ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ჯერ ისევ ლიდერები ვართ “

სამწუხაროდ, გუშინდელ მატჩში ბუფონს საკუთარი კარიდან ბურთის გამოღებამ მოუწია, “იუვენტუსის” მიერ გაწეულ შრომას შედეგი არ მოუტანია და “ბიანკონერებიც” მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. მიუხედავად დაკარგული ქულებისა, “ბებერი ქალბატონის” კარის დარაჯი მისი თანაგუნდელების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია და ფიქრობს, მთავარი მომავალზე ფიქრი და შეცდომებზე სწავლაა: ” აგრესიულები ვიყავით, ვცდილობდით, მიუხედავად კაცნაკლულობისა სტუმრები სახლში დამარცხებულები გაგვეშვა. დამწუხრებულები ვართ სამი ქულის დაკარგვის გამო, მას განსაკუთრებული ფასი ექნებოდა. რაც შეეხება პორტანოვას, ის თავით თამაშის ექსპერტია და სეზონში სამი-ოთხი ასეთი გოლი აცუილებლად გააქვს. პასიური ბურთები ხშირად თამაშის ბედს წყვეტენ ხოლმე. ცხადია, თერთმეტი კაცით მეტი შანსი გვექნებოდა, თუმცა ფეხბურთში მოულოდნელი რამ არ არსებობს. ჯერჯერობით კარგად გამოვიყურებით, ვფიქრობ, ჩვენ მიერ მოედანზე ნაჩვენები თამაში ღირსეულია. ამით ყველანი ვამაყობთ. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე გუნდის გვერდით ისევ ლიდერები ვართ. ამან მომავლისთვის უნდა შეგვაგულიანოს, დარწმუნებული ვარ, მეტ აგრესიას შეგვძენს. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

75 thoughts on “ბუფონი: ” ჯერ ისევ ლიდერები ვართ “

  1. მაგი მეც კი ვიცი, მარა აქ მსაჯს რო ბურთი არ ჩაეთვალა თავს იმითი გაიმართლებდა რო ბურთი გორავდა და მართალიც იქნებოდა
    კაია რო ჩათვალა, მარა გუნდს მაინც არ შეერგო და დარწმუნებული ვარ რო ის ბურთი რო არ ჩაეთვალა მირკოს არ გააგდებდა

  2. ხო არის შემთხვევები მსაჯი მოთამაშეს უფლებას აძლევს სასტვენის გარეშე შეასრულოს ჯარიმა, გუშინ სწორედ ეგეთი შემთხვევა იყო ტიპებს ჯარიმები გაუტანიათ ეგეთ მომენტებში პირლომ პასი გააკეთა, ხელი დაადო ბურთს ანუ დააფიქსირა და პასი მისცა..

  3. პირველი შეხებით ხო ისწორებენ ხოლმე ) ანუ წიპა , ბურთს რო აგდებენ წინ და მერე ასრულებენ სტანდარტს ) გაისწორა და უცბად გააგორა . ამაში ახალია რამე ? ) ნუ იქ თუ გორავდა ოდნავ ეგ არაფერს ცვლის . სწრაფად არის გათამაშებული ჯარიმა ეგ იყო და ეგ

  4. დათკა
    მე კი არ მწყენია რო ვერ დაინახა მსაჯმა, უბრალოდ პირლომ როცა გააკეთა პასი, ბურთი გორავდ
    იგივე მომენტი ბოლონიას რო ქონოდა დარწმუნებლი ვარ ყველა იტყოდით რო ბურთი გორავდა

  5. darja
    ბოლონიას რაც ეკუთვნოდა მაგი კი ვიცი
    უბრალოდ ის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

    დათკა
    სანამ მირკომ მიიღო ბურთი მანამდე, პირლო 2-ჯერ არ შეეხო ბურთს?

  6. შეეხო რო გაეჩერებინა :D გადაუგორდა თუ რა ქნა ეგ უკვე არ არის საინტერესო . მსაჯმა დააფიქსირა ჯარიმა , მსაჯმა არ ჩასტვინა . შედეგად პირლოს შეეძლო რაც უნდოდა ის გაეკეთებინა . ადგა და პასი გააკეთა

  7. 1juve

    რას ამბობ ანუ ეხლა ამით 1 ქულაც არასამართლიანად ავიღეთ და მოგებას იმსახურებდა ბოლონია ? 10 კაცით 4-1 უნდა მოგვეგო ბედმა გადაჭამა სტუმრები და ძლივს აიღეს ქულა, ვუჩინიჩი რომ არააფსაიდიდან გააფრთხილეს ეგ არაფერი ხო ?

