ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” კიდევ და კიდევ მუშაობა! “

კონტე გულშემატკივარს მოთმინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დღეს “იუვენტუსმა” რიგით მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, ანტონიო კონტეს გუნდი 49-ე წუთამდე აგებდა, სანამ მილოშ კრასიჩის დარტყმის წყალობით არ გაქვითა ბერგესიოს გოლი…

“წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან, როცა წინა სეზონს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, წელს “სკუდეტოსთვის” ვერ იბრძოლებ. ვიცით, რომ ბევრი გუნდი ჩვენზე უკეთეს ფორმაშია. მიწაზე უნდა დავრჩეთ და მუშაობა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმ პოზიციისა, რომელსაც სატურნირო ცხრილში ვიკავებთ. “სკუდეტოზე” საუბრით არავისთან გაჯიბრება არ გვსურს. არასწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ გოლი დაცვის შეცდომით გავუშვით, გონსალო ბერგესიო ბურთზე დასასწრებად კარგად გაისარჯა. ამ ეპიზოდის ანალიზსა და დასკვნების გამოტანას ვეცდებით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. “

” რაც შეეხება ტაქტიკას, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, მარონე და პაციენცა როტაციის საშუალება გვაძლევენ, რაც მეტოქეებს ჩვენი ტაქტიკის განსაზღვრის შანსებს უმცირებს . ვიცი, რომ ამ ალტერნატივების გამოყენება შემიძლია და თანაც არა მხოლოდ მატჩის სტარტში.  ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ქულების დათმობა ნამდვილად არ სურდათ, ჩვენი სლოგანი არ იცვლება: უნდა ვიმუშაოთ! საკუთარი თავის მოტყუება არ შეიძლება, შეცდომაში არც ფანები უნდა შევიყვანოთ, რადგან ზოგჯერ ჭორები მეტად გტკენს გულს, ვიდრე შედეგი. “ -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

64 thoughts on “კონტე: ” კიდევ და კიდევ მუშაობა! “

  1. მე ვფიქრობ ელიას სასტავში დაყენება ნაადრევი იყო იმიტომ რომ პეპე მართლა კარგ ფორმაშია და ეს დაადასტურა კიდევაც, ნელ ნელა გუნდი ჩამოყალიბდება და უფრო კარგი თამაშებს ითამაშებს ასე რომ ჯერ ბევრი რამ წინაა კიდევ

    1. ელია ძირითადში ნაადრევია გეთანხმები,ჯერ უნდა აიწყოს ფეხი გუნდს,დღეს საშინლად ითამაშა,მაგას ჯობია რომ ბოლო წუტებზე შემოვიდეს,სწრაფია და უფრო გამოვიყენებთ

  2. pintunichio დაწყნარდი რა აქ ყველას თავისი აზრი აქ
    აქ რო ვწერთ წინასწარ მოვიგებთ და რაღაცა მაგი ბლატაობაა?!
    აქ ვისაც რა უნდა იმას წერს და დამშვიბდი რა ! მაგის თქმა რა საჭირო იყო !

    1. ბლატაობა არაფერშუაშია,აქ ყველა თავის აზრს და პროგნოზს აფიქსირებს და ჯობია კორეკტულობა შეინარჩუნო,თუ რამე არ მოგწონს ნუ წაიკითხავ,და თუ წაიკითხავ აგრესიულად ნუ უპასუხებ ნურავის

  3. დღეს იყო კაი თამაში
    რასერჩით გუნდს არ მესმის
    ჯიჯი კაია
    ლიხა როგორცყოველთვის კაი იყო
    ბარძალი რასაც ველოდით ისაა
    გროსომ იმაზე კარგად ითამაშა ვიდრე ველოდით
    კიელინი შეცდა, მარა ეპატიება, იმიტორო მინიმუმ 10 თამაში აღარ შეცდება
    პირლო ისეთი არ იყო როგორც წინათამაშებში არც მარკიზიო არც ვიდალო
    კრასიჩის და ელიას 1 ტაიმი ერთმანეთხე ცუდი იყო
    მატრიმ ვერ ივარგა, ვერც კვალიმ
    ალექქსა უადგილოდ ჩართო თამაშში კონტემ, უფრო ამ სიტოაციაში ტონი გაამართლებდა
    პეპესთვის ეს ტამაში საუკეთესო იყო მის კარიერაში
    მთლიანობაში კაი გუნდია უფრო კარგი ტრეინერით
    მოკლედ რო ვთქვათ სკუდეტოსაც მოვიგებთ და ლიგასაც

    1. +1 ნახევარდაცვის და დელპოს შეფასებაში – კვალიას შეფასებაში . ფაბიო მაგრად ჩაერთო შეტევაში და ვიდალის ძალაზე გათვლილი დარტყმა როარა ეხა 3 ქულა გვექნებოდა ჯიბეში. მარკიზიომაც მაგრი გამაზა. პირლო გადაირალა. ეხა მთავარია მილანსმოვუგოტ და ისე კაი შოტითაც უნდა მოვუგოტ წესით. როჟებს 10 კაცი აკლიათ

