ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“კატანია” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

La Gazzetta Dello Sport – ის დღევანდელ ნომერში საუბარი ტურინის “იუვენტუსსა” და “კატანიას” შორის გასამართ მატჩს შეეხო.იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ ანტონიო კონტე ძირითადი შემადგენლობაში მცირე ცვლილებების გაკეთებას აპირებს.კარს ტრადიციულად ჯიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვაში ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე, ნახევარდაცვის ცენტრში პირლოსა და მარკიზიოს დუეტი, მარჯვნივ პეპე, მარცხნივ კი გუნდის ახალწვეული, ჰოლანდიელი ელჯერო ელია.წინახაზში გულშემატკივრებისთვის ნანატრი დუეტი “მატრიარელა”, ანუ ფაბიო კვალიარელასა და ალესანდრო მატრის წყვილი, რომლებმაც ალესანდრო დელ პიეროსა და ლუკა ტონის კონკურენცია დაძლიეს.შეგახსენებთ, რომ “ბოლონიასთან” გაძევების გამო მირკო ვუჩინიჩი დისკვალიფიცირებულია.

“კატანია” ( 4-3-3 ) – ანდუხარი; პოტენცა, ბელუსკი, სპოლი, ალვარესი; სიაკა, ლოდი, რიკიუტი; გომესი, მაქსი ლოპესი, ლანძაფამე

სათადარიგოთა სკამზე : კოსიჩკი, მარკეზე, კაპუანო, ლედესმა, დელვეკიო, სუაზო, კატელანი

მთავარი მწვრთნელი : ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” ( 4-4-2 ) – ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე; მარკიზიო, პირლო, ელია; კვალიარელა, მატრი, პეპე

სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, ბონუჩი, ვიდალი, ესტიგარიბია, ჯაკერინი, კრასიჩი, დელ პიერო, ტონი

ტრავმირებული : ვინჩენცო იაკინტა

დისკვალიფიცირებული : მირკო ვუჩინიჩი

მთავარი მწვრთნელი : ანტონიო კონტე

წყარო : Tuttojuve

109 thoughts on ““კატანია” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

  1. მატრი და კულიარელა ნანატრი დუეტი!!!! ვაი ჩვენი სირცხვილი, დელ პიეროს ფეხი რომ მოაჭრან მაინც ჯობია ორივეს, ვიდალმა კიდე სულ ძირითადში უნდა ითამაშოს თორე გააფუჭებენ მაგ ბიჭს ისევე როგორც ელიამ

  2. ეს კონტე ამ ვიდალს ამოაგდებს ფორმიდან და დავრჩებიტ იდიოტი მარკიზიოს იმედათ…… ოღონდ არ დამიწყოთ მარკიზიო მაგარია და რეებს ამბობო

  3. ვაა გროსო არ იქნება კიდე განაცხადში??? :( ტეხაავს ძალიაან… ბევრად დამაჯრებლად ითამაშა სიენასთან მატჩში ვიდრე დი ჩელიემ ბოლონიასთან და მაგრა ბოდიში და კვერცხულად გააკეტა ყველაფერიი რა…. და იმედია ამ ჯერად მაინც ითამაშებს კვალიარელა რასაც ძალიან დიდი ხანია ველოდები..

  4. RealJuventin

    მაგრად ვიცინე შენს კომენტარზე რა :lool:

    ელია მაგარია, მაგრამ რონაკდოს სენი არ შეეყაროს არ გამარიაჭდესო :lool:

    ჯერ ელია მივიდეს კ.რონალდოს დონემდე, ითამაშოს მასავით და გინდ მარიაჟა იყოს და გინდ ნულოვუი შკურკა :lool: :lool: :lool:

  5. წელს დე ჩელიე თუ დაგვყუპავს სხვა არავინ ,როგორმე დააზღვიოს ვინმემ დაცვაში ზამთრამდე თორემ დავიღუპებით.კონტე პაოლოს რო დაეყრდნო სანანებელი არ დაურჩეს

  6. კრისტიანო ბექემივით გაიბანძებს თავს ! მესი არა მარტო როგორც ფეხბურთელი ჯობია არამედ მესი თავის თანაგუნდელებსაც ატანინებს თვითონაც გააქ და არასდროს ბლატაობს, სტადიონზე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს მესიმ რო იჩხუბოს ! დისციპლინა და კრისტიანო შორს არიან ერთმანეთისგან, ისე მთლიანად რეალია შორს დისციპლინისგან როგორც კი გოლი გასდით ეგრევე ნერვებზე ითხრებიან პეპეც რამოსიც და რავი კიდე.

  7. მაგას მართლა თავში აქ ავარდნილი და თავი მესიზე მაგარი გონია, ჯერ რა სახე მიიღო დაჯილდოვებაზე, მესიმ რო აჯობა
    რეალში კიდე, მთავარი გონია მისი თავი და, რაც მაგი მივიდა რეალში იგუაინი რომელი ბრწყინავდა, ვაფშე ამოვარდა ფორმიდან, იმიტორო ზედმეტს იღებს თავის თავზრ და პასებს არ იძლევა
    მაგას გონია რასინგს რო 5 გოლ გაუტანს დიდი ფეხბურთელია, მაგან ყველა პრინციპული და მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო და მიტოა უტიტულოდ რეალი
    გუშინ ტადეი ნახეთ მთEლი 10 წუთი ბურთისმომტან ბავშვს ეთამაშებოდა და ქართველები აქ ბავშვი რო ცოტა ბურთს დაუგვიანებს გინებას არ აკლებენ
    ხო ეს რას მოვაყოლე, კონტე ზუსტად ასეთ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, მთავრი მარტო ტექნიკა არაა
    ხო გახსოვთ რა თქვა ფეხბურთელი რომელიც წაგებული თამაშის შემდეგ გაღიმებული გამოვა მოედინდანო, იმას აღარ ვათამაშებო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.