ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 14-1 “ლასკარა”

“ბოლონიასთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა “კატანიასთან” მატჩისთვის დაიწყეს მომზადება.ანტონიო კონტემ გუნდი ორ ნაწილად დაჰყო.მოთამაშეები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში დაიტვირთნენ მსუბუქად ვარჯიშობდნენ, დანარჩენებმა კი მეგობრული მატჩი სერია D – ს გუნდ “ლასკარასთან” გამართეს.

ბიანკონერების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა : კარში სტორარი, მოტა, სორენსენი, ბონუჩი და გროსო დაცვაში, ელია, პაციენცა, ვიდალი და ესტიგარიბია ნახევარდაცვაში, კვალიარელა და ტონი წინახაზში.მთელი 80 წუთი კონტეს შეგირდებმა ამ შემადგენლობით ჩაატარეს, შეცვლაზე შემოვიდა მხოლოდ ლუკა მარონე, არტურო ვიდალის ნაცვლად.საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შავ-თეთრების გამარჯვებით დასრულდა, 14-1.ფაბიო კვალიარელამ თავი ექვსჯერ გამოიჩინა, ლუკა ტონიმ პოკერი შეასრულა, დუბლი გაიფორმა ელჯერო ელიამ, თითოჯერ კი მეტოქის კარის აღება მოტამ და გროსომ მოახერხეს.

ხვალ, 23 სექტემბერს ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე მთელი გუნდი სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

წყარო : Juventus.com

25 thoughts on ““იუვენტუსი” 14-1 “ლასკარა”

  1. კარგია კუალიარელა ფორმაში რომ შედის.. სავარაუდოდ ალექსა დაისვენებს და კვალი-მატრის ვიხილავთ პირველად :vashaa: და იმედია გაამართლებს, აქ გულშემატკივრები იმდენს გაიძახოდნენ რო ამ დუეტის ნახვა სურთად რო მეც მომინდა :davliot:

  2. როგორც ეატყობა ზამთარში რო გადმოიყვანენ როდოლფოს სან პაოლოდან, კიელინი გადავა კრაიზე ეუჭველი… ცენტრში როდოლფო და ბარძალი იქნებიან… ბონუჩიც შეენაცვლება

    1. თუ დე ჩელიე ვერ გაამართლებს აუცილებლად იყიდიან მარცხენა მცველს.. მე შენ გეტყვი შეიძლება მარცხენა მცველის პოზიცია უფრო პრობლემატური აღმოჩნდეს.. თან ცენტრში რუდოლფოს აქედანვე უყუმარებენ და მარტო მარცხენა მცველი დაგვჭირდება

  3. კრასიჩსაც დაახია ძირითადში ადგილი ჯიაკერინიმ სამუდამოდ და მაგარი მიხარია კიდეც… კონტეს შეცდომა იყო 2 რაგაცა:
    1 კრასიჩი ძირითადში
    2 დეჩელე ძირითადში

    მთლიანობაში თამაშის უკმაყოფილო არავარ. ვიჩინიჩის შეცდომა რომ არა 3 ქულა არ აგვცდებოდა…

  4. გეთანხმები ძმა გროსსო ჯობია დეჩელეს 10 თავით! სასტავში ეგ უნდა იყო! სიენასთან დაამტკიცა გროსომ მისი თამაშით რო გირსია ძირითადი სასტავის. დეჩელემ იმენა ჩააგდო ბოლონიასთან მატჩი, ნახეთ საჯარიმოში მკერდით რო გააჩერა ბურთი მისი მოკლე ჩკუით და კინეგამ გაგვიყარეს… მოუქნელი როჯაა მაგარი რა…

  5. ვითომ მეორე შამადგენლობა მარა თითქმის პირველის დონის, ესაა ჩვენი პლიუსი და კონტე გამოიყენებს
    კვალიმ უეჭველი უნდა ითამაშოს ტონიც იმსახურებს შანსს

  6. კვალიარელა :kiss: იმედია შანსი მიეცემა კატანიას წინააღმდეგ ძირითადში მატრისთან ერთად რაა :mda: როგორ ველი ფაბიოს დაბრუნებეს, მატრიარელა :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.