ჯიაკერინი : ” გუნდს ჯერ კიდევ არ უჩვენებია რეალური ძალა ”
ბიანკონერის მიერ , მიმდინარე სეზონში ჩატარებული ოთხი ოფიციალური მატჩიდან , ემანუელე ჯიაკერინიმ სამში მიიღო მონაწილეობა და უნდა ითქვას , რომ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვას . თუმცა , ჩეზენას ექს გარემარბი არ აპირებს ამაზე შეჩერებას : ” ჩვენ დღეისათვის პირველები ვართ და შესაბამის რითმში უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა . მშვენივრად გვესმის , რომ წინ ურთულესი მატჩები გველის , მაგრამ შეუძლებელი არაფერია . ამ გუნდს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია რეალური პოტენციალი . შემადგენლობაში არა ერთი ჩემპიონი ირიცხება , რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატების მიღწევაში . რაც შეეხება მილანთან დაპირისიპირებას , ვფიქრობ მიმდინარე სეზონში , ჩვენთვის ეს იქნება პირველი სერიოზული გამოცდა “ .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
წინ იუვეეეე

გუნდმა თუ მაქსიმუმი აჩვენა, მერე უფრო შეუჩერებლები ვიქნებით
ჯიაკერინისა არ იყოს, გუნდის რეალური ძალა მილანთან გამოჩნდება
უნდა მოვიგოოოოოოოოთ

აღარ გვინდა ეს ჯაკერინები რაა წადი ბიძია ჩეზენაში არ ხარ იუვეს დონის!
პასკუატო შეცვლის ამას მომოვალში
ჯერ იმობილე იყო, მერე ჯიანეტი, ეხლა პასკუატო და რეალურად არცერთი არ გადმოვიდა ძირითად გუნდში.
მილანს ლიიგაზე ქონდა თამაში ფეხბურთელებიც აკლიათ იბრა დაბრუნდა მაგრამ რამდენად კარგად ითამაშებს რავიცი. თუ მოიგეს მილანს ძალიან კარგი იქნება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წააგონ!
მაგარი კაცია ელიას და პეპეს სჰემდეგ :D