კუალიარელა პრიმავერას დაეხმარება
დღეს საღამოს “იუვენტუსის” ახალგაზრდული პრიმავერა სეზონში მეოთხე შეხვედრას გამართავს. საინტერესოა, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა, ფაბიო კუალიარელა მარკო ბარონის გუნდს დაეხმარება. პრიმავერას მეტოქე ტოსკანური “გროსეტოა”, რომელიც “იუვენტუსთან” ერთად ექვსი ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. “ბიანკონერები” ბრწყინვალე ფორმაში არიან და ზედიზედ ორი გამარჯვება აქვთ აქტივში, მათი მეტოქე კი შეხვედრას “ემპოლისთან” განცდილი სამარცხვინო მარცხით ხვდება.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კარგია ფორმა რომ აღიდგინოს იმიტომ ათამაშებს, მილანთანაც იმედია შემოვა შეცვლაზე..
ინტერი – ნაპოლი (კავანი არ იქნება)
რა უნდა ამ კაცს იქ?ეს უნდა იყოს პრიმავერაში და ამაურის მილანი უნდა ეპატიჟებოდეს???:mrgreen:
ამას ნამდვილად არ ველოდი…
ყველაზე მეტად ამ კაცის მჯერა ))
მიდი ფაბიო…
ანუ მილანთან არ აყენებს, მარა შეცვლაზე შეილება შემოიყვანოს!
მე მჯერა შენი! მისტერ დრიმგოლ
უნდა ითამაშოს აბა რა სათამაშო დრო ჭირდება გიჟურ ფორმაში რო შევიდეს:)
მე მაგ ფეხბურთელის იმედი მაქ.
ისე რაც ქუალიარელამ ტრავმა მიიღო იმის შემდეგ ძაან ბევრს აღარ ახსოვს ფაბიოს შესაძლებლობებ
ჰეთთრიკის გარეშე დაბრუნებული არ დავინახო ეს
კაია ვითომ ეს ამბავი?