ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ძალზედ ბედნიერი ჩანდა ანტონიო კონტე გუშინდელი შეხვედრის შემდეგ , სადაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა , ფაქტიურად უშანსოდ დაამარცხა როსონერი და მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ახალ არენაზე . მიუხედავად იმ ეიფორიის რაც გუნდის თავს ტრიალებს ეხლა , კონტეს ხასიათიდან გამომდინარე , მწვრთნელი უკვე მომავალ მატჩზე ახდენს კონცენტრირებას  …

” გამომდინარე იქიდან , თუ როგორ ვასპარეზობდით მთელი მატჩის განმავლობაში , ვფიქრობ ბურთი გაცილებით ადრეც უნდა გაგვეტანა . სიმართლე გითხრათ , ბოლო წამამდე მჯეროდა , რომ ვინმე სასწაულს შექმნიდა . გუნდმა ძალზედ საინტერესოდ იასპარეზა და ჩემი აზრით , სწორი გადაწყვეტილება მივიღე , როდესაც შეცვლები თამაშის ბოლოსთვის შემოვინახე , რადგან არ მსურდა იმ ეპიზოდში მოედანზე დისბალანსი შემეტანა . მინდა მივულოცო ფეხბურთელებს , რომლებიც თამაშობდნენ და ასევე , მივულოცო იმათაც ვინც სათადარიგოთა სკამზე იჯდა , რადგან ყველაზე მთავარი ხომ გუნდია ! სიხარული დიდია და ეს სრულებით ბუნებრივი რამ არის , მაგრამ ჩვენ ჯერ მხოლოდ სტუდენტები ვართ , რომლებმაც მაჟორულ ნოტაზე დაიწყეს საქმის კეთება . ძნელია იმაზე საუბარი ვიბრძოლებთ თუ არა ჩემპიონატის ბოლომდე ამ პოზიციისთვის . დღევანდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა , რადგან წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში , შესაძლოა გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხილიყო . ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა , არის მუშაობა ! არ გვსურს ამ ეტაპზე არანაირი დაპირებების მიცემა . გავაგრძელებთ იმავე სტილში – მაქსიმუმს გავიღებთ მოედანზე , რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ” .

წყარო : Juventus.com

8 thoughts on “კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. სალამით აქ ხართ ბიჭებო???

    ვისაუბროთ გუშინდელ მატჩზე, მე ძმაკაცები შევკრიბე იუვეზე გვედო ფული და რესტორანში მოვხიეთ მერე… 20-20 ლარი დავდეტ 5მა და კაი სუფა გამოგვივიდა რა. არადა მაცინოდნენ, 20-20 კი გვქონდაო და რაც იქნებოდა წავსულიყავითო მაგრამ 87 წუთზე ლამის გამგუდეს შენ იუვეს ვენაცვალეთო, თან მარკიზიოს სურათი მედო ტელეფონის ეკრანზე და ეგაა შენი იუვენტინოო?? იმენა მაგარი საღამო მქონდა რა… :love: :love: :love: :love:

  2. იმენა ვისიამოვნე გუშინდელი თამაშით პროსტა ალექსა რო არ გამოვიდა ეგ გამიტყდა. არაუშავს გასვლაზე უეჭველი გატენის გოლს მილანს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.