  8. დათკა

    შეიძლება :) მე ვიცი, რომ ბურთი გაჩერებული უნდა იყოს რაცა ჯარიმაა და შენდეგ გაითამაშონ (ან როგორც სიტუაცია მოითხოვს :) (ნუ მაგრად კი გამისწორდა, რომ ჩათვალა და) არადა იყო ბევრი მომენტი პირველშიც და მეორეშიც > მაგრამ ის არმესმის ელიას რატო არ ათამაშებს :) ეტყობა დასჯილია თავის სიტყვების გამო, რაც იუვეში გადასვლაზე თქვა :) ჯაკერინიმ გამაკვირვა :) 4 – 2 – 4 კი მომწონს კაი სქემაა :) აშკარად მოუმატეთ! 3 თამაშია 60 პროცენტია იუვეს სასარგებლოდ ბურთის კონტროლში! პროგრესი არის, მაგრამ მაინც ქართველები ვართ :D მაქსიმუმი გვინდა ყველა შეხვედრაში :D :)

  9. რაც მართალია მართალია, კონტემ მებრძოლი გუნდი დააყენა და ბედმა შეჭამა ბოლონია უნდა მოგვეგო არ გაგვიმართლა უბრალოდ..10 კაცითაც კი კარამდე არ მიუშვეს მეტოქე, ამ ძლიერ შემადგენლობაში კი 1 ძალიან სუსტი წერტილი გამოჩნდა გუშინ – პაოლო დე ჩელიე..ვერც პასები აკეთა, პირველ ტაიმშიც საკმაოდ დაკარგა, კუთხურის ეპიზოდი 100 % – ით მისი ბრალი იყო, მარცხენა დაცვა მეტად ძლიერი უნდა გვყავდეს..

    რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მარკიზიო უნდა დაასვენოს კატანიასთან ვიდალი ძირითადში, კრასიჩი მომეწონა გუშინ არ უნდა გაეყვანა, ნუ პეპე 0 იყო ჩემი აზრით ვერაფერი ვერ ქნა, ჯაკერინი მეტად პროდუქტიულია..პირლო უკომენტაროდ, უბრალოდ კლასი

    როგორც რუსები ამბობენ “ნი ხვაწილო” 1 კაცი, მეთერთმეტე კვალიარელასნაირი ცივსისხლიანი და შევჭამდით მეორე ტაიმში..მატრი ძირითადში უნდა ყოფილიყო შეიძლება პირველშიც გაგვეტანა მეორე

  10. ჩასათვლელი იყო და ჩათვალა . ვუჩინიჩზე თამაშგარეს რო აფიქსირებდნენ მაგ დროს ხო ხედავდნენ :blin:

    შეტევა არ არის ის რაც უნდა იყოს ეგ მართალია , მაგრამ შევლენ ფორმაში . ტრავმები და რამე ჯერ ჯერობით პრობლემებს გვიქმნის წინა ხაზში

  11. ის ბურთი არ უნდა ჩაეთვალა, აშკარად ეტყობოდა რო ბურთი გორავდა, მარა მსაჯი ვერ ხებდავდა
    კვლი რო დაბრუნდება სულ სხვა შეტევას ვნახავთ, მემგონი ყველა ვთანხმდებით რო ეს ის შეტევა არაა რასაც ველოდით

  12. Juve FC
    როგორ ? : ) რატო არ უნდა ჩაეთვალა გოლი ? მსაჯს არ უთქვამს , რომ სასტვენის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო თამაში . პირლომ შეხედა და მსაჯის მხრიდან შესაბამისი მოძრაობის შემდეგ პასი გააკეთა . ამიტომ ამ შემთხვევაში არ ხარ მართალი . არც ლაინსმენს და არც მთავარ მსაჯს არ ჩაუსტვენია გოლის გატანის შემდეგ . შეეძლო არ ჩაეთვალა , მაგრამ არ იქნებოდა სწორი ) თავიდანვე უნდა ეჩვენებინა რომ თამაში მხოლოდ სასტვენის შემდეგ გაგრძელდებოდა .

