კრასიჩი : “მილანთან მატჩისთვის მზად ვარ”
გასულ სეზონში მილოშ კრასიჩის პირველსა და მეორე გოლებს შორის სხვაობა მხოლოდ 20 წუთი იყო, იმ დღეს ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” 4-2 დაამარცხა, სერბმა ნახევარმცველმა კი აქტივში ჰეტ-ტრიკი ჩაიწერა.
დღეს “ცსკას” ყოფილმა გარემარბმა ინტერვიუ Rai Sport – ს მისცა : “მწყობრში ვარ.ჩემპიონატის დასაწყისში პრობლემები მქონდა, მოხარული ვარ, რომ ტრავმა მალე მოვირჩინე.კატანიასთან გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ დიდ გუნდებში არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, მთავარი გუნდური წარმატებაა.”
4 ტურის შემდეგ ბიანკონერებს 8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან : “კვირას ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი დაუპირისპირდება, დარწმუნებული ვარ, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება.მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.გასულ წელთან შედარებით გუნდი გაძლიერდა, იუვენტუსმა ვუჩინიჩი, პირლო და ვიდალი შეიძინა.ამ ფეხბურთელების წყალობით ინტერს, მილანსა და ნაპოლის არ ჩამოვრჩებით.”
1juve
ნუ შანსი მიეცემა, მოედანზე მაშინ გამოვა როცა კონტეს დასჭირდება, ვიდალი, პირლო და მარკიზიო ცენტრალური ნახევარმცველები არიან, პაციენცა ჩამშლელია ( ! ), მისი თამაში 4-4-2 ან 4-2-4 კონტეს ტაქტიკაში ფაქტიურად შეუძლებელია, მელო კიდევ უფრო მოძრავი და ტექნიკურია, პაციენცა სუფთა სისხლის ჩამშლელია, არც ტექნიკა აქ და არც შორეული დარტყა ვთქვათ, როგორც მელოს..
მიკელე მაშინ შემოვა როცა თამაში ჩაიკეტება და ტაქტიკა სხვანაირად გადაეწყობა..ისე კი ვიდალთან შედარება რთულია, სხვადასხვა როლი აქვთ, მაგრამ ვერ შეედრება..
მართალი ხარ, მაგრამ მელო რომ შეგვენარსუნებინა და პირლო – მელოს ეთამაშათ ცენტრსი უკეთესი იქნებოდა. მელო დაცვით ფუნქციებსაც კარგად ითავსებს და არც პასი და შორიდან დარტყმა ეშლება.
არა უბრალოდ ერთი შანსი უნდა მიეცეს, იქნებადა ვიდალზე უკეთესია ზამენაზე, სასტავში კიდე მინიმუმ 2-3 სეზონი პირლო-მარკიზიო იქნება მუდმივად
1juve
კონტეს ტაქტიკაში იუვენტუსი 2 ცენტრალური ნახევარმცველით თამაშობს, ანუ მარკიზიო და პირლოთი, კიდევ ერთი გვყავს ოქრო ვიდალი, პაციენცა ჩამშლელი ტიპის შუახაზელია და მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენენის აუცილებლობა არაა..
მიკელეს კონტე მაშინ შემოიყვანს როცა თამაშის ჩაკეტვა დასჭირდება, როცა დაცვა იქნება გასაძლიერებელი და საყრდენი დაგვჭირდება..
სისოკომ ბოლო ორი სეზონი ითამაშა პაციენცაზე უარესად ! ეს ხომ ფაქტია არა ? არ იყო ის მომო რომელიც რანიერის პერიოდში ანგრევდა ყველაფერს მელო კი ბატონო , მაგრამ არანაირად სისოკო . სისოკომ სკამზე არ დავჯდებიო და ეხლა ეგ ვერც პირლოს გაუწევდა კონკურენციას და ვერც მარკიზიო / ვიდალს და შესაბამისად ადგა და წავიდა . გუნდი რომელიც ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს , მოედნის ცენტრში სისოკოს ნაირი კადრი პრობლემატურია ! რატომ ? იმიტომ რომ ართმევა შეიძლაბე გამოსდის ,მაგრამ პასის გაკეთების დროს ტიპი იყო კატასტროფა ! შეიძლება ერთ ეპიზოდში რაღაც სერიოზული პადკატი დაეტო , მაგრამ შემდეგ , შეტევის დაწყების დროს მეტოქეს ისეთ ბურთს აჩუქებდა ,… Read more »
მელოს თუ არა სისოკოს მაინც ჯობია ალბათ, მე მაგის თამაში არ მახსოვს და მემგონი 1 შანსი უნდა მიეცეს
lexo_delpi
თუ გუნდის ე.წ “სამზარეულოში” ჩახედული ხარ, მელოს & სისოკოს და პაციენცას საქმეში მთავარი გოლი ხელფასმა შეასრულა, ფელიპესა და მომოს დონის მოთამაშეები სკამზე არ დაჯდებიან და არც ერთი გუნდი მისცემს სკამის ფეხბურთელს ამხელა ხელფასს..ლიგაზე რომ გავალთ არ ვიცით გუნდი როგორ შეიცვლება..ამ შემთხვევაში კი შეცვლაზე მიკელე გამოგვადგება..
