ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “საოცრად მოტივირებულნი ვართ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო “მილანთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.ანტონიო კონტეს შეგირდები მთელი კვირის განმავლობაში დაუღლელად ვარჯიშობდნენ, რათა უპრინციპულესი დაპირისპირებისთვის რაც შეიძლება უკეთ მომზადებულიყვნენ.

“ეს პირველი დიდი მატჩია, რომელსაც ახალ სტადიონზე იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ ჩავატარებთ, ეს დამატებით მოტივაციას გვძენს.გულშემატკივრების თანადგომა გასულ შეხვედრებში ჩვენზე საოცრად მოქმედებდა, ისინი მხარდაჭერას ერთი წამითაც კი არ წყვეტდნენ.დაპირისპირებისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მატჩს გადამწყვეტს ვერ დაარქმევ, მაგრამ მილანთან შეხვედრას იუვენტუსისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”

კლაუდიო მარკიზიოს ანდრეა პირლოსთან ერთად მოედნის ცენტრში თამაში მოუწევს, ეს უკანასკნელი კი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ : “ანდრეა მშვიდადაა, ის დიდი ჩემპიონია და ეს უკვე დაამტკიცა.სეზონის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა, არა მხოლოდ მწვრთნელები და ვარჯიშის მეთოდები.შემიძლია ვთქვა, რომ გუნდმა ბურთზე მეტი კონტროლი ისწავლა და ეს ძალიან მახარებს.ფსიქოლოგიურად მზად ვართ, იუვენტუსი წარმატებისთვის იბრძოლებს.”

წყარო : Juventus.com

6 thoughts on “მარკიზიო : “საოცრად მოტივირებულნი ვართ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.