ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” კატანია ” 1-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” კატანიასთან ” ჩაატრებული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – 6.5 – იგერიებს ყველაფერს რაც შეუძლია , მაგრამ ამასთანავე კატანიას ფეხბურთელებიც ეხმარებოდნენ , რომლებიც 100 % მომენტებს ასამარებდნენ .

Буффон

ლიხტშტაინერი – 5.5 – პრაქტიკულად არაფრით დაუმახსოვრებია თავი . უჭირს სწრაფ გომესთან გამკლავება .

Лихтштайнер

ბარძალი – 6.5 – ბოლომდე იბრძვის და მოედანს ტრავმირებული ტოვებს . ჩაჭრა  მეტოქის რამდენიმე სახიფათო კონტრ იერიში .

Барцальи

კიელინი – 4.5 – საშინლად თამაშობს . ხელიდან უშვებს ბერგესიოს , რომელსაც გოლი გააქვს , ხოლო მეორე ნახევარში მატჩის მიწურულს სუაზოს ჩუქნის 100 % – იან მომენტს , რომელსაც საბედნიეროდ კატანიას ვერ ფორვარდი ვერ იყენებს . დროა უკვე ჯორჯო გამოფხიზლდეს , რადგან ასეთი შეცდომები უკვე არა ერთია მისი შესრულებით .

Кьеллини

გროსო – 5.5 – ძალზედ უჭირდა მეტოქის სწრაფ მოთამაშეებთან გამკლავება . თავდასხმაშიც ფაქტიურად უუნარო იყო .

Гроссо

პირლო – 5.5 – იუვენტუსის მეტოქეები უკვე მიხვდნენ , რომ მთავარი ხიფათი პირლოსგან მოდის და ამიტომ ამ შეხვედრაში მის წინააღმდეგ , ერთბაშად ორი ფეხბურთელი ასპარეზობდა . დელვეკიომ და ლოდიმ საკუთარი საქმე ხუთიანზე შეასრულეს . ანდრეა ვერ ხელმძღვანელობდა ნახევარდაცვის ხაზს .

Пирло

კრასიჩი – 6 – გაიტანა გოლი და აკეთებს იდეალურ გადაცემას დელ პიეროზე . მაგრამ ამასთანავე , არ მისცა პასი პარტნიორს , როდესაც სიტუაცია ითხოვდა .

Красич

მარკიზიო – 6 – იბრძვის როგორც ყოველთვის მოედნის ცენტრში . თავიდან უფრო საკუთარი კარის სიახლოვეს , ხოლო  მეორე ნახევარში უკვე უფრო მატრის სიახლოვეს . თუმცა , ბიანკონერის ნახევარდაცვა საკმაოდ შეუთამაშებელია ჯერ ჯერობით .

Маркизио

ვიდალი – 5 – არ იყო მისი დღე . მეორე ნახევარში , როდესაც თამაშის ბედი უნდა გადაეწყვიტა , ცარიელ კარს ააცილა ბურთი , რომლითაც ყვავები შეაშინა .

Видаль

ელია – 5 – ჯერ ჯერობით საერთოდ არ გაუვლია ადაპტაცია . ჰოლანდიელი გაკვირვებული იყო მსაჯების მოქმედებით , რომლებიც მეტოქის მცველებს ხისტი თამაშის საშუალებას აძლევდნენ . ელჯერო , ეს იტალიაა !

Элия

პეპე ( 46 წუთიდან ) – 6.5 – ერთადერთი სანდო ვინგერი , ბიანკონერის რიგებში .

მატრი – 5.5 – მარტოდ მარტო მეტოქის საჯარიმოში . თუმცა , მაშინაც კი როდესაც ბურთი მასთან მიდიოდა , უჭირდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება .

Матри

დელ პიერო ( 73 წუთიდან ) – 6 – გაცილებით სანახაობრივი გახადა გუნდის შემტევი ხაზი . ასრულებდა თავურ დარტყმას , რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოიყენა .

კონტე – 5 .

