ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” იმედი მაქვს თავს ბელგრადშიც გამოვიჩენ ”

” მილანთან ” ჩატარებული ფეერიული თამაშის შემდეგ , კლაუდიო მარკიზიოს უდიდესი სურვილი გააჩნია , რომ ანალოგიურად გამოიჩინოს თავი ბელგრადში , სადაც სკუადრა აძურა სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება : ” კვირა საღამოს მიღწეულმა გამარჯვებამ , გუნდზე ძალზე დადებითად იმოქმედა . ფეხბურთელებმა რეალურად ირწმუნეს საკუთარ შესაძლებლობებში და უკლებლივ ყოველი ჩვენთაგანი , ბედნიერი იყო დაფიქსირებული შედეგით  . მაგრამ , დღეისათვის კონცენტრაცია ნაკრებზე მაქვს მოხდენილი და მხოლოდ სერბებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობ . ჯერ ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს , თუმცა იმედი მაქვს , რომ ბელგრადშიც მოვახერხებ თავის გამოჩენას “ . კლაუდიომ საკუთარ როლზეც ისაუბრა კონტეს ტაქტიკურ სქემაში  : ” თუ მე შემიძლია დავეხმარო საკუთარ გუნდს და ნაკრებს , მოედანზე 100 % – ით დავიხარჯები . სწორედ ეს არის ჩემი ერთ ერთი საფეხბურთო მახასიათებელი , რომლითაც ვამაყობ . ბედნიერი ვიქნები , თუ ტურინული ტიფოზერია ისეთივე კლაუდიო მარკიზიოს იხილავს ნაკრებში , როგორიც როსონერისთან დაპირისპირებაში იხილა . ვარ თუ არა ტრეკუარტისტა ? იცით , ეს უკვე დახურული თემაა . იქ ვთამაშობ , სადაც მწვრთნელი მეუბნება ” .

წყარო : TuttomercatoWeb

4 thoughts on “მარკიზიო : ” იმედი მაქვს თავს ბელგრადშიც გამოვიჩენ ”

  1. ლიპი რო გენიოსია ამაში ალბათ ეჩვი არავის ეპარება.მარკიზიოზე თქვა მომავალიაო ეს ბიჩი იტალიის და სულ მალე ეგრე იქნება…იუვეს ლიდერი უკვეა რა,პროსტა პირლო როა მაშინ,არც უნდა იკადროს პროსტა ლიდერობა თუარა))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.