ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ვაიოს თავში ჩაარტყეს

“ბოლონიასთან” შეხვედრას ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მოგეხსენებათ, “იუვენტუსის” ახალ სტადიონზე ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებთ ერთმანეთს, მათ შორის არანაირი წინაღობა არ არსებობს. გუშინ ამით მასპინძელთა მხარდამჭერებმა ისარგებლეს და შეხვედრის მიწურულს მარკო დივაიოს თავში ხელი მოარტყეს. ამ თემაზე კომენტარს თავად დი ვაიო და “ბებერი ქალბტონის” ლეგენდა ანტონელო კუკურედუ აკეთებენ…

კუკურედუ: ” მომხდარით შეძრწუნებული ვარ და იმედია, ეს ბოლოჯერ ხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნდობას იმსახურებენ, თუმცა ახლა ვფიქრობ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მაინც საჭიროა. ინგლისში სტადიონსა და მის ირგვლივ მიმდინარე ყველა მოვლენას დიდი რაოდენობით სტიუარდები აკვირდებიან. სხვა ჩემპიონატების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. იტალიამ ფეხბურთელებისა და მშვიდობიანი გულშემატკივრის დასაცავად ყველა ზომა უნდა მიიღოს.

დი ვაიო: “სიმართლე გითხრათ, იმ ადამიანის შეხება ვერ ვიგრძენი. იმ სტადიონზე თამაში, სადაც გულშემატკივარი, ფაქტიურად, შენს გევრდითაა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა უნდა დავამატო, სტადიონის უსაფრთხოების ცნება მოიცავს როგორც გულშემატკივრების, ისე ფეხბურთელების უსაფრთხოებასაც.

წყარო: tuttomercatoweb ; tuttosport

18 thoughts on “დი ვაიოს თავში ჩაარტყეს

  1. დიდი არაფერი ჩაურტყამს, მაგრამ ცალსახაა, რომ ესეთი გამოხტომები დასაგმობია-პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს, და რა გააკეთა ამით გულსემატკივარმა???? არ არის ეს იუვეს ფანის საკადრისი საქციელი… :no :no :no :no

  2. ეს სტადიონი რომ იხსნება, მაშინ ვიფიქრე რომ იტალიაში რთული იქნება გაკონტროლება ხალხის, ცხელსისხლიანები არიან ჩვენსავეთ… და მაქსიმალურად უნდა იქნას აღმოფხვრილი მსგავსი რამეები სტადიონის ხელმძღვანელობის მხრიდან, თორე დისკვალიფიკაციას მოგვცემენ საშინაო თამაშებზე…
    ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხებაა, უბრალოდ მოუთათუნა ალბათ და ჩარტყმით და ასე შემდეგ რომ ზიანი მიეყენებინა არ მგონია რომ განზრახ ეაგრესიულა… სამწუხაროდ ვიდეო ვერ ვნახე, დაბლოკილი მაქვს სამსახურში… კაცმა თქმა ვერ ვიგრძენიო…

  3. აღარ უნდა განმეორდეს ესეთი საქციელი.. გუნდი დაისჯება და + არასპორტულია ;)

    მოედანზე ფეხბურთელებმა უნდა გაარკვიონ სიტუაცია..
    ძალიან მაგარი კაცია დი ვაიო :boli:

    1. გასაგებია პადდეჟკა და რამე.. მაგრამ შენ გულშემატკივარს რა ყუფლება გაქვს ფეხბურთელს ჩაარტყა, ან მცდელობა გქონდეს რა აზრი აქვს.. მაშინ დაერევიან მაყურებლები ფეხბურთელებს და რა გამოვა : )))

  4. ვაა მაგრად გამიტყდა ეს რო გავიგე ეხლა.. ვიღაც ერთი არაკაცის გამო სტდიონს დასჯიან და მახინჯურად გამოჩნდება :blin:
    შეიძლება ეხლა დაგვინდონ მაგრამ ერთხელ კიდევ თუ განმეორდა უბრალოდ აუცილებელი იქნება მკაცრი ზომების მიღება (((

  5. დელე ალპის ეგ ნაკლი ქონდა რომ გულშემატკივარი შორს იყო და ახლა ახალი სტადიონიც არ მოსწონთ? არ უნდა წამოერტყათ! :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.