ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი : ” კონტე საუკეთესო ტაქტიკოსია კალჩოში ”

” მილანის ” ლეგენდა და სკუადრა აძურის ყოფილი თავკაცი , არ იშურებს საქებარ სიტყვებს ანტონიო კონტეს მისამართით და მიიჩნევს , რომ დღევანდელ დღეს , ის საუკეთესო ტაქტიკოსია  კალჩოში : ” ანტონიო უდაოდ გამორჩეული ფიგურაა . ის იმ ადამიანთა რიცხვში შედის , რომლებსაც სჯერათ საკუთარი მიზნის და მუხლჩაუხრელი შრომის . სწორედ ამის მიცემას ცდილობს ანტონიო საკუთარი გუნდისთვის . ის გახლავთ ტაქტიკოსი , რომელიც აპირებს საკუთარი გუნდის შექმნას . ყველანაირად ცდილობს ,  საკუთარ შეგირდებს  შეუცვალოს საფეხბურთო აზროვება . კონტეს ბრწყინვალედ ესმის , რომ ტალანტის , ინდივიდუალიზმის და ინვესტიციის მხრივ , არსებობენ კლუბები , რომლებიც ” იუვენტუსსზე ” ძლიერები არიან . მაგრამ , ბრწყინვალედ აცნობიერებს ასევე იმ გარემოებას , რომ ძლიერი სულისკვეთების , მოტივიაციის და დღევანდელი სათამაშო სისტემის გათვალისწინებით , შესძლებს აუმაღლოს ყოველ ფეხბურთელს კლასი . ამ ეტაპზე ბიანკონერი პირველ საფეხურზე იმყოფება და როგორც ჩანს , ანტონიოს 4-2-4 ტაქტიკურმა სქემამ გაამართლა მოლოდინი … ” .

” გულით ვუსურვებ ანტონიოს წარმატებებს , რადგან მას არ აშინებს არანაირი სირთულე , გააჩნია უამრავი იდეა , რომლის განსახორციელებლად ყველა ღონეს იხმარს . მშვენივრად მოეხსენება იმ განსხვავების შესახებ , რაც ჯგუფს და გუნდს შორის არსებობს . თქვენ ამას ფეხბურთის დახმარებით ადევნებთ თვალ ყურს . თუ მან ეს შესძლო , მაშინ ” იუვენტუსი ” და სრულიად იტალიური ფეხბურთი დიდ წარმატებას ეზიარება . ის ეძებდა იმ ფეხბურთელებს , რომლებიც იდეალურად ერგებოდნენ მის სათამაშო სქემას , დიახ იყვნენ გაცილებით დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეები , მაგრამ ანტონიოს გეგმებში ისინი ვერ მოხვდნენ . მისი მთავარი სურვილია , ყველაფერი სწორად გააკეთოს ” .

წყარო : Football-italia

7 thoughts on “საკი : ” კონტე საუკეთესო ტაქტიკოსია კალჩოში ”

  1. მაგრად მიკვარს უდზლიერესი ხარ არიგო საკი საგოლ.ტიპს ისეთი მილანი კავდა რო დგემდე აბოდებს ხალხი იმ გუნდზე ბრავო არიგო იტალია ამაკობს არიგო საკით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.