ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” 2-0 ” მილანი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , რომელიც პოპულარულმა გამომცემლობა ”  La Stampa ” – მ გამოაქვეყნა , როსონერისთან გამართული მატჩის შემდეგ …

ბუფონი – 6 – პირველ ნახევარში ჯიჯი უსაქმოდ იყო , ხოლო მეორე 45-წუთში იგეირებს ბოატენგის დარტყმულს .

Буффон

ლიხტშტაინერი – 6 – საწყის წუთებში და პრინციპში უნდა ითქვას , რომ მთლიანად პირველი ტაიმის განმავლობაში , ვერანაირად ვერ ახერხებს ურთიერთქმედებას კრასიჩთან მარჯვენა ფლანგზე , მაგრამ ამჯერად ეს არ იყო სერბი გარემარბის ბრალი . აშკარად ნერვიულობდა , მაგრამ შესვენების შემდეგ გაცილებით თამამია და საიმედო .

Лихтштайнер

ბარძალი – 6.5 – საიმედოდ კეტავს საკუთარ ზონას , რითაც ამართლებს პრანდელის იმედებს , რომლითაც მან დაიბრუნა ადგილი სკუადრა აძურაში .

Барцальи

ბონუჩი – 6.5 – შესანიშნავი დებიუტი ლეოს შესრულებით მიმდინარე სეზონში . მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული და ერთი წამითაც კი არ დაუკარგავს კონტროლი სიტუაციაზე .

Бонуччи

კიელინი – 7 – კონტე აბრუნებს ჯორჯოს  , მისთვის ძირძველ პოზიციაზე ( მარცხენა ფლანგზე ) . ანტონიო არ შეცდა , კიელინიმ 100 % – ით გაამართლა და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ძველ მტერს – ზლატან იბრაჰიმოვიჩს . კარგად ფარავდა სტანდარტული სიტუაციების დროს და არ აძლევდა საშუალებას ბურთი მიეღო . ბოატენგს კი , იმ დონეზე ანადგურებს , რომ მილანელთა შუა ხაზელი საკუთარ თავს ჰკარგავს .

Кьеллини

პირლო – 7 – თავისუფალი მხატვარი ბიანკონერის შუა ხაზში . საფეხბურთო გაკვეთილს უტარებს ყოფილ თანაკლუბელებს . კიდევ უფრო კარგია ანდრეა დაცვით ფაზაში , სადაც ჩანასახშივე ანადგურებდა როსონერის მცდელობას დაეწყო შეტევა .

Пирло

კრასიჩი – 6 – ამჯერა მილოში , საკმაოდ დისციპლინირებულად მოქმედებდა და გრძნობდა გუნდურ ასპარეზობას .

КРасич

ჯიაკერინი ( 54 წუთიდან ) – 6 – აქტიურია და ამასთანავე საოცრად სწრაფად მანევრირებდა მოედანზე .


ვიდალი – 7 – გადაადგილდება მოედანზე , საოცარი სიჩქარით . მისი დარტყმა ყვავების ნადავლი გახდა , ხოლო ერთხელ ძალზედ ახლოს გოლის გატანასთან , მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა აბიატის კარს .

Видаль

პაციენცა ( 94 წუთზე ) – შეფასების გარეშე .

მარკიზიო – 8 – გოლის გატანა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლო . თუმცა , უკვე მეორე ნახევარში წყვიტავს მატჩის ბედს , რომელიც დიდ წილად არის დამოკიდებული მის შეტევებში ჩართვაზე . მეორე ბურთი მთლიანად არის აბიატის სინდისზე , მაგრამ უშუალოდ კლაუდიოს ენერგია მთელი 90 წუთი ეყო .

Маркизио

პეპე – 6 – მთლიანად კეტავს საკუთარ ფლანგს .

Пепе

ვუჩინიჩი – 7 – პირველ ნახევარში , ატყუებს აბიატის , მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა . მომდევნო წუთებშიც რამდენიმე სახიფათო დარტყმა მისი შესრულებით . პირველი გოლის დროს კი , მარკიზიოს სწორედ მან გაუთამაშა კომბინაცია .