ჩამშლელია აბა ვინ არის. ჩემი აზრია ასეთი, ეგ არის მაქსიმუმ უდინეზეს დონის ფეხბურთელი. დიდი თამაშების მოგება თუ გვინდა ეგ არ გამოგვადგება. შეიძლება ნორმალურად ითამაშოს, მაგრამ უცებ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ისე დააღალატოს გუნდი, როგორც მაგალითად გრიგერა აკეთებდა. მელოზე რომ აღარაფერი ვთქვა სისოკო მირჩევნია ბევრად პაციენცას. ჯობდა მომო დაეტოვებინათ.
ამ ეტაპზე შეიძლება ათამაშონ. მაგრამ ლიგაზე რომ გავალთ ეგ ფეხბურთელი აღარ გამოგვადგება. თუმცა მაგალითად არც ეხლაა დიდად საჭირო. როცა სისოკოს დატოვება შეიძლებოდა რათ გვინდოდა ეს.
მე პირლოს დუბლიორი მეგონა
, მერე მიცეს შანსი კონტემ.
აბა პირლომ რო ტრამვა მიიღოს შემცვლელეი არ გვყავს?
ტიპიური კალჩოს საყრდენია
მაგარი ხისტი ტიპია პაციენცა … გამიკვირდა ნაპოლიმ რომ გაუშვა
ჩამშლელია აბა რაა პაციენცა, მელოს ხელფასის მქონე ფეხბურთელი სკამზე ვერ დაჯდებოდა თორემ ფელიპეზე ყველას გვწყდება გული
შეცვლაზე რომ დაგვჭირდება შეიძლება მიკელეს შემოყვანა, მებრძოლი და აქტიური ფეხბურთელია..
და რატო არაა პაციენცა ჩასათვლელი ? ეს კრესტის დადება რა იცით ხოლმე უაზროდ
მელოზე მაგრად მწყდება გული … ყველაზე მეტად მე ვგულშემატკივრობდი მაგას … მაგრამ რას ვიზამთ
ბოფონი
ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი გროსო
მარკიზიო პირლო
კრასიჩი ვუჩინიჩი
კუალიარელა დელ პიერო
სად ვუშვებდით მელოს და სისოკოს. აი, ძალიან რომ გვიჭირდეს გუნდში ტიპიური ჩამშლელი არა გვყავს რა. ნუ პაციენცა არცაა ჩასათვლელი…
კამურანეზის წასვლა ძან დაეტყო გუნდს და შემცვლელიც არ გვყავს, პეპე ცდილობს მარა მაინც არაა ისეთი, არადა აუცილებელია გუნდში ასეთი ფეხბურთელი
დიდი თამაში გველის. მაგრამ მთავარია ვითამაშოტ დაიმათი დაცვის შეცდომაზე. დიდი პრობლემაა ჩვენთან მომენტის გამოუყენებლობაა….
მიდ მილოშ ერთი კაი სპრინტი და დარტყმა და გოლ!!! მერე ვერავინ შეგაჩერებს
მიდი მილოშ! დაგვიმტკიცე,რომ ვცდებით შენი შესაძლებლობების შეფასებაში!!! მიდი მილოშ! მიდიიიიი!
ჩემი აზრით კონტე მაგარს ჩაუტარებს მისტერ ალეგრის!!!
მე ვთვლი რო სერია A-ს საუკეთესო დაპირისპირებაა!!!
აუუუუუუ როდის მოვა 2 რიცხვი რა მაგრად მინდა ამ თამაშის ყურება იმენა გამწარებული ველოდებიი
აბა შენ იცი სერბო ჩაწოდებები გამოასწორე რაც მთავარია
ახალ წელს რო წუთებს ითვლიან ისე ვარ :D მაგრად ველოდები ამ თამაშს

დარწმუნებული ვარ იუვეს მოგებაში მილოშ გამიახარდება შენი კარგი თამაში :*