ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )


იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )

მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !

აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.

გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.

“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …

“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.

ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.

ლაზარეთი …

” იუვენტუსი ”

იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.

ბოლონია”

“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.

ბოლო 5 შეხვედრა :

14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )

27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )

21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )

24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)

26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)

მთავარი გმირები :

” იუვენტუსი”

მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“ბოლონია”

მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.

სავარაუდო შემადგენლობა :

“ბიანკონერი “

ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი

“როსობლუ”

ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო

საბოლოო ვერდიქტი :

საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში.  ამ წყვილში ” იუვენტუსი ”  ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0


ტვ- ტრანსლიაციები :

ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )

GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

580 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

აუ დაიწყო ეხლა მარგალიტების ცვენა

სათამაშო ეპიზოდი იყო , მსაჯია საოცარი ვინმე , ტიპი თავიდან აპირებდა ბარათის ამოღებას , მერე გადაიფიქრა და მერე მაინც გააგდო :loool:

დაუდო პატკატი და ნებისმიერი დაუდებდა , გაგდებული ჰქონდა ბურთი და დაჭერა უნდოდა , სათამაშო ეპიზოდი იყო

lasha tkeshelashvili
12 years ago
Reply to  Dutch

გეთანხმები 100% უნდა ეთამაშა ეგრე სუდია ვერაა მთ;ად ჯანმრთელი,რაც სეზონი დაიწყო უკვე მესამე მიქარვაა სუდიების იუვესთან.

lasha naxucrishvili
12 years ago

არა გეგონება გოლი გაქონდათ რა
:mad: :mad: :mad: :mad: :mad:

lasha tkeshelashvili
12 years ago

ეხ

BESO BARAMIA
12 years ago

დავიტანჯე-ნორმალური ლინკი იცით ვოინმემ????

lasha tkeshelashvili
12 years ago
Reply to  BESO BARAMIA

სოპკასტს ვერ ხსნი მაგარი ხარისხი აქვს ძაან

BESO BARAMIA
12 years ago

სპასიბა ბრატ

Di Francesco # 1
12 years ago

ახლა მაინც შემოიყვანოს კვალი, 1 გოლს კიდე გავიტანთ

bibobibo
12 years ago

დელპოს მაგივრად მატრი ან კვალი და პეპეს მაგივრად ვიდალიი და ტუ რამე მერე ელია შემოვიდეს

საბა შიოშვილი

რრატო რატო რატო ??? :

lasha tkeshelashvili
12 years ago

sudias kurdgeli dedac raaaaaa:twisted::twisted::twisted::twisted::twisted:

david alkhanishvili
12 years ago

აუ ჩემი,თავიდან ხომ არ აგდებდა და რატო გადაიფიქრა ამ შობელძაღლმა რა :mad:

Gurami Tkebuchava
12 years ago

რა სულელია რა ქნა : ნეტა გაეყვანა და მატრი შემოეყვანა რა :

jjj jjj
12 years ago

აუ დაგვერხააააააა :loool:

bibobibo
12 years ago

auu citelii bliad msajoo shen dedas vchimee meee :

levan beglarishvili
12 years ago

მდააააა, ეხლა გაგვიჭირდებააააა, დელპიეროს მაგივრად გვინდა კვალია ან მატრი და ვიდალი აუცილებლად

david alkhanishvili
12 years ago

აუ კინაღამ გააგდო ეს შლანგი,რეებს აკეთებს :mad:

lasha naxucrishvili
12 years ago

გოლს გიტანენ შე ……… მასე რო ჩეხავ გოლს გიტანენ ეეეეეეეეეეეეეე

gag100
12 years ago

ვერ ვუყურებ რა და თუ ვუყურებ 1 წუთიტ და მერე ითიშება

mamuka makharadze
12 years ago

ვუჩინიჩმა წიტელი აირტყაა??

saba tsertsvadze
12 years ago

გაეყვანა რა წეღან :

Giorgi kasrashvili
12 years ago

ოეეეეეეეეეეე შე ქაჯო-ქაჯოოოოოოოოოოოოოოოო

აუ ეს ვინ მოვათრიეთ გუნდში რა!!!

ოქრო ჩხიკვაძე

კრასიჩს არ უთხრეს რომ თამაში ხაზს შიგნით არის

Giorgi kasrashvili
12 years ago

აუუუ ლაციოსთან თამაში გამახსენდა, რა შეიგდო მილოშმააა :up:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ნაპოლი მე2 შემადგენლობით თამაშობს, Xია უეჭველი… მიდი ვერონელო ვირებო არ წააგოთ…

კანავარო, ჰამსიკი, კავანი, ინლერი, ლავეცი ყველა სკამზეა…

Giorgi kasrashvili
12 years ago

მელომ დღესაც გაიტანა, ოღონდ პენალტი…

70 წუთი რასინგი-რეალი 0-0 :lool:

ლაციო აგებს
მილანი აგებს და პატო დაიმტვრა, ელ შაავარი უტევს ეხლა :lool:
ნაპოლი X მოდის…

დამთავრდეს რა ასე ყველაფერი იტალიაში მაინც :chuvak:

david alkhanishvili
12 years ago

ვერც მე ვუყურებ,ვჯობივართ?ვქმნით მომენტებს? დედა ეტირა ჩემს ინტერნეტს დღეს მაინცდამაინც

jjj jjj
12 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
580
0
Would love your thoughts, please comment.x