ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka makharadze
12 years ago

მაგტიფიქსი არა მარა მემგონი კომპს აქ დანდზრეული.. აუ გაიხარე ჯერჯერობიტ არ ცჰდავს :*:*:*:*:* :forza: :forza: :forza: :forza:

bibobibo
12 years ago

მომწერეტ ლინკი რომელიც არ ჩედავს კაცურად რაა

საბა შიოშვილი

საღოოოლ :forza: :forza:

Gela Labadze
12 years ago

http://www.adjarabet.com/translation.html აქედან ვერ უყურებთ?

ako mamulashvili
12 years ago

http://www.livescorehunter.ro/streams/ss/02.html აჰადზმა დაუყურე ცუდ ინტერნეტზე არ ჭედავს ტუ მაგთიფიქსი არ გაქვს რათქმაუნდა

12 years ago

ლინკები დადეთ რაა რაზეც უყურებთ…

Gela Labadze
12 years ago

როგრ\ორც იქნა შევაგდეთ

mamuka makharadze
12 years ago

აუუ ვერ უყურე ტამასჰს რაა.. :::@::@: გავცჰედავ… რამე ლინკი მომეციტ

jjj jjj
12 years ago

ლაციოც აგებს:D

Del Piero 10+
12 years ago

მეორეც ბიჭებო თორე გული მისკდება 1:0 ზე

lasha naxucrishvili
12 years ago

იმენა ელემენტარული შეცდომა ბოლონიას მხრიდან !

saba tsertsvadze
12 years ago

მილანი აგებს. დინატალემ სამივე ტურში და ევროპის ლიგაზეც გაიტანა.

lasha naxucrishvili
12 years ago

გოოლლლლლ :lool:

jjj jjj
12 years ago

goooooooooooooool ვუჩინიჩი მაგადიააააააა! მილანი აგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებს :chuvak: :juvee: :forza:

levan beglarishvili
12 years ago

რა დამპალი გოლი იყო:)

bibobibo
12 years ago

ამოვიეე გოლლლლ :forza: :forza:

saba tsertsvadze
12 years ago

goooooooooooool!!!!!!

david alkhanishvili
12 years ago

იუვეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: უდინეზეეეეეეეეეეე :italy:

jjj jjj
12 years ago

:blin:

jjj jjj
12 years ago

აუ ვიდალი ელია გვინდაააააააა

Gela Labadze
12 years ago

რა საზიზღრად თამაშობენ ჯერ

giorgi tsotsoria
12 years ago

სუპერ ლინკი

http://ru.justin.tv/vladimir29_39#/w/1802047104

Gela Labadze
12 years ago

http://www.adjarabet.com/translation.html

აქ უყურეთ

Giorgi kasrashvili
12 years ago

ბევრი ვინც ვერ უყურებთ არაფერი დაგკლებიათ, ნერვები არ მოგეშლებათ მაინც ამათ უაზრო ბურთის გოებაზე, ბოლონია უფრო გვიტევს… :blin:

jjj jjj
12 years ago

ელია შემოიყვანე რა :blin:

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x