იუვენტუსის ტიფოზერია : ” ბრძოლა ” ფარსოპოლის ” წინააღმდეგ ”
” 2 ოქტომბერს გაიმართება , მშვიდობიანი აქცია , რომელიც კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას , რომ ” იუვენტუსის ” ტიფოზერია ერთიანია და ის ბოლომდე იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად ! “ – აცხადებენ გულშემატკივრები , რომლებსაც სურთ ორი , უკანონოდ ჩამორთმეული სკუდეტოს დაბრუნება . საპროტესტო აქცია დაგეგმილია კვირა დღეს , მანამ სანამ ” იუვენტუსი ” – ” მილანის ” დაპირისპირება დაიწყება . ორგანიზატორები სტადიონის წინ შეიკრიბებიან , სადაც ჩატარდება კიდევაც დაგეგმილი ღონისძიება .
” ხუთი წლის შემდეგ , როგორც იქნა , ანდრეა ანიელის სახით , გამოჩნდა ადამიანი , რომელიც ახალი მიდგომით იბრძოლებს სამართლიანობის მისაღწევად . ის ასრულებს ტიფოზების სურვილს , რომლებიც ” ფარსოპოლის ” წინააღმდეგ იბრძვიან .
ფაქტია , რომ კლუბის მიერ განხორციელებულმა ბოლო ნაბიჯებმა , პანიკაში ჩააგდო ის ადამიანები , რომლებიც იცავდნენ ” ფარსოპოლის ” . მასმედიის მხრიდან კი საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორცეილდება იუვეზე . ჩვენ თავიდანვე გვერდში ვედექით იმ ადამიანს , რომელიც იბრძოდა ღირსების აღსადგენად , მას სურდა გაექრო ის საშინელება რაც ბოლო პერიოდში დაატყდა გუნდს : ლუჩიანო მოჯის ! ჩვენ ასევე ვიქნებით იმ ადამიანების გვერდით , რომლებიც იზიარებენ , გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორის აზრს და მხარს უჭერენ მის პროტესტს .
ნეაპოლში მიმდინარე სასამართლო პროცესი , ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს , რომ ” იუვენტუსი ” მიზან მიმართულად იქნა დასჯილი იმის გამო , რაც გუნდს არ ჩაუდენია . უმჯობესი იქნება ყველამ გაიგოს ჩვენი პოზიცია : ჩვენ ვითხოვთ დაგვიბრუნონ ორი სკუდეტო !!!
2 ოქტომბერს გვსურს ვანახოთ მთელს მსოფლიოს , რომ იუვენტუსის ტიფოზერია ერთიანია და ეს ყველაფერი მანამ გაგრძელდება , სანამ ბიანკონერი სამართლიანობისთვის იბრძოლებს ! დღეს , ისე როგორც არასდროს უნდა ვეცადოთ , რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგონოს . მსოფლიომ უნდა დაინახოს შემდეგ რამ : ” ხელები შორს იუვენტუსისგან !!! ”
წყარო : TuttoJuve
ბოლომდე ტიფოზებოო. საშუალება არ არი თორე თქვენს გვერდით მიგულეთ…

ბიჭებო 2 ოქტომბერს ჩვენც ხო არ შევკრებილიყავით სადმე და ხომ არ გაგვემართა აქცია?
მშვიდობიანო აქცია
ამ კალჩიოპოლმა დაღუპა რა სერია ა

ადრე თუ გვიან ეგ სიმართლე დამტკიცდება… არ იქნება სულ მილანელების ხანა…
ეს ცვეტში ფეისბუქზე უნდა დავაგდო ჩანაწერებში და შევინახო
F O R Z A
J U V E E E E E E E E
წავიდეთ!
