დელ პიერო: ” ეს შეხვედრა მუდამ გადამწყვეტი იყო “
დღეს იტალიაში ყველა ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე ფიქრობს. მთელი ევროპა ელოდება “იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრას. მომავალ მატჩს საკუთარ ვებ-გვერდზე ეხმაურება ალესანდრო დელ პიეროც, “იუვენტუსის” ათი ნომერი საბრძოლოდ ემზადება…
“ჩემს კარიერაში ბევრი პრინციპული დაპირისპირება ყოფილა, ზოგმა მათგანმა მეტი კვალი დატოვა მეხსიერებაში, სხვებმა ნაკლები, ზოგი მეტად “ტრადიციული” იყო, სხვები ნაკლებად, მაგრამ თუ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე ვიფიქრებთ, ჩემი თვრამეტწლიანი ტურინული კარიერის გათვალისწინებით, ეს უდაოდ “მილანთან” შეხვედრაა. ”
” “იუვენტუსში” გატარებულ ჩემს პირველ სეზონში “მილანი” სწორედ რომ ფრთებს შლიდა “სკუდეტოსკენ” სვლაში და “დელე ალპის” სტადიონზე უკან მოგვიტოვეს, თუმცა მომდევნო წელს მაინც შევძელით მათი ჰეგემონიის საკუთარ კედლებში დამხობა. ამან მოგვცა რწმენა, რომ ჩემპიონობის ღირსები ვიყავით. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ეს შეხვედრა განსაზღვრავს ხოლმე ჩემპიონის ბედს, როგორც იტალიის ისე ევროპულ სარბიელზე. ”
” ჩემპიონატი სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მატჩში ნამდვილი ბრძოლის ატმოსფერო იქნება. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, მაგრამ ჯერ ალბათ ადრეა მას გადამწყვეტი უწოდო: რაც არ უნდა მოხდეს კვირას, წინ მაინც დიდი გზა იქნება გასავლელი. ”
” ამას გარდა, ეს იქნება პირველი დიდი ჯახი, რომელიც ახალ სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ შედგება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკვე ვგრძნობ და მანცვიფრებს ის ატმოსფერო, რომელიც ორ დღეში აუცილებლად შეიქმნება ჩვენს არენაზე. მატჩს სერიოზული მომზადებითა და უაღრესი კონცენტრაციით ვხვდებით, ამ უმნივშნელოვანეს შეხვედრას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ”
იმედია ძირითადში იქნები კაპიტანო. მაგრად მეიმედება ამ კაცის
ინტერი ვერ მოიგებს უეჭველი 1-1 ია
ყველაზე დიდი იმედი მაქ ამ კაცის .. გამოცდილება მაიცნ თავისას შვება))
ხალხნო რას მირჩევთ 20 ლარი დავდო იუვეს 1 იანზე თუ არა ?
მე ინტერის და იუვეს დადებას ვაპირებ ))
ჰო ინტერს მეც ვფიქრობ
4,8 არის ორივეს კუში ერთად და შეილება 10 ლარი შევაგდო ))
იუვეს 1 ვწერ აუ ერთი კიდე გამისხას მოვკლავ მაგათ
დელ პიერო და ლაბათ ტონიც უნდა ათამაშოს. ეხლა ამის გამო არ დამრიდოთ მაგრამ ტონი ძალიან მაგარია მაინც. ტექნიკა ალექსს ექნება და თავი ტონის. რაც შეეხება სისწრაფეს მემგონი კრასიჩი და ჯაკერინმა უნდა ითამაშონ და მერე შეცვლაზე ელია.
კაცურათ თქვი ჯაკერინის სისწრაფე აქ ?
ან ვაფშე ფეხბურთელია ეგ 
უძაანმაგრეს ფეხბურთელი ფეხბურთის მამა.. ჯერ დელპიეროა ჩემთვის და მერე სხვა.. მილანს გაუტანს კიდევ …
———XX—XX——–XX—XX——-XX—XXXXXXXXXXXX—-XX–
———XX—XX——–XX—XX——-XX—XX————–XX–
———XX—XX——–XX—XX——-XX—XX————–XX–
———XX—XX——–XX—XX——-XX—XX————–XX–
———XX—XX——–XX—XX——-XX—XX————–XX–
XX——-XX—XX——–XX—XX——-XX—XXXXXXXXXXXX—-XX–
XX——-XX—XX——–XX—-XX—–XX—-XX————–XX–
XX——-XX—XX——–XX—–XX—XX—–XX————–XX–
XX——-XX—XX——–XX——XX-XX——XX——————
XXXXXXXXXXX—XXXXXXXXXXXX——–X——–XXXXXXXXXXXX—-XX–
ეეეეე!!!!!!!! რატო არ გამომდის?!!!!
ცენზურა დაიცავით ახლებმა
ინტერი-ნაპოლი 1 ანი არ გქონიათ?
ალე-მატრის უნდა დააწყებინოს თუ ტვინი აქვს ))
150 ლარს ვდებ იუვეზე
კვალი დელპიერო თუ სასტავში არ იქნა, 0-0 დამთავრდება თანაში
გამოვრიცხავ.
99% დარწმუნებული ვარ,რომ ფრე არ მორჩება
როგორ მინდა რომ მოვიგოთ ! მჯერა ასეც იქნება.
წამებს ვითვლი!!! 3 : 1
ძირითადში იქნება ალე ჩემი აზრით..
როგორც ალექსმა თქვა მაგარი ჯახი იქნება