ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “გატანილი გოლით მოხარული ვარ, მაგრამ თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი”

2010 წლის 26 სექტემბერი და 2011 წლის 25 სექტემბერი, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მილოშ კრასიჩმა “კალიარის” წინააღმდეგ მატჩში ჰეტ-ტრიკი შეასრულა.დღეს, “კატანიასთან”  შეხვედრაში სერბმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

“ბედნიერი ვარ, რომ ახალ სეზონში პირველი გოლის გატანა მოვახერხე.გოლს ჩემს თანაგუნდელებს ვუძღვნი, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ და გოლის შემდეგ მილოცავდნენ.ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო გუნდს, რადგან მატჩის ბოლო წუთებზე გოლის გატანა ვერ მოვახერხე.რომელიმე ფეხბურთელზე პასი რომ გამეკეთებინა, შეიძლება გოლი გასულიყო და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აგვეღო.”

წყარო : Juventus.com

24 thoughts on “კრასიჩი : “გატანილი გოლით მოხარული ვარ, მაგრამ თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი”

  1. საღოლ მაგარი კაცი ხარ
    ეს რა იციან?! როცა ვერ თამაშობს ბანძიაო და გოლს თუ გაიტანს ან საგოლე პას გააკეთებს მაგარი ფეხბურთელიაო

  2. ბუფონი
    ლიხშაინერი
    კიელინი
    პირლო
    ვიდალი
    მარკიზიო
    კრასიჩი
    დელპიერო
    მატრი
    კვალიარელა
    ვუჩინიჩი

    დანარჩენები მე2 ხარისხოვნები არიან…

  3. მაინც შეცდა კრასიჩი,მახსოვს შარშან ასეთივე მისი შეცდომა კიევოსთან თუ არ ვცდები წაგებად დაგვიჯდა,მაშინაც არ მისცა პასი,დღესაც პეპეზე უნდა გადაეწოდებინა

    1. კიევოსთან ის თუ გახსოვს საიდან წამოიღო ბურთი???

      მისი ნახევრიდან ათრია ბურთი, გზად მცველები ჩამოიშორა და გვერძე ძელს წაკრა ბურთმა…

      მერე კი კიევომ გაგვილაღლაღა :blin:

      მააააგრამ მილოშის ლაციოსთან გარღვევა არ დაგავიწყდეს და რით დამთავრდა და სამპასთან 3-3 გაიხსენე, ასევე უდინეზეში და ნუ კატანიას მარტომ მოუგო… ჰეთრიკი :chuk:

  4. ესეთი თავმდაბალი და უთქმელი ფეხბუთელი პირველად ვნახე… ძალიან შემაყვარა თავი და ძალიან უყვარს იუვემასაც…

    მომენტები არ მიყურებია, მაგრამ 3 ისეთი მომენტი ჩამოთვალა იკამ, რომ ვხვდები როგორც ბოლონიასთან ისე აქაც არ გაგვმართლებია…

    მაგრამ არაუშავს მთავარია კარგად ვთამაშობთ და იღბალი გვაქცევს ზურგს. ეგ არაფერი ხეებივით იდგნენ შარშან, ეხლა კი ბლომად მომენტები იქმნება, მთავარია რეალიზება და მჯერა მალე შევლენ ფორმაში…

    კაგია ომ თავად დაკარგულ ქულებს მაინც პირველზე ვყავართ… მალე ფორმის პიკზე გავლენ ბიჭები, ძალიან რთული ტურები გვეწყება…

    წინ იუვე… :kiss:

  5. არაფერი ბრალი არაა მანდ კრასიჩის

    როჟამ ბოლო ენერგით გადათელა იმათი დაცვა და წესიერად არ გაეხსნა არავინ და მარცხენათი კიდე მილოშა სუსტია … ვერ ურტყავს ხოლმე სამწუხაროდ ისე როგორც საჭიროა … მილოშ მოუმატე კიდევ უფრო , შეგიძლია ჩუვაკ ეს !

  6. დღეს ბურთთან ერთად გაცილებით ჭკვიანურად მოძრაობდა.. აი ესეთი თამაში შეუძლია და რატომ ვერ ინარჩუნებს სტაბილურობას ვბრაზდები. ის მომენტი რომ გამაზა ძალიან გავბრაზდი, მაგრამ დელ პიეროს, მარკიზიოს, ვიდალის მომენტზეც გავბრაზდი. თითქოს არაფერი მაგრამ ერთ-ერთს რომ გაესწორებინა სამიზნე სამ ქულას ავიღებდით : (((

  7. თვითონაც მიხვდა მაგრამ გვიანია… არა მე კრასიჩის საწინააგმდეგო არაფერიმაქ ბიჭებო მაგრამ იუვე სხვა დონეა ალბათ თქვენ თვითინაც ხვდებით…

  8. ეს გოლი ამას მოტივაციას შესძენს და ისევ მაგარ ფორმაში ჩადგება, ძალიან გამიხარდა ამან რო შეაგდო. ის ბურთი რო ვერ დარტყა ძლიერად ალბათ იმიტო რო ძალიან ბევრი რო ირბინა მაგ მომენტში ძალა გამოელია :lool:
    ეგ არაფერი !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.