ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” კიდევ და კიდევ მუშაობა! “

კონტე გულშემატკივარს მოთმინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დღეს “იუვენტუსმა” რიგით მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, ანტონიო კონტეს გუნდი 49-ე წუთამდე აგებდა, სანამ მილოშ კრასიჩის დარტყმის წყალობით არ გაქვითა ბერგესიოს გოლი…

“წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან, როცა წინა სეზონს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, წელს “სკუდეტოსთვის” ვერ იბრძოლებ. ვიცით, რომ ბევრი გუნდი ჩვენზე უკეთეს ფორმაშია. მიწაზე უნდა დავრჩეთ და მუშაობა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმ პოზიციისა, რომელსაც სატურნირო ცხრილში ვიკავებთ. “სკუდეტოზე” საუბრით არავისთან გაჯიბრება არ გვსურს. არასწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ გოლი დაცვის შეცდომით გავუშვით, გონსალო ბერგესიო ბურთზე დასასწრებად კარგად გაისარჯა. ამ ეპიზოდის ანალიზსა და დასკვნების გამოტანას ვეცდებით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. “

” რაც შეეხება ტაქტიკას, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, მარონე და პაციენცა როტაციის საშუალება გვაძლევენ, რაც მეტოქეებს ჩვენი ტაქტიკის განსაზღვრის შანსებს უმცირებს . ვიცი, რომ ამ ალტერნატივების გამოყენება შემიძლია და თანაც არა მხოლოდ მატჩის სტარტში.  ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ქულების დათმობა ნამდვილად არ სურდათ, ჩვენი სლოგანი არ იცვლება: უნდა ვიმუშაოთ! საკუთარი თავის მოტყუება არ შეიძლება, შეცდომაში არც ფანები უნდა შევიყვანოთ, რადგან ზოგჯერ ჭორები მეტად გტკენს გულს, ვიდრე შედეგი. “ -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

64 thoughts on “კონტე: ” კიდევ და კიდევ მუშაობა! “

  1. იმედია კონტეს ესმის რომ შარშან რომ იუვე მე-7 გავიდა და წელს რომ მისი იუვე მე-6 გავიდეს, გუნდის პროგრესად და დადებით მუშაობად არ შეუფასებენ, მიუხედავად იმისა რომ ერთით მაღალი საფეხურია… ამიტომ ჩემი აზრით, არ იტყოდა ამას: “როცა წინა სეზონს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, წელს “სკუდეტოსთვის” ვერ იბრძოლებ”. ჟურნალისტების თარგმანი იქნება დამახინჯებული ან არასწორად გაგებული.
    ჩემი აზრით ასე იტყოდა: “როცა წინა სეზონს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, წელს “სკუდეტოსთვის” ბროლა რთული იქნება ან რამე მსგავსი შინაარსის… ანუ ეხლა გამოდის რომ სკუდტოსათვის არ ვბრძოლობთო… თუმცა თუ ეგ თქვა რაღაც ხრიკია ჟურნალისტებისთვის, გასახდელში დარწმუნებული ვარ სხვას საუბრობს…
    ისე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლიპის რომ უთხრა ერთმა ჟურნალისტმა იტალიის ნაკრები წელს სუსტია, იმასთან შედარებით ვიდრე 2006 წელს გყავდათო, ასე უპასუხა: როცა ეს ბიჭები თასს აღმართავენ, შეგრცხვება შენი სიტყვებისო… ცოტა გამიკვირდა მაშინ ლიპისგან ეგ… კონტე უბრალოდ უფრო თავმდაბალია ამ შემთხვევაში და რაღაცას მალავს, მგონია რომ ამ იუვეს გაცილებით მეტი შეუძლია და ფორმის პიკი სეზონის ბოლოს გვქონდეს ჯობს, ოღონდ ის არ უნდა იყოს ცხრილი, რომ აზრი აღარ ქონდეს კარგ ფორმაში ყოფნას :-)

  2. ცოტა შეთამაშება გვჭირდება,ცოტა დაცვაშიც უნდა გამოვფხიზლდეთ,კონტემაც დროზე უნდა იპოვნოს ოპტიმალური ვარიანტი და დალაგდება ყველაფერი. ისე თუ რამე უნდა კონტეს კატანიას და ბოლონიასნაირ გუნდებს უნდა მოუგოს,მაგრამ ეგეც ვერ ქაჩავს,როგორც 4ტურის შემდეგ ჩანს.

