ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : ” ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ “

” ბოლომდე ვითამაშეთ და გამარჯვებასაც დავჯერდით, ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ 85 – ე წუთზე ჩვენი პირველი გოლი გავიტანეთ და ტრიუმფისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით” – ვუჩინიჩის ეს სიტყვები, ზუსტად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. “ბიანკონერიმ ” ” როსონერის” მატჩის მიწურულს, მოუგო და ისევ პირველ ადგილს დასჯერდა : “ ჩვენ გავიღეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა პირველ ადგილას დავბრუნებულიყავით. “იუვენტუსი” ლიდერია, მაგრამ ჩვენ რაღაც საფეერვერკო ნამდვილად არ გაგვიკეთებია.  ” მილანთან ” მატჩი წარსულს ჩაბარდა, ახლა ვარჯიშები იმავე ტემპში უნდა განვაგრძოთ. ვთვლი ჩემს გამოსვლას წარმატებულად ? თუ ეს ასეა, მაშინ მე მადლობა  თანაგუნდელებს უნდა გადავუხადო, რადგან სწორედ ისინი მიკეთებდნენ გადაცემებს და მიქმნიდნენ მომენტებს. ამ მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ვუსმენდით კონტეს, ვცდილობდით მისი ტაქტიკა სწორად გაგვეგო და შემდეგ მინდორზე გადაგვეტანა – ერთი სიტყვით, დიდი შრომა გავწიეთ.  “

წყარო : Juventus.com

20 thoughts on “ვუჩინიჩი : ” ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ “

  1. რა არის იცით … მთელი თამაში ვჯობნიდით ხო ? ბურთი მემგონი სულ ჩვენ გვქონდა და ბევრი მომენტიც შევქმენით )) შედეგად სრულიად სამართლიანად მოვიგეთ .

    1. ბაზარი არ არი … :) :forza: :forza:

      მაგრამ კომბინაციამ დამშოკა :lool: , ბონერა მართლა ვერაფერს ვერ იზავდა ან თავის კარებში უნდა დაერტყა ან კიდე მარკიზიოს მხარეს, მოხვდა კლაუდიოს და გავიდა :) ეგ არ იყო შემთხვევითი გოლი :) … შემთხვვევითი იყო მეორე :juvee:

  2. გაგვიმარტლა ცოტატი მაგრამ არაუშავს მაინც კარგი იყო ეს მოგება აუცილებელი იყო და ვულოცავ იუვეს ფანებს და მთლიანად იუვენტუსს…

  3. სალამი ბიჭებო, გუშინდელ საოცარ საღამოზე მინდა ვთქვა ჩემი მოსაზერებები და შეფასება…

    მილანი:

    იბრა რომ ესე უბურთოდ იქნებოდა დარწმუნებული ვიყავი, კასანოს არ წაუვიდა თამაში თორე მე კასანო-ზეედორფის მეშინოდა. ასევე ვიცოდი, რომ ნესტა ასაკის მიუხედავათ მაგრად დაკეტავდა დაცვას…

    ჯიჯი: თითქმის არც ჰქონია საქმე და 2 ეპიზოდში კარგად გაისარჯა

    ლიხშტაინერი: საშინელება იყო, ორთაბძოლებს აგებდა და ერთი პასი ვერ გააკეთა… იმედია ეგ ბოლო ჩავარდნა იქნება მისი

    ბონუჩი: თავით უნდა ეთამაშა და გოლსაც გაიტანდა, დაცვაში კარგი იყო

    ბარძალი: ინარჩუნებს ფორმას… წარმატებები ანდრეა

    კიელინი: წინა თამაშში დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე ჯორჯომ სრული კონცენტრაცია მოახდინა და მშვენიერი იყო… არ ვარგა ფლანგზე, მოუხერხებელი ფეხბურთელია რაღაც და მისი ადგილი ცენტრში. გუშინ კარგი იყო

    პირლო: არ დაიბნა და როგორც პროფესიონალმა ამჯერად ტურინელმა მილანს მოუგო… ასაკის მიუხედავად ცენტრში არაფერი არ დათმო და შავ სამუშაოსაც საოცრად ასრულებდა. საღოლ ანდრეა

    ვიდალი: კარგი, მხიარული ბიჭია არტურო, ბევრი იშრომა ცენტრში მგელივით დაბოდა, სუფტა პატკატებს აკეთებდა და დაკარგულ ბურთსაც იბრუნებდა. არაუშავს რომ ვე გაიტანა, არც ისე უეჭველი მომენტი არ ჰქონია, 1 იყო ძალს რომ ჩაუარა ოდნავ. მისი დამსახურებაა რომ ცენტრი ჩვენი იყო…