Конте

წყარო : La Stampa

24 thoughts on “” კატანია ” 1-1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. ძალიან სწორი შეფასებებია

    უბრალოდ ცოტა კრასიჩს აქვს გადაზედმეტებული ჩემი აზრით

    მარკიზიო როგორც ყოველთვის ერთ ერთი საუკეთესოა

  2. ვატყობ წელსაც გუნდი 1 ფეხბურთელზე თამაშობს… შარშან კვალი წელს პირლო… მართალია სხვადასხვა როლით მაგრამ ერთ კაცზე ვთამაშობთ.. ღმერთმა დაიცვას და იგივე თუ განმეორდა რაც შარშან… აი სად გვერხევა….

    1. რატო ერთ კაცზე, შარსან მარტო კრასიჩს რო ავკიდეთ ამხელა გუნდი იმიტომ დავისაჯეთ, წელს ხან მილოშა მოგვიტანს ქულებს, ხან პირლო და ხან ვუჩინიჩი. მირკოს ნუ ჩამოწერთ, ეგ ფეხბურთელი ბევრ ქულას დადებს თავისი ჭკვიანური თამაშით. ასევე დროდადრო მარკიზიოც გაგვაკვირვებს. იქ ელია ათამაშდება, ესტიგარიბია ატამაშდება და ვისაც ამ ფეხბურთელის თამაში არ გაქვთ ნანახი დამერწმუნეთ სულპრიზი გელით, ტიპმა ალვეშს გული არევინა იმდენი აწვალა.

  3. ვიდალს ხუთი ქულა და პირლო-მარკიზიოს მაგაზე მაღლები??? რავიცი მე მომეჩვენა რო ვიდალი გაცილებით მაგრად თამაშობდა მაგ ორზე

    თუ იმ გაცუდებული მომენტის გამო უწერია ასეთი დაბალი შეფასება მაშინ გასაგებია

  4. მოდი ვაღიაროთ, რომ ეს იუვე ძალიან შორსაა იმ გუნდისგან, რომლის ხილვაც ჩვენ გვინდა წელს… გასაგებია, რომ ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები, ახალი ტაქტიკა… მარა გუნდი აუტსაიდერებთან მნისჰვნელოვან 4 ქულას არ უნდა კარგავდეს! დაიწყეთ ახლა, ჯერ სტარტიაო და ისაო, მარაა 4 ქულა რამხელას ნისჰნავს იტალიასჰი ძაან კარგად იცით. სულ დელპო ხო არ იქნება საუკეთესო, მიტყდება უკვე

  5. შეუთამაშებელია გუნდი ეს ცალსახად ჩანს.მარტო პირლოზე გუნდის აწყობა არ შეიძლება!ვიდალმა თუ არ მოუმატა დიეგოსავოთ თუ დაემართა წავა მალე .მილანთან უნდა გვანახოს ანტონიომ რა შეუძლია რა ტაქტიკოსია დაწყობილი თამაში მაინც გვანახოს თუ ვერ მოვუგეთ მაინც.წინ იუვეეეეეეეე :forza:

  6. რას ერჩით პეპეს? სხვაც კაი იყოს და პეპეც, რა პეპეს ბრალია თუ იუვეში საუკეთესო იყო? ეს იმას არ ნიშნავს რო ვინმე ცუდად თამაშობს, უბრალოდ პეპემ მართლა თავის თავს აჯობა და ერთი ორად მოუმატა, ეს მე კონტეს გუნდისადმი დამოკიდებულების შედეგი მგონია და კარგი იქნება სხვა ფეხბურთელებსაც თუ გადაედება

  7. სწორი შეფასებებია,საუკეთესეობი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ისევ დაცვის ხაზში მოასპარეზე ფეხბურთელები არიან და არა შემქმნელები,ბუფონმაც და ბარცალიმაც დაიმსახურეს საუკეთესო შეფასება ჩვენი გუნდიდან…

  8. მატრის თუ ფეხში აძლიე პასები ვერ გაიტანს, მაგას უფრო ან თავზე უნდა ჩაუგდო, ან ფლანგიდან შემოგდებულ ბურთს თუ გაიტან ბრძოლაში, კვალი თუ არ ათამაშდა არც ისე კაი თავდასხმა გვეყოლება

  9. მილანთან 1000-ჯერ უფრო მოტივირებულები იქნებიან ბიჭები…

    რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს გინდ მილანი გინდ იუვე ეს ის თამაშია, რომლის გამაზვაც არ ღირს კი არა და ფანტასტიკის სფეროა :) :forza:

    3-1 დაიდოს ბიჭებო ! თან ჩვენ სტადიონზე :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.