  13. დათკა

    გაგვიმართლა იმ მომენტში… არ იყო ის ჩასათვლელი გოლი :) სუდიამ, რომ გაგვიფუჭა თამაში მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი :) პეპეს რაზე მისცა ყვითელი? ვუჩინიჩის პირველი ჯარიმაც არ იყო საყვითალო… არც მეორეში არ უნდა ეჩვენებინა, რადგან ერთი ყვითელი უკვე ქონდა, მაგრამ დიდი ზეგავლენა მოახდინეს ბოლონიას ფეხბურთელებმა მსაჯზე… სუსტი მსაჯი იყო! ასეთ დროს უნდა გააკონტროლოს თავი! აყვა… რა ) პირლოზე იყო ჯარიმა ერთ მომენტში, მაგრამ საერთოდ გაატარა ეგ მომენტი, მომკალი და ჩაწყობილი ტური მგონია რა :) ყველა თამაში. :)

  14. რატო გაგვიმართლა გოლის გატანა ეს გამაგებინეთ ვინმემ რა

    პირველ ტაიმაში შეგვიტიეს ? ჩვენ შევუტიეთ ? შევუტიეთ

    ვუჩინიჩი რო 1-1 ზე იყო და 100 % მომენტი გაუფუჭა ლაინსმენმა , ვითომ თამაშ გარის გამო ეგ არაფერი ხო ?

    მეორე ტაიმში , იმ უბედურმა დე ჩელიემ მოგვიტანა ბურთი სამწუხაროდ …

    მაგის მერე დავახიეთ ბურთი თავზე , მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა


    და დამიჯერეთ , სირცხვილი იცით რა არის ? როდესაც იტალიურ გუნდზე იძახით , რომ ეს ყველაზე სუსტიაო და ამას ყველამ მოუგოო და ჩვენ ვერ მოვუგეთო . იტალიაში სუსტი გუნდი არ არსებობს გრანდებთან ! ყველანი თავ პირს იტეხავენ , მაგრამ გრანდებთან ისე თამაშობენ , რომ გეგონება ძალიან მაღალი დონის გუნდიაო . არცერთ სხვა ჩემპიონატში არ ხარჯავენ ისეთ ენერგიას გრანდები , როგორსაც კალჩოში ! ამიტომაც არის ყველაზე რთული ჩემპიონატი ჩვენი ! გაიგეთ ეს რა ხალხნო !

    ნოვარამ თუ ინტერს დაადო 3-1 , რამეს ნიშნავს ეს ? შემადგენლობით ნოვარა მართლა ყველაზე საცოდავი და სუსტი გუნდია , მაგრამ აგერ ინტერს საკუთარ არენაზე , ფეხბურთელების თავდადებით 3-1 მოუგო . კალჩოში მარტივად არაფერი ხდება . გუშინ მსაჯმა დაგვწვა , არ იყო ვუჩინიჩი გასაგდები იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ როცა გქვია მსაჯი , არ იღებ ბარათს და ზეწოლის შედეგად მაინც ამოგაღებინებენ , უნდა წახვიდე და კარის კაცი გახდე სადმე მიტოვებული შენობის !

  15. gergeda

    კაი რა გოლი გაიტანეს? :) ჯარიმის დროს ბურთის გაჩერება და შემდეგ გათამაშება – შეიძლება: იმ მომენტში ბურთი გორავდა ) გაგვიმართლა, რომ ჩათვალა :) და ვუჩინიჩს ნუ ამართლებთ… არაფერი გაუკეთები 0 იყო რაც ითამაშა… კარებში დააარტყა შორიდან და რა? მიუგორა :D პირველი ყვითელი არ იყო მისაცემი… მაგრამ მაინც მისცა… ჩაწყობილი ტური იყო რა :) ასე მგონია :) რაც შეეხება კრასიჩს – პეპეს მაინც ჯობია :) კონტე იტალიელებზე აკეთებს აქცენტს :) ცუდია, ძალიან ცუდი :) სიორენსენი სადაა იცით ვინმემ? ერთხელ მისცეს შანსი და დააყენოს ცენტრში… მაინტერესებს ცენტრში რას იზავს :)

  16. ჯუვენტინო ვერ დაგეთანხმები.. კაი მასჰინ ჯუვემ ფრე ითამასჰა 10კაცით ბოლონიასთან მაგრამ დანარჩენმ ლიდერებმა რა ქნა მაშინ ვერცერთი გასულა 3ეულსჰი და ეგაა..

