ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ბიანკონერის მორიგი მატჩი კალჩოში , გაიმართება ” მასიმინოზე ” , სადაც ტურინული გუნდი ” კატანიას ” დაუპირისპირდება . გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრეს-კონფერენციას : ” ჯერ ჯერობით ჩემი მოლოდინი მართლდება და ფეხბურთელები ზედმიწევნით ასრულებენ ჩემს მითითებებს . ბოლონიასთან შეხვედრაშიც კი , დავინახე რეალური გუნდი , განსაკუთრებით მეორე ნახევარში , როდესაც 10 კაცით ვასპარეზობდით . გასახდელში შესვლისას მათ სახეებზე , ამოიკითხავდით უდიდეს იმედგაცრუებას და ეს ნიშნავს , რომ ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით ” .

სამი მატჩი და შვიდი ქულა , სტარტისთვის ცუდი ნამდვილად არ არის , თუმცა მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის , რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია …

” პრინციპში უკლებლივ ყველა შეხვედრაში , კარგად ვიასპარეზეთ და რაც მთავარია შედეგიანად , თუმცა იყო მომენტები როდესაც მაინც ვუშვებდით გარკვეულ შეცდომებს . დაცვა ? პირველ ორ მატჩში პრაქტიკულად უშეცდომოთ ვასპარეზობდით და ეს სწორედაც , რომ ამ ზონის დამსახურება იყო . ვუჩინიჩი ? ბოლონიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , მე ვესაუბრე ფეხბურთელებს და მათთან ერთად განვიხილე დადებითი და უარყოფითი ასპექტები უკანასკნელი შეხვედრის . დიახ , ნეგატიური მომენტები მინიმუმამდე იყო დაყვანილი , მაგრამ მომავალში იგი საერთოდ უნდა გავუტოლოთ ნულს . პროგრესირება აუცილებელია , ჯერ ხომ სულ რაღაც ორი – სამი თვეა რაც ერთად ვმუშაობთ ” .

შემდეგი მიზანი ” კატანიაა ” და კონტე მზად არის ამ გამოცდისთვის . სხვათაშორის მისი მეტოქე ვინჩენცო მონტელა იქნება …

” ვინჩენცოსთან ერთად , მე ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე ვიასპარეზე აძურის რიგებში და სამწუხაროდ ფინალში , ტრეზეგეს გოლის წყალობით დავმარცხდით ფრანგებთან . მასთან , ისევე როგორც სხვა თანაკლუბელებთან , ვინარჩუნებ ურთიერთობას და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს , თუმცა უპირველეს ყოვლისა , წარმატებებს საკუთარ თავს ვუსურვებ . კარგად გვესმის თუ რა რისკზე მივდივართ . კატანია საკუთარ კედლებში , იშვიათად თმობს პოზიციებს . მაგრამ , ეს არ ცვლის ჩვენს მიდგომას – უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე , ვიყოთ კონცენტრირებულნი და გამარჯვებაზე ორიენტირებულნი . არა აქვს მნიშვნელობა შინ ვთამაშობთ , თუ სტუმრად , მიზანი ყოველთვის ერთია . ახალი სქემა ? მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლენ , როგორც უკვე ხდებოდა აქამდე . არჩევანს კი ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გავაკეთებ ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david alkhanishvili
12 years ago

რა ვერაგი ღიმილი აქვს კონტეს :modee: ბევრს გაამწარებს ვატყობ :modee:

david alkhanishvili
12 years ago

ბარსაც და რეალიც ყოველთვის სხვა პლანეტიდან იყვნენ თავისი გაგებით და ყოველთვის ვაჩერებდით მხოლოდ იტალიური კლუბები და გავაჩერებთ მაგათ ვითომ არაამქვეყნიურ ფეხბურთს,სულ ცოტა ხნის წინ ჯერ რეალი გავაგდეთ,მერე ბარსა და ბოლოში რა თქმა უნდა ტრადიციულად უიღბლობით წავაგეთ,მეამაყება რომ ბარსას მარტო იუვე თუ მოუგებს და თან ბირინდელის პასით და ზალაიეტას გოლით,ორივე შეცვლაზე იყო შემოსული))))მაგათი არაამქვეყნიური ფეხბურთის რა ვთქვი მე,გაიტანენ 100 გულს სეზონში და მერე ევროპაზე ერხევათ,თუ ჩვენ ვართ ადგილზე რა თქმა უნდა :forza:

Gio Darja
12 years ago

gio_juventino

ეგ დათკას უთხარი ;)

12 years ago
Reply to  Gio Darja

:up:

12 years ago

Darja
ძმა ეხა გამახსენდა იქნებ ვრაიტერის სტატუსი მომხსნათ?>?? :blin:
წლის ბოლოს 6 გამოცდა მაქვს დანიშნული და სწავლის გამო ვერ ვახერხებ აქ დიდხანს ყოფნას და სტატიების წერას თუ გინდათ დამიტოვეთ მაგრამ რავიცი
ბევრი სტატიის დადებას ვერ დაგპირდებით :blin: :blin: :blin:

Vaxooo
12 years ago
Reply to 

რომელ კლასში ხარ გიო? და რომელ სკოლაში სწავლობ

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x