    1. 100%-ით გეთანხმები… სკუდეტოს იგებს ის, ვინც ასე თუ ისე სუსტ გუნდებთან ქულას არ კარგავს… ზოგადად კატანიასთან ადვილი გასეირნება არავის აქვს, მაგრამ ბოლონიასნაირ გუნდებთან სახლში ქულა არცერთ ვარიანტში არ უნდა დაკარგო…

  3. კონტე ცუდად ახსენებს გასულ მე-7 ადგილას, უკვე მერამდენედ ახსენა… შესაძლებელია რომ ცოტა ჟურნალისტების თარგმანის ბრალიც იყოს… არ მგონია ეგ ეთქვა კონტეს, რომ სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლებო. შესაძლბელია ეთქვა სკუდეტოს მოგება რთული იქნებაო…
    თუ მართლა ეგ თქვა, იდეაში გამოდის რომ მე-4 ტურში დაყარა ფარ-ხმალი… რაც კონტესგან გამორიცხულია… თუმცა თავს იზღვევს მაინც საჯარო განცხადებებისგან… კონტე ტაქტიკურზე უფრო ძლიერ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე აკეთებს აქცენტს და ხასიათს აყალიებს გუნდში.დარწმუნებული გასახდელში სხვას საუბრობს ფეხბურტელებთან.. შესაძლებელია ეგ ერთ გავრი ხრიკიცაა, ეგეთი განაცხადი რომ ბევრმა დროზე ადრე ჩამოწეროს იუვე… გამომდინარე იქედან რომ ფაქტიურად არავინ იცის ჯერ ჯერობით რას ათამაშებს კონტე გუნდს და რა ტაქტიკას ითამაშებს…ძალებს იფრო ბოლოსკენ ინახავს…
    ზოგადა კი ჩემი აზრით, იუვენტუსს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს წელს, არც მილანზე და არც ინტერზე ნაკლრები არაფრით არაა, მეტი თუ არა… და ის აზრი რომ ახალ მოსული ფეხბურთელებით სკუდეტოს მოგება არ შეიძლება არ მიმაჩნია სწორად…

    გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, პეპე კარგად ჩაერთო, მაგრამ მეორე მომენტია ის რომ კატანიამ ითამაშა უმაგრესი პრესინგი პირველი ტაიმი, მერე ძალები არ ეყოთ ან მონტელა შეცდა.. შესაბამისად პირველ ტაიმში პეპეც ვერაფერს იზამდა და ჩემი აზრით იმის მიხედვით რაც მეორე ტაიმში თამაში წავიდა, იქ ელია გაცილებით მეტად პროდუქტიული იქნებოდა… (ოღონდ ეხლა არ თქვათ, რომ მეორე ტაიმში იმიტომ წავიდა ის თამაში რომ პეპემ აწია ტემპიო) პეპე იდეაში გამოვიდა იმიტომ რომ გროსო დაეზღვია უკეთესად, რაც ელიამ ვერ შეძლო…

  4. აბა რა უნდა ვქნათ იუვე სანამ ითამაშებს ასე უნდა ვილაპარაკოთ აუ არაფრის იმედი მაქ წავაგებთ მაშინ წადი და ჩიტადელას უბალეშიკე

  5. მემგონი ესტიგარიბიაც ვნახოთ საქმეში ) ცოტახანი მაინც რაღაც პატარა შანსივით მისცეს იქნება ))

    მიცემს პრინციპში უეჭველი , მაგრამ როდის )) ? ჯოკერივით ხომ არ ჰყავს ნეტა ? ))

    სხვათაშორის ყველაზე მეტად ის გამიკვირდა , რომ ცენტრში სამი კაცით ვიყავით და ძალიან ცუდად ვთამაშობდით მაინც … არა რა , კატანიას საღოლ ! რა პრესინგს ყომარობდნენ ტიპები …

  6. ბალეშიკობა სწორედ ეგაა შენი გუნდი რო გჯერა მოიგებს მაგ განწყობით რო ხარ. ამდენი ხანია ამ საიტზ ვარ ეგეთი კომენტარი ჯერ არ მინახავს!

