ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6.5 – პირველ ტაიმში სამუშაოს გარეშე.საოცარი რეაგირება კასარინის დარტყმაზე.

ლიხშტაინერი 6.0 – ნაკლებ აგრესიული ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ამჯერად უფრო დაცვაში მოუწია ასპარეზობა ვიდრე შეტევაში.

ბარძალი 6.5 – საიმედო დაცვაში, შექმნა ორი საგოლე მომენტი კუთხურის დროს აქტიურობისას.

კიელინი 5.5 – მშვენივრად თამაშობს უკანახაზში და თანაგუნდელებთან ერთად ქმნის ხელოვნულ თამაშგარეებს, მაგრამ პორტანოვას გოლი სწორედ მისი შეცდომით გავიდა.

დე ჩელიე 5.5 – საკმაოდ უხეში შეცდომა და ნაჩუქარი ბურთი კასარინის, რომლის დარტყმული ბუფონმა მოიგერია.

ვიდალი ( 76 – ე წუთიდან ) 6 – აქტიურად ჩაერთო შეტევაში.

მარკიზიო 6.5 – პირველ ტაიმში პრობლემები შეექმნა, მაგრამ შემდეგ უშეცდომო და საიმედო.შესანიშნავი დრიბლინგები და კარგი დაცვა.

პირლო 6.5 – მოატყუა მთელი “ბოლონია”, საგოლე პასი მირკო ვუჩინიჩს.მეორე ტაიმში შესანიშნავი პასი კრასიჩს.

კრასიჩი 5 – როგორც ტრავმა მოძრაობდა მხოლოდ ერთი მიმართულებით, სამწუხაროა, რომ მისი გარბენები კუთხურის ალმისკენ და არა საჯარიმოსკენ იყო მიმართული.მეორე ტაიმში ვერ გამოიყენა რეალური საგოლე მომენტი.

ჯაკერინი ( 60 – ე წუთიდან ) 5 – ცდილობდა ბევრს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

დელ პიერო 6 – ორი სახიფათო დარტყმა კარის მიმართულებით.

მატრი ( 46 – ე წუთიდან ) 5.5 – მეტოქის მცველებმა სრულიად გადაკეტეს.

ვუჩინიჩი 5 – მატჩის გმირი და ანტიგმირი.მიიღო ყვითელი ბარათი მსაჯთან საუბრისთვის, გაიტანა გოლი და პირველი ტაიმის დამატებით დროში უხეშობის გამო იღებს წითელ ბარათს.

პეპე 6 – შეუიარაღებელი თვალით პეპე მაღალი ტექნიკის მქონე მოთამაშე არ სჩანს, მაგრამ იხარჯება 100 % – ით ნებისმიერ პოზიციაზე.

კონტე 6.5 – არ შეუშინდა შემტევ სტილს მაშინაც კი, როცა მისი გუნდი 10 კაცით თამაშობდა.გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო.

წყარო : La Stampa

25 thoughts on ““იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. მარცხენა ფლანგზე აქვს ორი ვარიანტი 1. გროსო და 2. ვიდალი მართალია ნახევარ დაცვაში მაგარია მაგრამ ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციას ათამაშებენ.

  2. კიელინის რა ბრალი იყო იმ გოლში ეგ ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ, მთავარი დამნაშავე დე ჩელიეა რომელმაც ბურთისგამოტანა არ იცის საჯარიმოდან და იქნებ ჯერ ეგ ასწავლონ და მერე ათამაშონ ძირითადში

  3. ბოიანი გეცოდება?:D რომამ რაც თამაშები ჩაატარა ყველა თამაში ითამაშა,მაგრამ ცარიელ კარში გატანა ვერ ასწავლეს კრკიჩს და ღირსია რომ ხეხავს სკამს..მაგარი დაბალი დონეა:D

  4. მოკლედ რა ხდება სერია A-ში ჩორტ ევო ზნაეტ : ))) სანამ ასეთი არეულობებია ჩვენ დრო უნდა ვიხელთოთ და ცოტა უნდა გავექცეთ.. კაია რო მილანს მალე ვეთამაშებით.. ეხლა კაი შანსი გვაქვს დავამარცხოთ

  5. და ეს ბოიანი მაგრად მეცოდება… დაჟე რომაშიც სკამს ხეხავს… კაი ბარსაში მესი-ვილა-პედრო მაინც ყავდა და იქ ოსვალდო-ტოტი-ბორიელოა :))) სამივეს ერთად ჯობია

  6. მარკიზიოსაც და პირლოსაც 6,5?? ამის დამწერმა თამაშს უყურა??? პეპეს 6 :lool: :lool: :lool: ჯაკერინის 5,5 მინიმუმ. მაინც კარგად ჩაერტო პეპეზე კარგად

  7. ამ შეფასებების დამწერი უნდა დაიჭირო, პირში მისივე ნასკი ჩატენო, სერია D – ს გუნდების თასის თამაში ჩაურთო და გვერდით პროფილში რომ იყო “საბი – ბექა” ეგ მიუსვა :lool: :lool:

    პირლოს 6.5 უნდა ჰქონდეს და პეპეს 6 ? კრასიჩმა გარღვევა რომ მოაწყო დელ პიეროს პასი მისცა ეგ არ წერია, კარში რომ დაარტყა ცაციათი ეგ არ წერია, ეგრე 5 რომ გამოუვიდა ისიც გასაკვირია :X

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.