ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : ” მალე დავიბრუნებ ოპტიმალურ ფორმას ”

ტურინის ” იუვენტუსის ” გულშემატკივრები მალე იხილავენ მილოშ კრასიჩის რეალურ ძალას , ამაზე თავად ფეხბურთელი აკეთებს კომენტარს ჟურნალისტებთან საუბარში . ბოლო პერიოდში სერბ ფეხბურთელზე , დიდი ზეწოლა ხორციელდება , დადის ხმები , რომ ის უკვე აღარ შედის ანტონიო კონტეს გეგმებში , მაგრამ მილოშს ეს არ აინტერესებს და გულშემატკივრებს ამშვიდებს : ” დიახ , ჯერ ჯერობით მე ვერ ვავლენ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს , მაგრამ მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო და ვუთხრა , რომ ეს დროებითია და თქვენ სულ მალე იხილავთ ნამდვილ კრასიჩს . რაც შეეხება გუნდის ასპარეზობას , კმაყოფილი ვარ რა თქმა უნდა . სკუდეტოს რაც შეეხება , მაქსიმალურად ვეცდებით იმ კურს გავუყვეთ , რომლითაც ეხლა მივდივართ . ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი “ .

წყარო : Football Italia

11 thoughts on “კრასიჩი : ” მალე დავიბრუნებ ოპტიმალურ ფორმას ”

  1. ფოტოზე კონტე როგორ უხსნის კრასიჩს რაღაცას :lool: და ალბად ასეა ყველა ფეხბურთელთან (დელ პიეროს, ჯიჯის და პირლოს გარდა:)

  2. ოღონდ იტალიასთან არ გინდა მილოშ და მერე დაგიწიოკებია იუვეს მეტოქეები,მე ეგრეც ველი შენგან ….ჯერ კიდევ მაქვს შენი იმედი :-D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.