  7. წინასამაჩო კომენტარს გულშემატკივრების გარდა მწვრთნელებიც აკეტებენ.. მაგალითი ბევრია.. არსენ ვენგერი რომ მანჩესტერთან თანაბრად იბრძოლებდა 8-2 დამარჩხდა.. თვით ფერგიუსონის კომენტარებიც.. ან მოურინიოს.. ფეხბურთი მხოლოდ 90 წუთი არ გრძელდება.. და მხოლოდ მის შემდეგ არ კეთდება კომენტარები.. ფეხბურთით ყოვეთვის ცხოვრობს ნამდვილი გულშემატკივარი.. თამაშამდეც და მის მერეც და ერთი რამ ამოძრავებს მოგება… და არა ფრე ან წაგება… რო ეკითხათ შენთვის საქართველოს ნაკრები რას იზამს მალტასთან რას უპასუხებდი? ნიჩიას????:mrgreen:

  8. ჯერ ეგ რა შუაშია,რომ არ თქვან წინასწარ მაშინ მოიგებდა ხო უეჭველი? და ვინც არ იტყვის და ვისაც არ ჯერა იუვე რომ ყველას გათელავს,ის არც მოედანზე უნდა გავიდეს იუვეს მაისურით და არც უნდა უბალეშიკოს ამ გუნდს,ეს კიევო არაა წინასწარ წააგო თამაში გულში და ჩუმად იჯდე

  9. agresiulad aravis vpasuxob,rac simartlea imas vambob.xoda magito igebs didi angarishebit juve visac ras unda imas ro wert,gunds tamashi ar chautarebia da winaswar angarishebs ambobt.ro moigebs mere shiaqet gundi tu imsaxurebs winaswar ra komentarebs debt ver gavige,milantanac iblatavet da naxavt shedegs vin aighebs 3 qulas!

    1. ადამიანი ამბობს რომ მოიგებს იუვენტუსი , სხვა ამბობს რომ გაგვიჭირდება და შენ ეხლა ისე გამოგდის თითქოს ყველას მოძღვრავ ) იუვენტუსის ტიფოზია და რატომ არ უნდა ეგონოს რომ მოიგებს ) რას ხედავ ამაში ცუდს ))

      არ გვინდა ვნებათაღელვა ) ყველანი განვიცდით , მაგრამ მაინც გვიყვარს იუვე :forza:

    2. წინასამაჩო კომენტარს გულშემატკივრების გარდა მწვრთნელებიც აკეტებენ.. მაგალითი ბევრია.. არსენ ვენგერი რომ მანჩესტერთან თანაბრად იბრძოლებდა 8-2 დამარჩხდა.. თვით ფერგიუსონის კომენტარებიც.. ან მოურინიოს.. ფეხბურთი მხოლოდ 90 წუთი არ გრძელდება.. და მხოლოდ მის შემდეგ არ კეთდება კომენტარები.. ფეხბურთით ყოვეთვის ცხოვრობს ნამდვილი გულშემატკივარი.. თამაშამდეც და მის მერეც და ერთი რამ ამოძრავებს მოგება… და არა ფრე ან წაგება… რო ეკითხათ შენთვის საქართველოს ნაკრები რას იზამს მალტასთან რას უპასუხებდი? ნიჩიას????:mrgreen:

  10. რა პრობელმა შეიქმნა კატანიასთან ქულის დაკარგვა (თუ სკუდეტოს მოგება გვინდა წელსვე ამდენი ახალი ფეხბურთელით, რადიკალურად შეცვლილი სასტარტო შემადგენლობით, ახალი ტაკტიკით,ახალი მწვრთნელით ? )

    კონტე ნათლად ამბობს სამუშაო ბევრია

    ამით თავს კი არ იმართლება არამედ რეალობაში ცხოვრობს

    მეორეს მხრივ გუნდი რო სწორ გზაზე დგას ამას ის 95 წუთიანი დაუღალავი სირბილი ბოლომდე დახარჯვა და ემოციებიც კარგად ანახებს

    და ვისაც ამდენი პრობლემებიანი გუნდით სკუდეტო უნდა წელსვე თან “ბარსელონას სტილში” მოგიწევთ ლოდინი პატარა ხანი

