კაპელო: ” “იუვენტუსი” ერთ-ერთი ფავორიტია “
ინგლისის ნაკრების დამრიგებელი ფაბიო კაპელო იტალიის ჩემპიონატში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს და “სკუდეტოს” მოპოვების შანსებს განიხილავს. იტალიელი სპეციალისტი რამდენიმე სიტყვით 2006 წლის სკანდალსაც შეეხო:” ჩემი ტიტულების პირად კაბინეტში “იუვენტუსთან” ერთად მოპოვებული “სკუდეტოებიც” ირიცხება -აცხადებს კაპელო- რაც შეეხება ჩემპიონატს, როგორც ჩანს, ის ძალიან საინტერესი იქნება. ფავორიტად განხილული გუნდები მოწინავე პოზიციებისგან შორს არიან. “ნაპოლი” დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა, მანამდე, სანამ ვერონაში იწვნევდნენ მარცხს. ამ გუნდმა ყველაზე მეტად გამაკვირვა, კარგად ითამაშეს “მანჩესტერ სიტისთან”, თუმცა მათ “კიევოსთან” მარცხს არ ველოდი. ვფიქრობ, “იუვენტუსიც” ფავორიტია, ანტონიო კონტე კარგ სამუშაოს ასრულებს და არც მათ მიერ ნაჩვენები შედეგია ცუდი. რაც შემეხება მე, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამუშაოს დატოვებას ვაპირებ, თუმცა კი მანამდე არავინ იცის, რა მოხდება. ”
მაგარი კაცია და არა მგონია რო ინტერში წავიდეს
ჩემი ტიტულების პირად კაბინეტში “იუვენტუსთან” ერთად მოპოვებული “სკუდეტოებიც” ირიცხება.
მაგარი კაცია. პირდაპირ უთხრა იტალიის ფედერაციას –ფეხებზე მკიდიაო თქვენი გადაწყვეტილება იუვენტუსისთვის ჩემპიონობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
გისურვებ მეორე ადგილზე გასვლას, იმიტომ რომ იტალია პირველზე გავა