  4. კონტე ნეტავ შენს ტვინში ჩამახედა.. რატო გადაიფიქრე ბასტოსის ყიდვა : (( ტიპი მინიმუმ 30 მილიონი ღირს და 12 ში ვყიდულობდით.. ასევე აგუეროზე დაგენანათ 5 მილიონი და ჯაკერინი იყიდეთ ოთხ მილიონად : ((

      1. მატრის, კუალიარელას და ვუჩინიჩს ერთად მივცემდი აგუეროს გამო.
        უბრალოდ ვოცნებობ როდის მოვა დელ პიეროს შემცვლელი ფეხბურთელი, ის ვინც ალექსას გზას გააგრძელებს : (((

  5. გუნდი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და აქედან იწყება ჩემპიონატი ჩათვალეთ, რადგან მილანიდან მოყოლებული მე 13-ე ტურამდე სერიოზული მეტოქეები გვყავს…! დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და რაც შეეხება ახალ ტაქტიკას ანუ 4-2-3-1 კარგია, მაგრამ გვჭირდება მეორე თამდამსხმელი, რომელიც ფორვარდის უკან ითამაშებს განსაკუთრებით მატრიზე მაქვს საუბარი. ვფიქრობ მატრის უკან ან დელპო უნდა თამაშობდეს ან კვალი, შეიძლება ვუჩინიჩის თამაშიც, რადგან მატრი თუ დაიკეტა თავდასხმაში კაცი აღარ გვეყოლება. ასე რომ მეორე ფორვარდი გვჭირდებააააააააააააააააააააააა :forza:

  6. არცერთი ვიდეო არ გამიხსნა იუთუბზე და ძმურად მიმოხილვის მოკლე ვიდეო თუ იცით სადმე დააგდეთ რა… მილოშის და ვიდალის გამაზული მაინტერესებს…

  7. როცა წინა სეზონს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებ, წელს “სკუდეტოსთვის” ვერ იბრძოლებ.

    ამის მეშინოდა და ესეც არის, გამართლდა შიში…

    კონტეს 3ეული აწყობს…
    არადა იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს…
    აჩემებები რომ არ უყვარდეს კონტეს და როტაციები ამ 2 შეხვედრას ფრედ არ დავასრულებდით…

    მილანთან იმედია გავიმარჯვებთ, მაგრამ ისევ შარშანდელი სეზონია რა, ისევ ის იუვეა, ბოლონია-კატანიას ნაირ გუნდებთან დაკარგული ქულები, თფუიიი…

    1. არ დაგვავიწყდეს რომ მილანმა და ინტერმაც დაკარგეს ქულები ))

      სწორს შვება კონტე, რო არ იძახის რო სკუდეტოსთვის ვიბრძვით.

      ამით ფეხბურთელებს ციდან მიწაზე ჩამოსვლის საშუალებას აძლევს…

      მე მაინც მჯერა კონტესი, ძალიან მეიმედება! :juvee:

  8. სალამი ბიჭებო…

    ეხლა მოვედი დღეს არ მიყურებია თამაშისთვის, მაგრამ ინტერნეტით ანგაიშს ვნახულობდი და უზომოდ გავიხარე მილოშმა რომ გაათანაბრა, მეგონა მოვიგებდით მაგრამ…

    ვერაფერს ვიტყვი რადგან არ მიყურებია…
    თქვენს კომენტარებს გადავხედე და რა დასკვნა გამოვტანო???

    გული დამწყდა მილოშს რომ ვერ გაუტანია მე2 გოლი და ვიდალს გაუმაზია :loool:

    1. ვიდალმა რო გამაზა ვაგინე მარკიზიომაც გამაზა ზუსტად ეგრე . კრასიჩმა 4 კაცი მოატყუა თავისი საჯარიმოდან დაიძრა გავიდა მეკარესთან 1-1 ზე და დაუგორა ბურთი :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  9. კარგად იბაზრა კონტემ :)
    მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არაა დღევანდელი ნიჩია პატარა შეცდომა კონტემაც დაუშვა მაგრამ არა უშავს შეცდომებზე სწავლობენ ტყუილად არაა ნათქვამი თან წინ უამრავი თამაშია და დაკარგული არაფერია მთავარია არ ვაგებდეთ ! ისე იუვემ მერამდენედ გამისხა მერამდენედ მე ამ გუნდზე აღარ დავდებ :lool:

  10. შენ შემოგევლე კონტე, რასაც ქვია ყველასთვის გასაგები კომენტარი გააკეთა :juvee:

    მუშაობა განაგრძე და შეეცადე სეზონში მაქსიმუმს მიაღწიო, მილანთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ..

    1. მეორე ტაიმი ძალიან მაგარი იყო,უბრალოდ არ გაგვიმართლა როგოც ბოლონიასთან,რომ გაგვიმართლოს უპრო უნდა შევთამაშდეთ და ამას კი დრო მოიტანს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.