  11. ვიცით იუვე რა არის დღეს და რა იყო ადრე, მაგრამ ყველა მოწინააღმდეგესთან ვინც არ უნდა იყოს ის ერთი გაწყობით გავდივართ მოსაგებად!!!! ასე რომ კატანიას კი არა ყველას გავარღვევთ,აი ესეთი განწყობა მაქვს მე.. რეალობა შეიძლება სხვა იყოს განწყობა კი ერთიდაიგივეა ფორცა იუვეე :juvee:

  12. pintunichio
    მოიცა აბა წავაგებტო უნდა ვიძახოთ??? მილანი რო ასხამს და გასავრდნი ზონიდან ძლივს გამოვარდა მაინც აქვთ მოგების იმედი ყოველთვის. შენი აზრით იუვე-მილანი ვინ მოიგებს? იმის ფონზე რასაც მილანი შვრება იუვემ თუ ვერ მოუგო ე მაშინ კი ავტეხავ წივილ კივილს მაგრამ ეხა არარი მაგის დრო. მილანს თუ ვერ მოვუგეთ მე დავკარგავ სკუდეტოს იმედს. მაგრამ ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი . წინ რვა მათციანი ცუნამი გვიახლოვდება და არ უნდა ვკარგოთ ამათთან ქულები მაგრამ რა ვქნათ არ გვიმართლებს. თამაშს უყურე?? ვიდალმა მარკიზიომ კრასიჩმა და დელპიერომ ისეთი მომენტები გაახაიეს 4-1 იქნებოდა უეჭველი

  13. იტოგში მინდოდა ცივ გონებაზე დამეწერა რა მოხდა ამ თამაში

    1. ის რომ ეს კალჩოა )) გრანდების წინააღმდეგ ყველა თავს დებს ) გამოვალ ეხლა კატანია და შემდეგ თამაშს 4-0 -ს წააგებს .. პრესინგი იყო მათი შესრულებით ძალიან კარგი . გვიჭირდა ცირკულაცია ბურთის ცენტრში , მიუხედავად იმისა რომ სამი ცენტრალური ნახევარმცველით დავიწყეთ .

    2. შემადგენლობის როტაცია ) იტოგში კონტე ეძებს რა სწორ ტაქტიკას და სქემას , სწორ ფეხბურთელებს პოზიციებზე … ვიღაცა უმართლებს , ვიღაცა არა … საწყისი ეტაპია და მისაღებია პრინციპში , რას ვიზამთ . გუნდის ძალა 10-11 ტურის მერე გამოჩნდებათქო ვთქვი მე სეზონის დასაწყისში და ესეც არის . მაგიტომაც ითხოვს კონტე დროს )

    3. მარცხენა მცველი … რეტო … რატო ანტონიო , რატომ … ციგლერის გაშვება იქნებოდა ? მემგონი თავში ირტყავს უკვე ხელებს . ერთადერთი პოზიციაა რომელზედაც გვიჭირს . გაცურა დე ჩელიემ სამწუხაროდ ))) იმედი მაქვს ციგლერს დააბრუნებს იანვარშივე ) ნუ ნაკლებად მოსალოდნელია მაგრამ მაინც … ხოდა თუ დამატებაა მაშინ დავიმატოთ კოლაროვი სიტიდან და ამოვავსოთ ეგ ხვრელი

    4. არ გაგვიმართლა ) საზიზღარი ამინდი , რომელიც თავს დავგდევს იმენა … ბოლოს ვაფშე კატასტროფა იყო , ბურთი საერთოდ არ გორავდა …

    5. ვიდალი … რა ბურთი გამაზა ბოლოს … იქ კიდევ რამდენიმე მაგარი მომენტი გვქონდა …

    იტოგში მორიგი მოსაგები თამაში გავუშვით ხელიდან , მაგრამ კონტე გამოიტანს დასკვნებს და მივაღწევთ იმედია წარმატებას ) უნდა გვჯეროდეს რა ) სხვა გზა არ არის :juvee:

  14. pintunichio

    რატო დამაგოგობ ? )) ცუდია რომ ვერ მოვიგეთ , მაგრამ ჩვენსავით გაგიტყდებოდა შენც ) ამიტომ არ გვინდა ამ კონტექსტში საუბარი )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.