ago

НТВ-ПЛЮС Спорт

22:40
ФУТБОЛ (16:9)
– Чемпионат Италии. “МИЛАН” – “УДИНЕЗЕ”. Прямая трансляция

არ არი იუვენტუსის თამაში სპორტზე მილანის თამაშია..:| Sport + არის ჩვენი მატჩი..

dito chanturia
12 years ago

albat estegareibias atamashebs dges dab dge aqvs bolo bolo kavcs da mere eliati shecvlis

gag100
12 years ago

ისევ მატრი აგერ ნახავთ

lasha naxucrishvili
12 years ago

კრასიჩიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი შეაგდებს !!!!!!!!!

საბა შიოშვილი

პეპეს დააყენებს და მერე ჯიაკერინითი შეცვლის !!!!! არამგონია დღესაც შემოიყვანოს ელია

Gio Darja
12 years ago

კრასიჩი იწყებს კრასიჩი, ფაქტიურად გადაწყვეტილია Milos Su Favorito :love: დღეს იჯირითებს ჩემი მილოში :up:

vaxo turqadze
12 years ago

ეს ფერგიუსონი დღითიდღე მაოცებს,მართალია გუშინ ლიდსი იყო მანჩეს მეტოქე მაგრამ ტიპს სასტავში ორი ნომინალური მცველი ყავდა,თან ორივე ფლანგის,ფაბიო და ვიღაც ფრეისი,დანარჩენი კარიკის გარდა სუყველა შემტევი იყო,თავად განსაჯეთ : გიგზი,პარკი,ვალენსია,ოუენი,ბერბატოვი,მაკედა და დიუფი !!! თან გოლიც არ გაუშვიათ…,ეჰ,ერთი ეგეთი მწვრთნელი ჩვენც გვინდა რა,იმედია ჩემი კონტე წლების შემდეგ ფერგიზე მეტი თუ არა ნაკლები არ იქნება…

lasha naxucrishvili
12 years ago

შენ ეგა თქვი რა
მარა მაგ ფეხბურთელების ხელში ცოტა რთული წარმოსადგენია :lool:

საბა შიოშვილი

აუ საერთოდ მოტა ათამაშოს კონტეს თუ უნდა მთავარია შედეგი ვნახოთ !!! ან თუ უნდა იაკინტა დააყენოს ძირითადში ოღონდ იუვე ის იუვე გახდეს რაც წლების წინ იყო !!!!

Vaxooo
12 years ago

დღეს გოლები უნდა გაიტანონ ელიამ, კრასიჩმა და ჯაკერინიმ :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

დელ პიეროს ჯარიმა მინდა ჯარიმა :chuvak: :forza:

Gio Darja
12 years ago

2 საათი თამაშის დაწყებამდე და მარტო ქიმია დამრჩა სასწავლი :chuvak: ჰაჰაა რა მაგარია :lool:

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე; კრასიჩი, მარკიზიო, პირლო, პეპე; ვუჩინიჩი, დელ პიერო

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, ბონუჩი, ესტიგარიბია, ელია, ვიდალი, ჯაკერინი, კვალიარელა, მატრი

Tuttojuve – ს სავარაუდო შემადგენლობა..მაგრამ ეჭვი მეპარება ალემ დაიწყოს, მატრიმ გოლი შეაგდო და ძირითადში იქნება ალბათ, ტრავმა რომ მიეღო განაცხადში არ შეიყვანდა ამიტომ..იმედია ვუჩინიჩი – მატრი იქნება, ელია, კვალიარელა და ვიდალი შეცვლაზე შემოვლენ..

MegobaroO
12 years ago

დღეს ელია იტანს გოლს. 3:0 ვიგებთ. :forza: :forza: :forza:

tornike dangadze
12 years ago

დგეს ბოლონიას უნდა გადაუაროთ

lasha naxucrishvili
12 years ago

George
ავატარი შეცვალე მანამდე :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

ისე ჯაკიტოს დავცინივართ და შეიძლება მოუმატოს ჯერ ახალი მოსულია რა იცი რა ხდება :givi:

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x