  17. rogor sheileba imarTlo tavi, roca ver ugeb bolonias, romelsac yvelam mougo vinc shexvda. portanova im tamashebshic chadioda kutxurze mara unda mshralad waago orive matchi. ati kacit ro darchebi boloniastan eg sabuti ki ara sircxvilia… miyvars juve mara gushin iseti azri damrcha vibrzolebt europa ligistvis.

  18. George
    უწყინარი სიტოაცია რო იყო და გოლი რო არ გაQოდათ, მაშინ თუ არ ებრძოლე, ამის მერე იქმნება საგოლე სიტოაცია, ამიტო მირკომ სწორი გადაწყვეტილებაც მიირო და სწორი პატკატიც გააკეთა, უბრალოდ კაცს რომელსაც ყვითელი აქ, ასეთ სიტოაციაში ნორმალური მსაჯი ბარათს არ იძლევა.
    კრასიჩი კიდე, ყველაზე სუსტი იყო და აქამდე რო სკამზე იჯდა ეს იმას არ ამართლებს რო ბურთი 2ჯერ მიიღო და იმხელაზე გაიგდო მოედანს გადააცილა

  19. ყველას ჩვენ ჩვენი აზრი გვაქ, ზოგიც სხვას ემხრობა, ზოგიც არა.

    ერთადერთი ”ფაიზაყი” კი -> მარჯვენა მხარეს არსებული ”დიალოგური ფანჯარაა” პირლო (67%, 86 Votes)

  20. რეებს იტყვით ხოლმე… :|:|:|:| ძალიან კარგი გოლი გავიტანეთ.! და არასწორად გამოგაქ დასკვნები გუნდათან მიმართებაში, გუშინდელ თამაშს და ფეხბურთEლების მონდომებას ვერ ხედავ, ვერც კონტეს მიზნებს აფასებ როგორც საჭიროა ამიტომ გგონია რომ 3ე ადგილზე გავალთ. არაა ეგრე წელს სკუდეტოსთვის ვიბრძვით ეს უკვე გამოჩნდა ამ სამი თამაშით :forza:

  21. გამომდინარე აქედან ვხდები იმას, რომ კონტე მე3 ადგილით წელს კმაყოფილი იქნება…

    მე კი სკუდეტო მინდა და იცით რატომ???

    ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს და კინკურენტებიდან განსხვავებით მხოლოდ სერია-A გვაქვს საფიქრალი…

    სკუდეტო დადეთ!!!

    ეს აღმშენების წლები ჩაბარდა წარსულს… :mad:

  22. მოკლედ ამ მაჩზეც შემოგთავაზებთ ჩემს მიმოხილვასა და შეფასებას…

    1.
    ადვილი მატჩი და ადვილი 3 ქულა გვქონდა ასაღები, კონტემ ყველასათვის მისაღები შემადგენლობა დააყენა, მაგრამ მე სიენასთან მატჩის შემდეგ, მარკიზიოს-ვიდალით ჩავანაცვლებდი… გამოვცდიდი ვიდალს, აბა ზამენისთვის ხოააა კაცი…

    2.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ 10 კაცით ვთამაშობთ სულ მოედანზე… (დეჩელიე) პარმასთან პენალტი და წითელი აიკიდა, ეხლა კი მისი უხეში შეცდომით კუთხური დაიდო და მას გოლი მოყვა… ეს ყველაფერი კი კონტეს ახირებაა, როცა უარი თქვა ციგლერზე და კიდევ, რო არ მიჯერებთ და ვამბობ, ვიდალს სკამზე კინუ სვამს, მარცხენა მცველად ათამაშოსთქო…

    3.
    ვუჩინიჩი… კი ბატონო სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ როდესაც უკვე გაქვს ყვითელი ბარათი, ესე გამეტებით თამაში საჭირო არაა, სრულიად უწყინარი სიტუაცია იყო, გოლი გაჰქონდათ თუ რა???
    ვუჩინიჩი დეჩელიესთან ერთად ანტიგმირია…

    4.მილოშ კრასიჩი
    მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მას რომ გაეტანა 2-0 ხდებოდა…
    ესეც კონტეს ბრალია, ჩააჯინდა იმ ჯაკერინი-პეპე და კრასიჩი ეგრევე დადგეს სასტავში და ვარსკვლავები მოწყვიტოს??? ეეეეჰ…

    5.პირლო-ბარძალი-ბუფონი-ლიხშტაინერი გენაცვალეთ ბიჭებო :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.