Вучинич

მატრი ( 88 წუთიდან ) – შეფასების გარეშე

კონტე – 7.5 – უარს ამბობს საკუთარ მოდელზე და კიელინი მარცხენა ფლანგზე გადაჰყავს . მისი იუვენტუსი , მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა . გუნდი სწორ გზაზე იმყოფება .

Конте

წყარო : La Stampa

27 thoughts on “” იუვენტუსი ” 2-0 ” მილანი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. sul magas vfiqrobdi vidalis nacvlad shemoiyvanos matritqo an elia metqi magram es ara imitom rom vidali ar momwons an cudad itamasha aramed piriqit udzlieresi iyi naxevardacvashi brwyinvale trio iyo vidali marchizio da pirlo magram vidalma sheteva miancdamainc ver gaadzliera anu imas vambob rom bevri gaapucha tumca bolomde ibrdzoda yoveltvis da artmevaze da pasze kargi iyo

  2. არანაირად არ ჰქონია ვიდალს შორიდან გოლის გატანა მიზნად, უბრალოდ ურტყამდა მაშინ როცა შანსი ჰქონდა, შესაბამისად კარში უნდა ურტყა როცა მომენტი გაქვს..0-0 რომ იყო მატრის შემოყვანა შეეძლო ვიდალის ნაცვლად კონტეს მაგრამ ძალიან ფრთხილად იმოქმედა და ნახევარდაცვა არ შეავიწროვა, ძლიერი შუახაზი გვყავს, ვიდალის, მარკიზიოს და პირლოს სახით..სამივენი საოცრად გამოიყურებოდნენ გუშინ

  3. ikajuve1011
    ვიდალს ამ თამაშში ქონდა 1 მიზანი რო შორიდან გაეტანა გოლი, კაი ერთხელ დაარტყი, კაი 2 ჯერ, მარა რო ხედავ რო 7 მეტრს აცილებ აუნდა შეეშვა 6 ჯერ დაარტყა და არცერთი კარში არ წასულა
    ნახევარდაცვაში კიდე პირლო გაორმაგებული მონდომებით თამაშობდა და შავ სამუშაოსაც არ ერიდებოდა რამოდენიმე კაი პატკატიც გააკეთა, მარკიზიომ კიდე ერთერთი საუკეთესო თამაში ითამაში არა იმიტო რო გოლი გაიტან
    ვიდალმა კიდე 1-2 კაი შეტევა კი დაიწყო მარა მაინც ყველაზე სუსტი იყო

  4. აქ ზოგიერთები ჯაკერინს დაცინოდნენ და ვიდალს მარადონიას ადარებდნე
    ვინაა სასაცილო გამოჩნდა, ყველამ ის უნდა აკეთოს რაც ევალება და შეუძლია, მომინდომა 30 მტრიდა მილანისთვის გოლის გატანა, მაგას კიდე გერმანიაში გონია თავი კაიზერსლაუტენს რო ეთამაშებოდა

    1. მოიც და შენ ენა გიბრუნდება და ვიდალზე ცუდს ამბობ : DDD კარგი რაა, ყველაფერს აქვს საზღვარი. არ გყოლოდა იქ ვიდალი ჩამდგარი და დიდი შანსი იყო გაეხსნათ ჩვენი ნახევარდაცვა შუზე.

      აცელილ ბურთებს რომ უთითებ.. ფეხბურთელი მითხარი ვისაც კარებში არ აუცელია. სამაგიეროდ რაც იბრძოლა(არ უთამაშია, პირდაპირი გაგებით იბრძოლა)ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა!!!

  5. ყველაფეს თავს დავანებებ, მარკიზიო, ვიდალი, კიელინი, პირლო.. ესენი გასაგებია, მაგრამ დაინახეთ რა ენერგიულად და თავდაჯერებულად ჩაერთო ჯაკერინი???!!! იმენა რაც ითამაშა აწამა მარცხენა ფლანგზე ყველა მილანელი!!! კარგია, ნელ ნელა ფეხბურთელები აზზე მოდიან თუ სად თამაშობენ :forza:

    1. მე ჩემს თავს ვერ დავარქმევ მარკიზიოს ანტი გულშემატკივარს.. მაგრამ ვაღიარებ რომ არ ველოდი კლაუდიოს ასეთ თავდაჯერებულ თამაშს. ჩემი აზრით მასზე პირლომ იმოქმედა ძალიან, როცა საკუთარი თვალით უყურებ ასეთი ჩემპიონის თამაშს, და თან ხვდები რომ შენც შეგიძლია დიდი ფეხბურთის თამაში.. ამ შემთხვევაში დიდი შანსია რო გაიზარდო როგორც ფეხბურთელი

  6. მილანს სეზონის სტარტზე დაეწყო ტრამვები და შედეგიც აქ დიდი შანსია რო ჩვენც რაღაც დონეზე ამ სეზონში ფეხბურთელები გამოგვაკლდეს და ამიტო ყველა ძალიან გამოგვადგება: ელია, კვალი, კვინტა, ტონი,ესტიგარიბია,დეჩელიე,პაციენცა, ჯაკერინი

  7. მე ნაპოლის არ ვთვლი კონკურეტად,დამიჯერეთ ეგ გუნდი ვერ შეძლებს სკუდეტოსთვის ბრძოლას,ძალიან მოკლე სკამი აქვს და რეზერვი არ ეყოფა ორივე ფრონტზე საბრძოლველად,მილანური გუნდები უფრო მაშინებს მე,აკრიფავენ ორივე ფორმას ზამთრის შესვენებამდე აგერ ნახეთ თქვენ. :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  8. ყველაზე მეტად ის მახარებს , რომ მომატების ძალიან დიდი პრესპექტივა გვაქვს . ძალიან ბევრ ფეხბურთელს არ იყენებს კიდევ კონტე … მოკლედ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი

    ერთადერთი რამ რაც დამაფიქრებელია , არის ის რომ ფორვარდები ძალიან ცუდ ფორმაში არიან და იმედია მალე შევლენ

    1. მე კიდე ერთ ფაქტი მაფიქრებს

      განაცხადში ამაურის არჩათვლით 6 ფორვარდი გვყავს, კაი იაკინტაც გამოვაკლოთ – 5.

      როგორც ჩანს, კონტე არც ვიდალის დასმას აპირებს და არც მარკიზიოს. პრინციპში არც ერთი იმსახურებს სკამს და არც მეორე, ორივე ძირითადის კაცია. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ 5 ფორვარდიდან: მატრი, ვუჩინიჩი, კუალიარელა, დელ პიერო, ტონი – ერთი კაცი იქნება ძირითადში მატჩების უემტესობაში და ამ ოთხიდან ზოგი ხანდახან განაცხადშიც შეიძლება ვერ მოხვდეს, რავიცი…

      ასეთი გრძელი სკამი კაი ხანია არ გვქონია და რა თქმა უნდა გრძელი სკამი კარგია, მაგრამ აი მაგალითად კუალიარელა მეცოდება მაგრად, გუშინ სათადარიგოზეც კი არ იყო…

  9. პეპემ ერთხელ გადაგვარჩინა თუ არა იმას ზლატანი უეჭველი შეაგდებდა, შეტევებშიც კარგად ერთვებოდა და ფაქტიურად მარცხნიდან მილანმა ვერ შეუტია, მინიმუმ კრასიჩს აჯობა და 6.5 უნდა ქონდეს, საუკეთესო იყო მირკო

  10. ძალიან გამიხარდა ბონუჩის ეგეთი თამაში, იტალიელმა დაამტკიცა რომ შეუძლია იუვეში მაღალ დონეზე თამაში, ჯორჯო მარცხნივ უნდა იყოს მინიმუმ ზამთრამდე, ლეო – ანდრეა ძალიან საიმედო დაცვა იყო გუშინ, მოაყუჩეს ზლატანი :juvee:

  11. საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლლ

    აი კარგიშეფასება იყო მართლაც…

    პირლო – 7 – თავისუფალი მხატვარი ბიანკონერის შუა ხაზში . საფეხბურთო გაკვეთილს უტარებს ყოფილ თანაკლუბელებს . კიდევ უფრო კარგია ანდრეა დაცვით ფაზაში , სადაც ჩანასახშივე ანადგურებდა როსონერის მცდელობას დაეწყო შეტევა .

    ზუსტად ის შეფასებაა აც მე მივეცი პირლოს, რომ დაცვის ფუნქციებიც საოცრად შეასრულათქო… :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »