ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” 2-0 ” მილანი ” ( ტაქტიკური ანალიზი )

სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ , ტურინის ” იუვენტუსის ” და ” მილანის ” შეხვედრის , ტაქტიკური ანალიზი …

არტურო ვიდალი კვლავინდებურად სასტარტო შემადგენლობაშია , თუმცა დაცვის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებებია . პირველ რიგში საქმე ლეონარდო ბონუჩის ეხება , რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ანდრეა ბარძალის შეუწყვილდა ცენტრალურ ზონაში . ხოლო მარცხენა ფლანგზე ჯორჯო კიელინიმ გადაიწია , რომელიც ლუიჯი დელ ნერის პერიოდშიდაც , პერიოდულად ასპარეზობდა ამ პოზიციაზე . დაცვის საპირისპირო მხარეს , როგორც მივეჩვიეთ მიმდინარე სეზონში , შვეიცარიელი სტეფან ლიხტშტაინერი ასპარეზობდა .  ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ანდრეა პირლო მოქმედებდა , მისგან მარჯვნივ ვიდალი , ხოლო მარცხნივ მარკიზიო . წინა ხაზში ფლანგებზე კრასიჩი და პეპე , ხოლო გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე მირკო ვუჩინიჩი ირჯებოდა .

რაც შეეხება მილანის სქემას , ალეგრი ძველ ტაქტიკას ენდობა : 4-3-1-2 . აბიატი კარში , დაცვის ფლანგებზე ბონერა და ძამბროტა , ხოლო ცენტრში ნესტა და ტიაგო სილვა . დაცვის ხაზთან ახლოს ასპარეზობდა მარკ ვან ბომელი , მარჯნივ ანტონიო ნოჩერინო , მარცხნივ კი კლარენს ზეედორფი . ტრეკუარტისტას პოზიციაზე კევინ პირს ბოატენგი იდგა , რომელსაც დაევალა , მოემარაგებინა გადაცემებით ორი ფორვარდი : ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანტონიო კასანი .

მატჩის ტაქტიკური განხილვა …

ამჯერად  ბიანკონერის სათამაშო სქემა , ძალზე ჰგავს 4-3-3 ს , რაც პრინციპში უკვე იყო ადაპტირებული კატანიასთან დაპირისპირებაში .  რაც შეეხება როსონერის სათამაშო სისტემას , მათი განლაგება არ ითხოვს სწრაფ მანევრირებებს და შესაძლოა ალეგრის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო , რომ ხელი შეეშალა ბიანკონერის სათამაშო რითმისთვის . ვან ბომელის სასახელოდ უნდა ითქვას , რომ საწყის წუთებში , როსონერის შეტევების ორგანიზებას სწორედ ის იწყებდა  . ამას ემატებოდა ტიაგო სილვას ფაქტორიც , რომელსაც შეუძლია შეტევის დაწყება ზუსტი დიაგონალური გადაცემებით .  იმისათვის , რომ კონტეს ხელი შეეშალა ამისთვის , მან არტურო ვიდალი , მისთვის უჩვეულო პოზიციაზე , ცენტრში მარჯვენა მხარეს დააყენა , სადაც ჩილელი არცთუ ისე კომფორტულად გრძნობს თავს .
შემდეგ სურათზე ნათლად ჩანს , თუ რა პოზიციაზე დგას ვიდალი , როდესაც მილანი საკუთარ ნახევარზე იმყოფება , ჩილელი ასეთი მანევრით ხელს უშლის ტიაგო სილვას , რომ თავისუფლად მიიღოს ბურთი . შედეგად აბიატი იძულებულია მოიგერიოს ბურთი .

ასეთი პრესინგის გამო , მილანი ვერ ახერხებს ორგანიზებულად შეტევის დაწყებას . ხშირ შემთხვევაში , როსონერის ფეხბურთელები უბრალოდ იგეირებდნენ ბურთს , იმის იმედით , რომ რომელი ფორვარდი მოახერხებდა ბურთზე კონტროლის დამყარებას . მაგრამ თავის მხრივ , ეს მოასწავებდა იმისკენ , რომ იუვენტუსი ძალზედ სწრაფად ეუფლებოდა ბურთს .

როდესაც იუვენტუსი მარწუხებში აქცევს მილანს და აიძულებს მას დაიხიოს საკუთარ ნახევარზე , ვიდალი მაშინვე ტიაგო სილვას მიმართულებით იწყებს მოძრაობას .

მაგრამ , იმ შემთხვევაში თუ სილვას ზონაში იმყოფებოდა ვუჩინიჩი , მარკიზიო თავის მხრივ ზეწოლას ნესტაზე ახდენდა , ხოლო ვიდალი ვან ბომელის ზურგს უკან მოქმედებდა .

საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული პრესინგის შედეგად , რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ვიდალს და პლიუს რა თქმა უნდა ვუჩინიჩს და მარკიზიოს , მილანის ცენტრალური მცველები ვერ ახდენენ შეტევის დაწყებას და გადაცემების გაკეთებას თავისუფალ რეჟიმში .

მაშინ როდესაც ბიანკონერი დაცვიდან , თავდასხმაში გადადიოდა , ტაქტიკური სქემა , ყოველგვარი პრობლემის გარეშე ინაცვლებდა 4-2-4 ზე  და როდესაც მაქსიმალურ ეფექტს გამოიყენებდა , კვლავინდებურად ბრუნდებოდა 4-3-3 ზე . მიუხედავად იმისა , რომ ეს მოდული ითხოვს , შეტევაში შუა ხაზელების ჩართვას , ბიანკონერის არანაირი პრობლემა არ შექმნია ბურთის ართმევასთან დაკავშირებით , რითაც უმცირებდა მილანს ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს . ამას დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ , რომ დაცვის ხაზი , მნიშვნელოვნად ამცირებდა ზონას შუა ხაზთან . შემდეგ სურათზე ხედავთ , თუ როგორ ცდილობენ მილანის ცენტრალური მცველები , რომლებიც არ არიან პრესინგის ქვეშ , გადააწოდონ ბურთი კასანოს ( დააკვირდით რა მაღლა არის ასული ბარძალი ) . კიელინი ამასობაში ჭრის ბურთს და სწრაფად აკეთებს პასს ვიდალზე . ჩილელი თავის მხრივ აგრძელებს შეტევას ვუჩინიჩზე , რომელიც საკმაოდ სახიფათოდ ურტყამს მეტოქე კარის მიმართულებით .


შემდეგ ვიდეოზე ნათლად ჩანს , თუ როგორ ცდილობს ბურთის დაბრუნებას იუვენტუსი , როდესაც შეტევაში წასვლისას კარგავს . მეორე ნაწილში აღნიშნულია შემდეგი სახის ეპიზოდი . როდესაც მილანი ცდილობს სწრაფად გადავიდეს კონტრ შეტევაზე , მაგრამ ბიანკონერის მცველები საკმაოდ ეფექტურად უზღუდავენ მას სივრცეს მანევრირებისთვის .


ეფექტური და საკმაოდ სწრაფი მანევრირებების დამსახურებით , ბიანკონერი ძალზე მალე ართმევს მილანს ბურთს , ხოლო მცველები თავის მხრივ თამაშობენ უშეცდომოდ და სწორედ ამ კომპონენტების წყალობით , შესძლო იუვემ სასურველი შედეგით მატჩის წაყვანა . გუნდი მთლიანად აკონტროლებდა მატჩის რიტმს , ბურთს და ტერიტორიულად სჯაბნიდა მეტოქეს , რომელიც თავის მხრივ , სწორედ ამით იწონებს თავს და სწორედ ასეთი ფეხბურთით ასპარეზობს მეტოქის წინააღმდეგ .

იშვიათ შემთხვევებში , როდესაც მილანი ოდნავ დიდხანს იჭერდა ბურთს , ბიანკონერი 4-3-3 სათამაშო სქემაზე ეწყობოდა, ცენტრში ამ დროს ვიდალი , მარკიზიო და პირლო იმყოფებოდნენ , რომლებიც მჭიდროდ უკავშირებდნენ ერთმანეთს შუა ხაზს და დაცვის ხაზს .

კიდევ ერთი ტაქტიკური უპირატესობა , რაც იუვეს გააჩნდა მილანზე , იყო თავისუფალი სივრცეების გადაკეტვა მარკიზიოსა და ვიდალის მონაწილეობით , რომლებიც საკმაოდ ხშირად მიდიოდნენ წინ და ტოვებდნენ უკანა ხაზს , რითაც რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ : სამი ფეხბურთელი , მილანის ორი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ . მოდით უფრო ღრმად განვიხილოთ ეს ტაქტიკური მანევრი : მილანი ცდილობს იუვენტუსის ცენტრალურ მცველზე ზეწოლის განხორციელებას , რომელიც საკუთარ საჯარიმოში კომბინირებს . თავის მხრივ იუვენტუსის მოთამაშეები , იჭერენ მილანის ფეხბურთელებს საკმაოდ მაღლა ამოსულებს . ბოატენგი პირლოსთან , ორი ფორვარდი , ბიანკონერის ორ ცენტრალურ მცველთან და რაც ყველაზე მთავარია , მილანის ფლანგელი ნახევარმცველების – ზეედორფის და ნოჩერინოს ამოსვლა და პრესინგის განხორციელება ლიხშტაინერზე და კიელინიზე .

მილანისტების ზურგს უკან კი ეულად რჩება ვან ბომელი , რომელსაც გვერდში მარკიზიო და ვიდალი უდგას . სამწუხაროდ როსონერის პრესინგი არ იყო მაღალი დონის , ვან ბომელსაც კი არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა ვიდალისთვის და მარკიზიოსთვის . შემდეგ ვიდეოზე ნახავთ , თუ როგორ გადადის დაცვიდან – თავდასხმაში იუვენტუსი , როგორ გრძელდება შეტევა ვიდალზე , რომელიც ძალზედ შორს იმყოფება უკვე ვან ბომელისგან .

შემდეგ ვიდეოზე სიტუაცია განსხვავებულია , ვან ბომელი ამჯერად ახლოს არის ვიდალთან , მაგრამ ჩილელს , ჰოლანდიელთან შედარებით გაცილებით უკეთესი საწყისი სიჩქარე გააჩნია , რისი წყალობითაც , თავიდან იცილებს ვან ბომელის პრესინგს .

მილანი პრინციპში საკმაოდ ხშირად ახდენდა ბიანკონერის ფლანგელ მცველებზე ზეწოლას და ძირითადათ , ამას როსონერის შუა ხაზელები ახორციელებდნენ , რითაც საკუთარ ზონას თავისუფალს ტოვებდნენ და პლიუს ამასთან დაცვით მანევრირებაშიც აღარ ღებულობდნენ მონაწილეობას .

ცალკე გამოსაყოფი თემაა ბოატენგის ფუქნცია , რომელიც იდეაში სული და გული უნდა ყოფილიყო მილანის შეტევების . მას პირლოს წინააღმდეგ უწევდა ასპარეზობა და იშვიათად თუ ცდებოდა ხოლმე , რადგან ვერ გრძნობდა მხარდაჭერას ვან ბომელისგან  . შემდეგ სურათზე ნათლად ჩანს , თუ როგორ ინაცვლებენ ცენტრისკენ ზეედორფი და ნოჩერინო , რითაც მანევრირების საშუალებას აძლევენ მარკიზიოს და ვიდალს – ვან ბომელი კი ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მოშორებით იყო როგორც ერთისგან ისე მეორისგან .

პირლოს  ” თავისუფლება ” კი , დამატებითი თავისტკივილია ვან ბომელისთვის . შემდეგ სურათზე აღნიშნულია , თუ როგორ ხვდება ჰოლანდიელი პირლოს , რითაც თავისუფლად ტოვებს ვიდალს და მარკიზიოს , რომლებიც უკვე არიან მზად იმისთვის ,რომ მიიღონ ბურთი და შეტევაში წავიდნენ ვუჩინიჩის დასახმარებლად .

ანალოგიური მაგალითი , დაცვიდან შეტევაში გადასვლა , რიცხობრივი უპირატესობის ფონზე . ვიდალი ვან ბომელის გვერდით იმყოფება , იღებს ბურთს და სწრაფ ტემპში ცდება მას .

მაშინაც კი , როდესაც თითქოს ერთი შეხედვით ვან ბომელი მომგებიან სიტუაციაში იმყოფება ბიანკონერის შუა ხაზელებთან , ეს უკანასკნელები ყოველთვის ცდებიან მას სისწრაფის და მაღალი ტექნიკური არსენალის დახმარებით . შემდეგ მაგალითზე , მარკიზიო იღებს ბურთს , რომელსაც ვან ბომელი უწევს მეთვალყურეობას . კლაუდიო დიბლინგის ხარჯზე ატყუებს მას და შემდეგ უკვე სისწრაფის დახმარებით , უკან იტოვებს საერთოდ , შედეგად წინა ხაზში კვლავინდებურად რიცხობრივი უპირატესობა ექმნება იუვენტუსს .

მილანის მთავარი თავის ტკივილი ,  არის ვიდალი და მარკიზიო , რომლებიც ყოველთვის ცდებიან უპრობლემოდ ვან ბომელს . მარკიზიო და ვიდალი განსხვავებული პოზიციებით იყვნენ მოედანზე : კლაუდიო უფრო მეტად დაცვის ხაზთან იმყოფებოდა , თუმცა უბურთოთ მოქმედების დროს დახმარებას უწევდა ვუჩინიჩს . რაც შეეხება ვიდალს , ის გაცილებით მეტად წინა ხაზის დახმარებით იყო დაკავებული . ჩილელის ეს მოქმედება , განსაკუთრებით მაშინ ჩანდა , როდესაც ტიაგო სილვაზე ახორციელებდა პრესინგს .

შემდეგ ვიდეოზე არის ორი მოქმედება და ყურადღებით დააკვირდით პირველს , რომელზედაც კარგად ჩანს , თუ როგორ გადაადგილდებიან მოედანზე ვიდალი და მარკიზიო , როგორ ახდენენ ისინი წინა ხაზის დახმარებას ვუჩინიჩთან ერთად , რომელიც ნესტას და ტიაგო სილვას ყურადღებას იპყრობს და ამით თავისუფალ სივრცეს უქმნის ბიანკონერის ორ ცენტრალურ ნახევარმცველს მანევრირებისთვის . ვუჩინიჩი თამაშობს მარჯვნივ , ვიდალთან ახლოს , რომელიც ჰორიზონტალურად აგრძელებს მოძრაობას და ეხმარება მარკიზიოს შეტევაში ჩასართვად . მეორე ეპიზოდი კი უკვე საგოლეა , რომელიც ვუჩინიჩის , მარკიზიოსი და ვიდალის შესანიშნავი ასპარეზობის შედეგია , რომლებიც ბრწყინვალედ კომბინირებდნენ მთელი თამაშის განმავლობაში .

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვუჩინიჩის ასპარეზობა , რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა საკუთარი საქმე , ის შესანიშნავად მოქმედებდა შემტევ მანევრირებებში , ელეგანტურად , ჭკუით და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით . ის არა მხოლოდ ართმევდა ბურთს და მასთან ერთად მიდიოდა წინ რამდენიმე მეტრით , მირკო საკმაოდ ეფექტურად უმკლავდებოდა როსონერის ორ ცენტრალურ მცველს , იპყრობდა რა მათ ყურადღებას , რითაც პარტნიორებს ზონებს უთავისუფლებდა . შემდეგ ვიდეოზე იხილეთ მირკოს საუკეთესო მომენტები ამ შეხვედრაში .

შედეგი :

გენიალური იუვენტუსი იყო . ციფრებს შეხედეთ ელემენტარულად : 17 კარში დარტყმა ! მილანის მხრიდან კი მხოლოდ 2 ! 57 % ბურთის ფლობა , ხოლო მეორე ნახევარში ეს ციფრი 67 % იყო ! ერთი სიტყვით კონტეს მიერ არჩეულმა ტაქტიკურმა განლაგებამ გაამართლა , როგორც ბურთით ყოფნის პერიოდში და ასევე უბურთოთ მანევრირებაში . გუნდმა მოახერხა მეტოქის მთავარი იარაღის გათიშვა : საკუთარი რითმის , მეტოქისთვის  თავზე მოხვევა . კრასიჩი ! პირველად იხილეს ტურინში ისეთი მილოში , რომელიც ეფექტურად გადაადგილდებოდა მოედანზე უბურთოთ და კარგად მანევრირებდა მოედანზე მთლიან გუნდთან ერთად .  პერიოდულად კრასიჩი ლიხტშტაინერთან ცვლიდა პოზიციას , რომელიც ვიდალის დასახმარებლად ადიოდა წინ . ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს , გუნდს ჯერ კიდევ არ უჩვენებია ბოლომდე საკუთარი პოტენციალი . პროგრესირება შესაძლებელია და ეს მაშინ , როდესაც კონტეს არ გამოუყენებია იუვენტუსის რესურსის გარკვეული ნაწილი .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

70 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
13 years ago

ვუჩინიჩი ან ნებისმიერი ფორვარდი, რომელიც შეტევებში გოლების გატანის მხრივ ძალიან მაღალი მაჩვენებლით იქნება, ჩვენი თამაში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწებბა..ეგეთ ნახევარდაცვას ვერცერთი გუნდი ვერ გააჩერებს..

Di Francesco # 1
13 years ago

gio_juventino
რა გიოთსე თამაშს უყურებ? რა კაპიტანი გვყავს, 5 გიოტსეს ჯობია :italy:

Di Francesco # 1
13 years ago

gio_juventino
რა? რაგაცა გაურკვეველ რაღაცეებს წერ :lool:

13 years ago

რატო ვწერ გაურკვეველს? იტალიის მტავარი ახალგაზრდა რომ 24 წლის ჯოვინკოა იქაა ჩვენი საქმე დაღუპული გერმანიას შეხედე! გიოცე ! მაგისნაირი ჯოვინკო ნაღდად არაა. მე ერთი პასკუატოს და ჯანდონატოს მეიმედება ისიც გავუშვიტ

Di Francesco # 1
13 years ago

აფსაითიდან გაგვიტანეს 2-1

13 years ago

:lool: :lool:

avto
13 years ago

მირკო მინდოდა ყველაზე მეტად ჯუვეში და კიც გადმოვიდა.მაგარი იგროკია.ერტი ცენტრალური მცველი გვინდა და ბარსას გადავახევტ ბურტს.

Di Francesco # 1
13 years ago

აქ რო იძახით იტალიაში თაობა არ მოდისო, უყურეთ თამაშებს და ნახავთ მოდის თუ არა, ძალიან კარგად თამაშობენ გერმანიასთან და ჯობნიან კიდევაც 2-3 რეალური გოლი გამოიტანეს ცარიელი კარიდან გერმანელებმა
ძან მაგარი კაპიტანი გვყავს, რომაელი ვივიანი :italy:

13 years ago

ხო იცი რომ გერმანიაში უკეთესი ტაობა მოდის? :blin:

shot10
13 years ago

დელ პიერო უნდა გამოეყვანა. (ელემენტარული ზრდილობაა, ტეხავს!)

ჯერ კიდევ შეუძლია!!!

7uP
7uP
13 years ago
Reply to  shot10

რაღა იყო დარჩენილი, ვგონებ არ აკადრა უბრალოდ რაღაც წამების თამაში. 2 წუთისთვის ხო არ გამოვიდოდა. მირკომ კიდე ძალიან კარგად ითამაშა, მიზანი კი მოგება იყო. დელ პიერო მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ ახლა ვგონებ რომ კონტემ სწორად გააკეთა ყველაფერი

Di Francesco # 1
13 years ago

კორიერე დელო სპორტი
კონტე, იუვეს გვარდიოლა
მემგონი ეს წერია

gocha khalvashi
13 years ago

alex-andre

აქ ხარ ძმა?

aleko jorjoliani
13 years ago

კი ძმა ეხლა მოვედი

gocha khalvashi
13 years ago

დღეს შენ ხომ არ მიკითხე სამსახურში ? მიდი შემო სკაეპში დრო თუ გაქვს…

gocha khalvashi
13 years ago

როგორც ყოველთვის იდეალური ნამუშევარია დათუნა… :up: :kiss: :forza: მეღსი ბოკუ… :buhee:

7uP
7uP
13 years ago

როგორ მოგეწონათ ჯორჯო კრაიზე ? :yeah: კიდე გავიმეორებ, ზამთარში როდოლფო თუ მოვა, ცენტრში ბარცალი+როდოლფო და კრაიზე კიელინი+ლიხშტაინერი :forza: :forza: :forza:

ვუჩინიჩი ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ ზარმაცი :bicho:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  7uP

aრამგონია მირკო ზარმაცი იყოს, ბევრჯერ ჩამოყვა უკან მილანელებს, ისე წინ რო მეტი იმოძრავოს და უკეთესად გაიხსნას კაი იქნება
მირკო წელს იუვეს ბომბარდირი გახდება 25 გოლით

giorgi kipshidze
13 years ago

gio_juventino says:
მართლა გააკეთა რამე ცუდი ელიამ?

Del Piero 10+
13 years ago

milans რო ეთაამაშენ სასე რო Iტანაშონ დარჩენილი თამაში რა იქნება ნეტა … :juvee:

საბა შიოშვილი

gio_juventino

ვიცი რას მეჩხუბები :D

აუ იმენა თამაშის დროს ველოდებოდი უკვე ტაქტიკურ ანალიზს … რა პრესინგი იყო ნუ არ ვიცი რა … საოცრად მაგრად ითამაშეს … საჯარიმოდან ერთი დარტყმული არ მახსოვს სულ კომბინაციით გამოქონდათ ძალიან რთული მდგომარეობიდანაც კი

Di Francesco # 1
13 years ago

ის ექვსეული ნეტა ვინაა 1 მე ვარ :lool: , მარა დანარჩენებიც მაინტერესებს,
ვულოცავ ხუთივეს კარგად ესმით ფეხბურთი :lool:
რათქმაუნდა დანარჩენებსაც მაგრამ იმათ განსაკუთრებით :lool:

13 years ago

მაგას ფეხბურთის ცოდნა კი არა ”პეპემანია” ქვია :lool:
ის ქართული ფილმი ხომ გახსოვს – ”მე, ბებია, პეპე და ილარიონი”
ან ეს – ”ჰარი პოტერი და ფილოსოფიური პეპე”
ან ეს ფილმი – ბეჭდების მბრძანებელი, და პეპე!!! :lool:
ილიას შედევრი – ”პეპეა ადამიანი”!!! :vashaa: :achuu:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to 

კარგი იყო :lool:
მემგონი ბევრი ვერ მიხვდა რა დავწერე შენგანგანსხვავებით :lool:
ილიას შედევრი – ”პეპეა ადამიანი”!!! ეს მომეწონა ყველაზე მეტად :lool:
:italy:

საბა შიოშვილი

:forza: :forza: დათკა ამით მაინც დავუმტკიცოთ რომ ვიდალი მშვენივრად თამაშობდა :|

13 years ago

diaxac mshvenieri iyo!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

avto
13 years ago

აუ თუ ჩემი ზმა ხარ მოტას ნუ ახსენებ აქ რა:-P:-Pმაგი და ამაური ყველაზე ცუდი შენაზენია მემგონი მთელი ისტორიის მანძილზე

| Newsphere by AF themes.
70
0
Would love your thoughts, please comment.x