    მარკიზიო: სად ხართ ხალხნო სად??? მარკიზიო ერთი უბრალო დონის ფეხბურთელია ხო??? ვაიმე კლაუდიო ნამდვილი იუვენტინოა გენაცვალე მარკიზიო, გმგ-ზე კომენტატორმა გაიგონეთ რა თქვა??? დელპოს მერე ნამდვილ იუვენტინოდ მარკიზიო არისო ტურინელთა გულებში. ტიპს უბრალო გოლები არ გააქვს რა…

    პეპე: კარგი ბიჭი ხარ პეპე, დაცვაში რა აახია იბრაას… გენაცვალე შრომა, სირბილი მონდომება აი ამ კაცს მიბადძოს ბევრმა!

    კრასიჩი: ეეეჰ მილოშ… მაგრამ მე მაინც :love:

    ჯაკერინი: იგივეს ვიტყვი ამაზეც, რაც პეპეზე ვთქვი… მე2 გოლში დიდი როლი მიუძღვის…

    ვუჩინიჩი: რაღაც ვერ დაგეთანხმებით მირკოს ზედმეტად აქებთ, ბევრ ეპიზოდებში ზედმეტ პასს აკეთებდა, იგვიანებდა, მძიმედ თამაშობდა, იდგა და ვითომ მე ვარო და პასის განაწილებას ცდილობდა მაგრამ არცერთი არ გავიდა… აი მე2 ტაიმში კი გამოასწორა თამაში და დამსახურებული ქებაც დაიმსახურა. მაგრამ ერთს ვიტყვი 37 წლის დელპიერო უფრო მეტს გააკეთებდა 89წუთის მანძელზე და მეტ სარგებელს მოუტანდა იუვეს ვიდრე მირკომ გააკეთა. იმედია მოუტებს…

    კონტე: ავტიდი კონტეს ემოციების შემხედვარე, გენაცვალე ანტონიო, როგორ უყვარს იუვენტუსი ტიპს… ერთი დიდი ოჯახია იუვე. ყველა ფეხბუთელს ძმასავით ჩაეხუტა, ბონუჩიმ ვაფშე ხელში აიტატა…

    გენაცვალეთ ბიჭებო, კარგია შესვენება რომ არის, დაიცლებიან ბიჭები ემოციებისგან და მომდევნო ტურში კიევოს დასამარცხებლად მოვემზადებით…

    1. ყველაფერი კარგი და ლიხტა საშინელება იყოო მაგაში ვერ დაგეთანხმები, ბიჭმა იშრომა ძალიან მაგრად, თანაც მილანთან-პირადად მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ ლიხტათი!!

  4. აუ რა გაასწორა! გუშინ მილანელთა ფან კლუბში ვიჯექი ერთადერთი იუვენტინო და ბღავილში მოვკვდი. მოკლედ რომ ვთქვა ეს იყო ცჰემპიონთა გუნდი, რომელმაც გადათელა ტაქტიკურ ტექნიკურად ალეგრი და მისი გუნდი. მილანმა კი არ წააგო, იმენა იუვემ მოუგო! ასე რომ წინ და წინ, დ’ღეს უკვე ვარიარებ რომ ამ გუნდს აქ მომავალი :forza:

  5. ხო ყველა მაგარი იყო, მარა დაცვა მინდა შევაქო განსაკუთრებით, მართლა იბრას არ მისცენ გასაქანი. საღოლ რა! საღოლ კონტე :forza:

  6. ვიდალი გაისწორებს მიზანს )) ნედვედიც ყვავებს ყრიდა ხოლმე თავიდან ))

    სამაგიეროდ ცენტრში ვიდალი საუკეთესო იყო და ბურთს რომ ფლობდა იუვე და მილანს არაფრის შანს რომ არ აძლევდა ცენტრის დამსახურება იყო და კონკრეტულად ვიდალისიც … რა თქმა უნდა პირლოსთან და მარკიზიოსთან ერთად ..

  7. იბრაგიმოვიჩი რო უბურთოდ დატოვეს საღოლ დაცვას და განსაკუთრები|თ კიელინის თავი გაიგიჟა. ისე ის ბოატენგი რა შტერია წითელი რო აირტყა მილანს კიდე ეგ უნდოდა :lool:

  8. ამ კაცსაც ეკუთვნოდა გოლი :))))
    მარკიზიოს პირველი გოლი იყო საოცარი კომბინაციების წყალობით :up: :up: მეორე გოლი კიდე აბიატის შტერული შეცდომა თუმცა უნდა აღინიშნოს რო მარკიზიომ მაგარი წყვიტა :mrgreen:
    ძალიან ბევრი რამ გააკეთა ვუჩინიჩმა !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.